Home ახალი ამბები მსოფლიო მოსკოვში აშშ-ის საელჩომ საპროტესტო აქციების მოწოდება გამოაქვეყნა

მოსკოვში აშშ-ის საელჩომ საპროტესტო აქციების მოწოდება გამოაქვეყნა

193
მოსკოვში აშშ-ის საელჩომ საპროტესტო აქციების მოწოდება გამოაქვეყნა

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ვიდეო, რომელშიც საუბარია რუსეთისა და შეერთებული შტატების საერთო კულტურაზე, დაგმობილია ის, რაც ხდება, ხოლო ვიდეოს ბოლოს ნაჩვენებია კადრები მოსკოვში გამართული არასანქცირებული საპროტესტო აქციიდან, რომლის მონაწილეები სკანდირებენ „არა ომს!“.

ვიდეო იწყება „მიმართვით რუსეთის ხალხისადმი“. ვიდეოს პირველი ნაწილი შედგება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა და ამერიკელი მოკავშირეების ისტორიული შეხვედრის ქრონიკის კადრებისგან. საელჩოს Telegram-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ასევე ჩანს კოსმონავტები და ასტრონავტები, რომლებიც ერთმანეთს ესალმებიან სადგურ „მირ“-ზე, ჩანს ხელის ჩამორთმევა ბრეჟნევსა და კენედის, გორბაჩოვსა და რეიგანს, ელცინსა და კლინტონს შორის.

ვიდეოში ნათქვამია, რომ აშშ და რუსეთი „კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს და თანამშრომლობდნენ მსოფლიოს წინაშე არსებული უდიდესი გამოწვევების დასაძლევად“. რუსული ლიტერატურა ისწავლება ამერიკულ სკოლებში, რუსული ნაწარმოებები კი ყველაზე პრესტიჟულ კულტურულ დაწესებულებებში სრულდება.

„ისტორიის მანძილზე ჩვენს ქვეყნებს საერთო კულტურა და ჩვენი მიღწევები აერთიანებდა. ჩვენ გვჯერა, რომ ის, რაც ხდება, თქვენ არ შეგფერით და სოლიდარობას ვუცხადებთ თითოეულ თქვენგანს, ვინც უფრო მშვიდობიანი მომავლის შექმნისკენ ისწრაფვის“, – ნათქვამია მოსკოვში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here