Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი: რუსეთი და ბელარუსი ინტეგრაციის ახალ...

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი: რუსეთი და ბელარუსი ინტეგრაციის ახალ პაკეტს ამზადებენ

82
რუსეთი და ბელარუსი ინტეგრაციის ახალ პაკეტს ამზადებენ

რუსეთი და ბელარუსი ამზადებენ ინტეგრაციის ახალ პაკეტს 2024 წლიდან 2026 წლამდე პერიოდისთვის, – განაცხადა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა ორი ქვეყნის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რომელიც მოსკოვში მიმდინარეობს.

„ჩვენ ვამზადებთ ინტეგრაციის ახალ პაკეტს 2024 წლიდან 2026 წლამდე პერიოდისთვის“, – განაცხადა მინისტრმა, – „ის მოიცავს ვაჭრობის, ეკონომიკური თანამშრომლობის და სოციალური საკითხების ყველა ძირითად სფეროს“.

რეშეტნიკოვმა განმარტა, რომ დოკუმენტის პროექტი უკვე მომზადებულია და ბელარუსის მხარეს გადაეცა. „მოველით, რომ უახლოეს მომავალში მივიღებთ შემხვედრ წინადადებებს და გადავალთ კონკრეტულ განხილვაზე“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს დოკუმენტს „2021-2023 წლებში საკავშირო სახელმწიფოს შექმნის თაობაზე ხელშეკრულების დებულებების განხორციელების ძირითადი მიმართულებების შესახებ“. საკავშირო სახელმწიფოს ინტეგრაციის 28 პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყნების მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას და ერთიანი ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბებას. საუბარია გაზის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთო ბაზრების შექმნაზე, ასევე სხვადასხვა სფეროში ერთიანი პოლიტიკის ფორმირებაზე.

თავის გამოსვლაში რეშეტნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ბელარუსს შორის ინტეგრაციის უფრო აქტიურმა პროცესმა ხელი შეუწყო სანქციების ზეწოლით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის შერბილებას. მისი თქმით, მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში რუსეთსა და ბელარუსს შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 10%-ით გაიზარდა და 34,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ დროისთვის რესპუბლიკაში ფუნქციონირებს დაახლოებით 2,4 ათასი საწარმო, რომლებიც შექმნილია რუსული კაპიტალის მონაწილეობით. რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განმარტა, რომ მისი შეფასებით, რუსეთის მშპ-ს შემცირება 10 თვეში 2.1%-დან 1.9%-მდე შემცირდა და ამას ხელი შეუწყო ინტეგრაციამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here