Home ახალი ამბები მსოფლიო საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ზახაროვა: კოსოვოში სიტუაციის დეგრადაციაზე პასუხისმგებლობა კოსოვოელების ლიდერებს და...

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ზახაროვა: კოსოვოში სიტუაციის დეგრადაციაზე პასუხისმგებლობა კოსოვოელების ლიდერებს და დასავლეთს ეკისრებათ

89
მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კოსოვოში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით მედიის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ დეგრადაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ კოსოვოელების ლიდერებს და მათ დასავლელ მეურვეებს, შეერთებული შტატების მეთაურობით.

დიპლომატის პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პორტალზეა განთავსებული.

მისი თქმით, რუსეთი შეშფოთებულია კოსოვოში ვითარების ახალი გამწვავებით და ყურადღებით აკვირდება სიტუაციის განვითარებას. „ჩვენ თვალს ვადევნებთ მის განვითარებას, ფაქტობრივად, საათობრივად – განსაკუთრებით პროვოკაციების სერიის შემდეგ, რომელიც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის თანხმობით განახორციელა პრიშტინას „ხელისუფლებამ“, რომლებმაც კურსი აიღეს კოსოვოში სერბების წინააღმდეგ რეპრესიების გამკაცრებისკენ, პირდაპირ ეთნიკურად მოტივირებული ძალადობის გამოყენებით“, – ნათქვამია წერილში.

„ხაზს ვუსვამთ, რომ პასუხისმგებლობა კოსოვოში პოლიტიკურ დეგრადაციაზე, უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესებაზე მთლიანად ეკისრებათ კოსოვოელ ლიდერებს, „პრემიერ მინისტრის“ ალბინ კურტის ხელმძღვანელობით, მათ დასავლელ მეურვეებს, რომელთა შორის აშკარად დომინირებს ვაშინგტონი“, – განაცხადა ზახაროვამ.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, პროვოკატორების მიზანი ნათელია და ეს არის პროვინციის არაალბანური ჩრდილოეთ რეგიონების სრული კონტროლის ქვეშ მოქცევა.

„და მხოლოდ კოსოვოელი სერბების გამძლეობის წყალობით, რომლებიც ეყრდნობიან ბელგრადის მხარდაჭერას, აქამდე შესაძლებელი გახდა დიდი ინციდენტების თავიდან აცილება, ვითარება ღია დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო, თავისი სავალალო შედეგებით“, – დაასკვნა მან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here