Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინაში არტემოვსკიდან უკანდახევაზე დაიწყეს საუბარი

უკრაინაში არტემოვსკიდან უკანდახევაზე დაიწყეს საუბარი

The Washington Post: უკრაინის ჯარები განიხილავენ არტემივსკიდან უკან დახევის შესაძლებლობას

116
უკრაინაში არტემოვსკიდან უკანდახევაზე დაიწყეს საუბარი

უკრაინის ჯარები განიხილავენ არტემოვსკიდან უკან დახევის შესაძლებლობას, – იტყობინება ამერიკული გამოცემა The Washington Post.

როგორც გაზეთი The Washington Post წერს, უკრაინას შეექმნა სირთულეები არტემივსკში გასაგზავნი ძალის ოდენობის განსაზღვრისას, რადგან ის „იძულებულია კონტრშეტევა დაიწყოს უახლოეს თვეებში“, – იუწყება „რია ნოვოსტი“.

როგორც გამოცემას ერთ-ერთმა უკრაინელმა მეთაურმა განუცხადა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არტემივსკში დიდი დანაკარგი აქვს და ჯარების დროებითი გაყვანა უკრაინელ სამხედროებს გადაარჩენდა.

სადაზვერვო ბატალიონის მეთაურმა იური სკალამ აღნიშნა, რომ თუ გაირკვევა, რომ დანაკარგები ძალიან დიდია, ის მხარს დაუჭერს მთავარსარდლის გადაწყვეტილებას „ტაქტიკური მანევრებისა და თავდაცვის ახალი ხაზის შექმნის შესახებ“.

მანამდე დონეცკელმა დეპუტატმა ვლადისლავ ბერდიჩევსკიმ გაზეთ ВЗГЛЯД-ს განუცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სულ მცირე ხუთი ათასი მებრძოლი იმყოფება არტემივსკში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here