Home ახალი ამბები საქართველო ხოდორკოვსკის მიერ მართული ანტირუსული ქსელი საქართველოში მოქმედებას განაგრძობს

ხოდორკოვსკის მიერ მართული ანტირუსული ქსელი საქართველოში მოქმედებას განაგრძობს

ხოდორკოვსკის მიერ მართული ანტირუსული ქსელი საქართველოში მოქმედებას განაგრძობს

შარშანწინ, ევრაზიის ინსტიტუტმა, როგორც ცნობილია, საკუთარი მოკვლევა ჩაატარა საქართველოში შემოგზავნილ რუს, ბელორუს და უკრაინელ იმიგრანტებთან დაკავშირებით, რომელთა უკან დასავლური სპეცსამსახურები და ისეთი ოდიოზური ფიგურა დგანან, როგორიც მიხაილ ხოდორკოვსკია.

შეგახსენებთ, რომ ხოდორკოვსკი, რომელიც მილიარდერი გახდა 1990-იან წლებში რუსეთის ნავთობსექტორის ძარცვის გზით, მრავალრიცხოვანი ფინანსური მაქინაციებისთვის იხდიდა სასჯელს, მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა მის მიმართ ლმობიერება გამოიჩინა – 2013 წლის დეკემბერში იგი შეიწყალა, მისი დედის ავადმყოფობასთან დაკავშირებით (ანუ 4 წლით შეუმცირა სასჯელის რეალური ვადა). გათავისუფლებული ხოდორკოვსკი ჯერ გერმანიაში, შემდეგ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გადაბარგდა და, იქედან განაახლა პოლიტიკური შეტევა რუსეთის წინააღმდეგ, დასავლური სპეცსამსახურების ხელშეწყობით.

აი ამ ხოდორკოვსკის ქსელი ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, მოქმედებს. მას შემდეგ, რაც ჩვენი ბლიც-გამოკვლევა გამოქვეყნდა, ხოდორკოვსკის მომსახურე ორგანიზაციამ საქართველოში, „თავისუფალმა რუსეთმა“ (“Free Russia Foundation”), პრაქტიკულად შეწყვიტა საჯარო სივრცეში აქტიურობა და კულუარულ ძირგამომთხრელ საქმიანობაზე გადაერთო. ორგანიზაციის დამქაში ეგორ კუროპტევი წინა პლანზე აღარ გამოდის, იგი კულისებიდან მართავს პროცესებს და ხანდახან იძლევა ინტერვიუებს.

ბოლო ასეთი ინტერვიუ იყო სოჭში ახალგაზრდული ფესტივალის შესახებ, რომლის მონაწილეები, ესე იგი საქართველოს ბავშვები, ამ სუბიექტმა ლამის მოღალატეებად შერაცხა. კუროპტევი გვიდგენს, ვინ არის საქართველოს მოყვარული და მოღალატე, ვინ არის „ფეესბეს აგენტი“ და კიდევ ბევრი სხვა. არადა, ეს ის ეგორ კუროპტევია, რომელიც 2016 თუ 2017 წელს ჩემს ერთ ნაცნობ რუს დიპლომატთან მივიდა, საქართველოში აკრედიტებული შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში, და მას რუსულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მუშაობის დაწყებას სთხოვდა.

ალექსეი ნავალნის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ, ხოდორკოვსკიმ დაუყოვნებლივ გაავრცელა განცხადება და ბრალი პრეზიდენტ პუტინს დასდო. მან ასევე მოუწოდა რუსებს, საპრეზიდენტო არჩევნებზე, ბიულეტენებში ალექსეი ნავალნის სახელი ჩაწერონ. ხოდორკოვსკის განცხადების შემდეგ, არაერთ ქვეყანაში, რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, შეიკრიბნენ რუსულენოვანი ლიბერალები, საპორტესტო მიტინგებით. ყველამ ერთხმად, მათ შორის, თბილისსა და ბათუმში, ერთნაირი ლოზუნგებით, ბრალი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს დასდეს, თითქოს პრეზიდენტს ნავალნისთვის ეცალა და მისი „მკვლელობა“ დაუკვეთა.

ჩემზე ვერავინ იტყვის, რომ ხშირად ვაქებ საქართველოს ხელისუფლებას და მის კონკრეტულ წარმომადგენლებს. მაგრამ, ობიექტურობა ითხოვს, აღვნიშნო, რომ ამჯერად, ხელისუფლების რეაქცია ნავალნის სიკვდილზე სავსებით სახელმწიფოებრივია. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა პოზიციას იკავებს ხელისუფლება რუსეთში მომხდართან დაკავშირებით, ყოველმხრივ გამართლებული პასუხი გასცა – „რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება“.

ამ ფონზე, როდესაც ხელისუფლება დიპლომატიურობას ინარჩუნებს და მეზობელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში არ ერევა, აქციების მოწყობა და პრეზიდენტ პუტინის ლანძღვა თბილისისა და ბათუმის ქუჩებში, პროვოკაციას წარმოადგენს. განსხვავებით აშშ-ის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნებისგან, სადაც ასეთი აქციები ჩატარდა, საქართველო რუსეთს უშალოდ ესაზღვრება და აქ სულ სხვა პრობლემებია, უშიშროების თვალსაზრისით, ვიდრე შორეულ ქვეყნებში.

რაც შეეხება ნავალნის გარდაცვალებას. მოაზროვნე ადამიანი უნდა დაფიქრდეს: ნუთუ რუსეთის პრეზიდენტს აწყობდა ამ ცნობილი პატიმრის სიკვდილი მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში დიდი ეფექტით გავრცელდა პრეზიდენტის ინტერვიუ ამერიკელ ჟურნალისტ თაკერ კარლსონთან? ნავალნის გარდაცვალება მართლაც უცნაურად დაემთხვა ამ პერიოდს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ხმა მიაწვდინა დასავლეთის მოსახლეობას და უამრავი ადამიანის სიმპათია დაიმსახურა. ახლა კი მის მტრებს სალაპარაკო მიეცათ.

იმედია, საქართველო მომავალშიც არ წამოეგება ამ პროვოკაციაზე.

გულბაათ რცხილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here