Home ახალი ამბები მსოფლიო ბორელმა სერბებს მოთხოვნა წაუყენა: „ევროკავშირი არ მოითმენს“

ბორელმა სერბებს მოთხოვნა წაუყენა: „ევროკავშირი არ მოითმენს“

121
ბორელმა სერბებს მოთხოვნა წაუყენა: „ევროკავშირი არ მოითმენს“

ჯოზეფ ბორელმა კოსოვოს სერბებს მოთხოვნა წაუყენა: ევროკავშირი არ მოითმენს”. მან მოუწოდა დაუყონებლივ მოხსნან ბარიერები, რომლებიც მათ განათავსეს გზებზე რეგიონის ჩრდილოეთით.

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიუსელი არ აპირებს კოსოვოში EULEX-ის სამართალდამცავ მისიაზე თავდასხმების მოთმენას.

მან რეგიონის ჩრდილოეთით მცხოვრებ სერბებს გზებზე დაყენებული ბარიერების დემონტაჟი მოსთხოვა. დიპლომატმა მიმართვა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ევროკავშირი არ მოითმენს კოსოვოში EULEX-ზე თავდასხმებს ან ძალადობრივ დანაშაულებრივ ქმედებებს რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში“, – განაცხადა ბორელმა.

ის ასევე ირწმუნება, რომ ევროკავშირის მისიის თანამშრომლები კვლავ გააგრძელებენ მუშაობას პრიშტინას წარმომადგენლებთან და KFOR-ის საერთაშორისო ძალებთან კოორდინირებით, რომლებიც იმყოფებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პატრონაჟის ქვეშ.

შეგახსენებთ, რომ კოსოვოს ირგვლივ ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ბელგრადი უკვე ამზადებს პეტიციას ნატო-ს მისიის მეთაურთან რეგიონში სერბეთის უსაფრთხოების ძალების გაგზავნის შესახებ, როგორც ეს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here