Home ახალი ამბები მსოფლიო მოღალატის აღსარება. მაიამიში რუსულად

მოღალატის აღსარება. მაიამიში რუსულად

144

ვერ მივხვდი, რატომ დამიკავშირდა ეს ადამიანი. შესაძლოა, სათქმელი დაუგროვდა; შესაძლოა, გადაწყვიტა, შური ეძია მათზე, ვინც ჯერ ილუზიებით ფრთები შეასხა, შემდეგ კი მთელი ცხოვრება დაუნგრია და იმედები გაუთელა; ან მართლა გადაწყვიტა, გაეფრთხილებინა ყველა, ვინც გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღო, გაშორდეს საძულველრაშკასდა დაადგეს მიგრაციის მოლიპულ გზას. შესაძლოა, ასე სურდა ყველა თავისი პრობლემის გორდიუსის კვანძის გაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პრობლემა მას ახლა ერთი აქვს _ გადარჩენა. მთხოვა, მისთვის, უბრალოდმეწოდებინა ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი. მისი აღსარება ძალიან საინტერესო მომეჩვენა”,  _ წერს ვებგვერდ topwar.ruზე სერგეი პრეობრაჟენსკი.

თევზაობა ცოცხალი სატყუარათი

დავიბადე შუა აზიაში, უზრუნველყოფილ ოჯახში. მამა გახლდათ ფრონტის ჯარისკაცი, საპუნ-გორის შტურმის მონაწილე, წითელი დროშის ორდენის კავალერი. დავამთავრე ფიზიკა-მათემატიკის ადგილობრივი სკოლა, ჩავაბარე ბაუმანკაში (ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი _ გ. გ.). გაგვინაწილეს ე.წ. საფოსტო ყუთებში (სსრკ-ში თავდაცვითი ხასიათის ქარხნების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ღია სამსახურებრივი სახელწოდება, საფოსტო მიმოწერისთვის ქალაქის მითითებით _ გ. გ.), სადაც ვჭედდით სამშობლოს თავდაცვით ფარს. ბაუმანელთა უმრავლესობა მგზნებარე პატრიოტი იყო, მაგრამ მე არა. მე ყოველთვის მომწონდა დასავლეთი. მიყვარდა ჯინსის ჩაცმა, Deep Purple-სა და Rolling Stones-ის, Smokie-სა და Sinatra-ს მოსმენა. ამერიკას, ძნელად თუ ვინმე იკამათებს ამაზე, ჰქონდა ძლიერი მუსიკალური და კინემატოგრაფიული კულტურა და ამან, უბრალოდ, მომხიბლა. “კოკა-კოლა” კი ჩემთვის საუკეთესო სასმელი იყო დედამიწის ზურგზე. და კიდევ _ მთელი ცხოვრება მიზიდავდა ფული. მე არასდროს მქონია ის საკმარისი რაოდენობით. ინსტიტუტში სწავლისას საერთო საცხოვრებლის მეზობლებს ვუთხარი: „ყველანაირი წიგნაკიდან ყველაზე მეტად შემნახველი სალაროს წიგნაკი მიყვარს“.

აი, სწორედ ამაზე  წამომაგეს                      

როგორც მოგვიანებით მივხვდი, დიდი ხნის განმავლობაში მწყემსავდნენ. ამერიკელებმა ყურადღებით შეისწავლეს ჩემი ფსიქოტიპი _ ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები. ისინი გენიალურად თამაშობენ ადამიანურ მანკიერებებსა და ნაკლოვანებებზე. და მე მქონდა მანკიერებები. როგორც მოგვიანებით ამიხსნეს, მქონდა ორი სისუსტე – სულიერების სრული ნაკლებობა (ამას უწოდებენ ემოციურ კასტრაციას _ emotional castration) და მეტისმეტი სიხარბე. მოგვიანებით ამის მოსმენაც კი უსიამოვნო იყო ჩემთვის. ალბათ, ამიტომ გამოვედი თქვენზე, მაგრამ გარკვეულწილად ისინი მართლები იყვნენ. ჯერ კიდევ ბაუმანკაში სწავლისას ამერიკელებმა დამსვეს “ბლატნოი” კურსებზე _ Miami is luring. ინგლისურიდან ასე ითარგმნება _ “მაიამი გიხმობს”. როგორც მოგვიანებით მივხვდი, ამ პროგრამის მიხედვით სპეცსამსახურები, უბრალოდ, მაიამიში იზიდავდნენ მათთვის საჭირო ხალხს სამომავლოდ სადაზვერვო საქმიანობაში გამოსაყენებლად. ისინი თავიანთ სამეურვეოებს ეძახდნენ “ლარინებს”. ეს წარმოებულია სიტყვიდან ლურინგ. შემდეგ კი ჩვენ თვითონ ასე ვუწოდებდით ერთმანეთს. სხვათა შორის, კურსები ფასიანი იყო და არც ისე იაფი, ანუ ჩვენგანაც აიღეს ფული, მაგრამ ეს სრულად ჯდება მათ მსოფლმხედველობრივ პარადიგმაში: „თუ მათრახი არ გაქვთ იმისთვის, რომ გაგამათრახოთ, მას ჩვენ მოგყიდით“. კურსების შემდეგ სულ სხვა ადამიანად გარდავიქმენი – ნორმალური ვიყავი და სიძულვილის ცოცხალ გორგალად ვიქეცი. მათ, უბრალოდ, გაბურღეს ჩემი ცნობიერება თანდათან, წვეთ-წვეთად, ეტაპობრივად. ეს იყო “რბილი ზომბირება”, როგორც ახლა ვხვდები, და მას თითქმის ყოველთვის ჰქონდა შეუქცევადი ხასიათი. ეს იყო ცალმხრივი ბილეთი ერთ ბოლოში _ პირდაპირ უფსკრულში. და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე გავიარე.

_ შეგიძლიათ ამზომბირებისორიოდე კონკრეტული მაგალითი დაასახელოთ?       

_ ამერიკელებს აქვთ რამდენიმე ფრთიანი ფრაზა, რომლებიც, პირველ რიგში, კარგად წარმოაჩენს მათ შინაგან სამყაროს; მეორე, ისინი აშიშვლებენ მათ საბაზისო მორალურ-ფსიქოლოგიურ მიდგომებს, რომლებსაც ითვალისწინებენ კლიენტებთან მუშაობისას; მესამე, ისინი წარმოაჩენენ მათი მუშაობის მეთოდებს. პირველი და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი: არაფერი პირადული _ მხოლოდ ბიზნესი”. ეს ფრაზა სტუდენტობის პერიოდიდან მომწონდა. მას მიაწერენ ალ კაპონეს, მაგრამ, ჯერ ერთი, თვითონ ალ კაპონე არც ისე ჭკვიანი იყო, რომ ასეთი მარგალიტები ეფრქვია; და მეორე _ პროპაგანდის ამერიკელმა გენიოსებმა ეს ფრაზა ბანდიტის ბაგეებში ჩასვეს, რათა თვითონ არ დაბინძურებულიყვნენ. ამასთანავე, როგორც მოგვიანებით მაიამიში გავარკვიე, ეს კოლუმბიელი ნარკობარონების საყვარელი ფრაზაა. აქ, სხვათა შორის, ნაკოტიკი საკმარისადაა _ ძირითადად, მექსიკურ და ფერად კვარტლებში. მაგრამ რუსული ყურისთვის უფრო გასაგებ ვარიანტში ფრაზა ასეთი იქნებოდა: არაფერი ადამიანური _ მხოლოდ ბიზნესი”. და ბიზნესი არის ფული, სწორედ ფული, რომელიც მე და მილიონობით ჩემნაირ ხარბ რეგვენს ასეთი ვნებით გვიყვარდა. მათ კიდევ აქვთ ფრაზა: იმისათვის, რომ გამდიდრდე, ათასობით ადამიანი უნდა გაღარიბდეს“. მე ახლა ვხვდები, რომ ეს არის სრული სისულელე და ფუჭი ლაპარაკი. ასეგლესავენქვეცნობიერად იმისათვის, რომ სამომავალოდ საკუთარ ქვეყანას ავნო. იმხანად კი ეს ყველაფერი ფუნდამენტურ ჭეშმარიტებად მეჩვენებოდადა აქ ყველა ჩვენგანი, ვინც ამ კურსებზე ვსწავლობდით (და, ძირითადად, „წარმოების მეთაურები“ ვიყავით) ფსიქოლოგიურ ხაფანგში გავებით. ანგლოსაქსური ლოგიკით, დიდძალ ფულზე ხელი რომ მიგიწვდებოდეს, უარი უნდა თქვა ყველაფერპირადზედა იქცე ნაძირალად. “პირადიკი ნიშნავს მეგობრებს, ოჯახს, მშობლებს. მხოლოდ ამ ყველაფერზე  უარის თქმით გახდებით წარმატებულიახალი ამერიკელი“. და თქვენ შეუერთდებით მილიონობით სხვა ნაბიჭვრების არმიას, რომლებმაც დოლარის გამო მიატოვეს თავიანთ ღირებულებათა ის სისტემა, რომელშიც გაიზარდნენ. ახალგამომცხვარ „ნაბიჭვარს“ შემდეგ სურს, გაანადგუროს ყველა, ვინც მიატოვა, რადგან ისინი მხოლოდ თავიანთი არსებობის ფაქტით უშლიან ხელს ცხოვრებაში. ისინი იქნებიან მისთვის მარადიული საყვედური, ცნობიერებაზე დაკიდებული დამოკლეს მახვილი. ისინი ხელს უშლიან მას, იცხოვროს და თავი კომფორტულად იგრძნოს შტატებში. ეს ეფექტი ძალიან კარგად აღწერა გოგოლმა  „ტარას ბულბაში”. შვილმა ანდრიამ უღალატა მამას, დედას, ძმას, სამშობლოს, ბავშვობისა და ახალგაზრდობის მეგობრებს და დაიწყო მათი დახოცვა. ერთადერთი, ვინც სიცოცხლეს ვერ გამოასალმა, იყო მამა. ყველა ამ “ლარინს” (Miami is luring-ის ყველა კურსდამთავრებული მაიამიში შევხვდით), როგორც წესი, არ სჭირდება მამის მოკვლა. ზოგიერთის მამა გარდაიცვალა. სხვებთან, უბრალოდ, შეიძლება არც გქონდეთ ურთიერთობა და მათ ბებერი სულელი დაუძახოთ, მაგრამ მათ შესახებ ხსოვნის განადგურება რეალურია, თუმცა მამისთვის სიცოცხლის მოსწრაფებაც შეიძლება. ის ცოცხალი ადამიანია, სისხლითა და ხორცით შექმნილი. ასე რომ, “ლარინებს” შეუძლიათ, უფრო შორს წავიდნენ. ამის შემდეგ ისინი ნამდვილი ამერიკელი ძაღლისშვილებიიქნებიან, რომლებიც ფულის გამო ყველაფრისთვის მზად იქნებიან.                                                                           

_ კიდევ რას უნერგავდნენ ამლარინებსცნობიერში თუ ქვეცნობიერში?

_ ასეთი რამ საკმარისად იყო. მაგალითად, რაზეც უნდა ვსაუბრობდეთ, ყოველთვის ფულზე ვსაუბრობთ“.

_ თუ მშობლებზეა საუბარი ან ბავშვებზე? ან ქალზე, რომელიც გიყვარს? ესეც ფულია?

_ რა თქმა უნდა. მშობლები _ ეს არის ფული მედიკამენტებისთვის; ბავშვები _ ფული განათლებისთვის; საყვარელი ქალი _ ფული ყვავილებისთვის და ასეა ყველაფერში, მაგრამ რუსეთი ფული არ არის. ეს მარადისობაა. ეს არის რუსული სამყარო. მესიანური იდეა. ეს ის ქვეყანაა, რომელშიც ქრისტე ფეხშიშველი შევიდა. ფული კი მართავს ბორცვზე მდებარე მბრწყინავი ქალაქის სატანის ტაძარში. ეს ნამდვილად მისი ინსტრუმენტია. და კიდევ მითხრეს, რომ გენიოსი ვარ და ეს ქვეყანა, ეს საზიზღარი “აქანდაზი” ჩემი, გენიოსის, ღირსი აბსოლუტურად არ არის. გამიჩნდა განცდა, რომ არ მაფასებდნენ. ყოველთვის მეტი მინდოდა. ეს იმის მიუხედავად, რომ თავის დროზე  განვვლე გზა საამქროს ოსტატობიდან ქარხნის დირექტორობამდე, თუმცა გავაკოტრე ქარხანა.

_ რატომ?

_ იმავე მიზეზით. ზიზღი რაღაც აბსტრაქტული „აქანდაზის“ მიმართ ნელ-ნელა გადაიზარდა ჯერ რუსეთულის, შემდეგ კი _ ყველაფერ რუსულის მიმართ ზიზღში. პარადოქსია, რომ მე რუსი ვარ, სუფთა. მაგრამ მათ აქაც იპოვეს ხვრელი. დამარწმუნეს, რომ მე ვარ სასიამოვნო გამონაკლისი ბარბაროსთა არმიიდან. და დავიწყე ჩემი ხალხის სიძულვილი. ფაქტია, რომ ამბიციური ადამიანისთვის ფაქტორი, რომ მასზე ნაკლები მოთხოვნაა, ძალიან მტკივნეულია. ეს შეიძლება დამანგრეველი იყოს. ვფიქრობ, ქვეცნობიერად მქონდა გადაწყვეტილი, მომეკლა წარმოება, რომელსაც ვხელმძღვანელობდი, და მოვკალი. ჩემი წყალობით ქუჩაში რამდენიმე ათასი ადამიანი აღმოჩნდა. ასე “ვიძიე შური” “აქანდაზზე” ამერიკელების რჩევით.

პარადოქსი არის ის, რომ მაიამიში როცა შემიტყუეს, აქ ღირებული არაფერი შემომთავაზეს. შედეგად, რუსეთში ქარხნის დირექტორი ამერიკაში სანტექნიკოსი გავხდი _ “მეუნიტაზე”, უხეშად რომ ვთქვათ.

_ ეს ხომ სტატუსის კატასტროფული დაკარგვაა

_ საქმეც ეს არის. ამის შემდეგ იწყებ მთელი სამყაროს შეძულებას და შენი სიძულვილი ეძებს გამოსავალს. აქ ჩნდება ფსიქოლოგიური პარადოქსი. შეუძლებელია, გძულდეს საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანი, შენი სისულელის გამო. სიძულვილი ამერიკელებისა, რომლებმაც გაგაცურეს, უბრალოდ, საშიშია. ამისთვის მათ შეიძლება რუსეთში გაგაპანღურონ, თანაც წარუმატებლის იარლიყით. ჩემმა ბევრმა თანაკურსელმა-ბაუმანელმა კი რუსეთში ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა. ამან მხოლოდ გააღრმავა ჩემი სისულელე.

გადაბირება და დაწუნება

მაიამიში მე და ასობით სხვა მსგავსი „ლარინი“ უზარმაზარ მკვებავ პლანქტონად ვიქეცით სპეცსამსახურებისთვის. მაიამიში დაახლოებით ათი ათასი რუსი და რამდენიმე ასი ათასი ლათინოსი (მექსიკელები, პუერტო-რიკოელები, კოლუმბიელები, ბოლივიელები) ცხოვრობს. სასაცილო იქნებოდა, თუ   ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ოპერმუშაკები და ანალიტიკოსები არ შეეცდებოდნენ მათ გამოყენებას ისტორიულ სამშობლოში აგენტებად სამუშაოდ, მაგრამ ამ გარემოდან ადამიანების გადაბირებისას წარმოიშვა პრობლემები. ბიძია ბაკენბარდები” (გადამბირებლები ცსსდან) შეეცადნენ, როგორც ჩემ, ასევე ბევრი ჩემი მექსიკელი ნაცნობის ჩართვას კერძო სადაზვერვო კომპანიაში.

_ წარმატებით?

_ მათ ეს კარგად არ გამოუვიდათ მექსიკელებთან. ჯერ ერთი, მათ შორის არც ისე ბევრია ინტელექტუალი. „მექსების“ უმრავლესობა საათობრივად მუშაობს იქ, სადაც მაღალი კვალიფიკაცია საჭირო არ არის _ მომსახურების სფეროში; დაზვერვაში კი უნდა იფიქრო, გაანალიზო და შეგეძლოს პროგნოზირება. ეს კი მათთვის არ არის. მეორეც, „ლათინოსებს“ უყვართ სინეკურის რეჟიმში ცხოვრება. ისინი ამას უწოდებენ manian mode -ს _ “მანიანის რეჟიმში” ცხოვრებას. მანიანა ესპანურად არის “ხვალ”. თუ ლათინოსი გპირდებათ, რომ ხვალ რაღაცას გააკეთებს, მაშინ, დიდი ალბათობით, ამას ცხოვრებაში არასოდეს გააკეთებს: თავდაპირველად _ “ხვალ”, შემდეგ _ “მოგვიანებით”, შემდეგ _ ხუთშაბათს, წვიმის შემდეგ და, ბოლოს _ თავი დამანებეთ. დაზვერვა ასე არ მუშაობს. მესამე _ ლათინოსები  ინტრიგანები არიან, თუმცა ინტრიგანები უმეტესად ოჯახური დაპირისპირების დონეზე. მთავარი ინტრიგა არის ე.წ გვერდზე გახედვა, შემდეგ კი _ ოჯახურ წრეში სამაგალითო მეოჯახეობაზე პრეტენზია. შემდეგვ ამაყად თქმა: _ ვაიმე, რა ეშმაკი ლოვერ-მაჩო ვარ! დასასრულ, მეოთხე _ ადგილობრივი „დონ პედრო“ უაღრესად ყბედი და ტრაბახაა. ეს მზვერავის პროფესიასთან შეუთავსებლობის პირველი ნიშანია.

_ რუსი ემიგრანტები?

_ სულ სხვა საქმეა. აქ არიან ინტელექტის მქონე ბიჭები დიდი ამბიციებით და იციან, როგორ დააჭირონ ენას კბილი. ისეთები არ არიან, როგორიც მე.

_ თქვენ თუ შემოგთავაზეს?

_ რა თქმა უნდა. პირველ რიგში, ამას ჩემი „ლარინის“ სტატუსი ავალდებულებდათ. მე ხომ მათი პროგრამით  ჩამოვედი. მეორეც, ამბიციები მქონდა. საბჭოთა კავშირში ხომ დიდი ბოსი ვიყავი. მივეჩვიე ადამიანების ხელმძღვანელობას. აქ კი მომიწია  შავკანიანებისთვის უნიტაზები დამემონტაჟებინა. ჩემი სიამაყე, რა თქმა უნდა, შეილახა. და ამაზე “ბაკენბარდებს” ჩემი გამოჭერა სურდათ. რა არ შემომთავაზეს _ ფული, სტატუსი, მივლინებები, უპროცენტო სესხები… მაგრამ მე უარი განვაცხადე.

_ რატომ?

_ მათთან შესვლა ერთი რუბლი ღირს, გამოსვლა _ ათი. და მე არ მსურდა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობა. გაიძულებდნენ ყირიმის სხვა ხიდის აფეთქებას ან მილსადენის. ეს მათი ნამუშევარია.

_ დაბაკენბარდებიწყნარად ჩამოგშორდნენ?

_ არც ისე. შურისძიების მიზნით, მეტსახელი « larin-latrine » („ლარინ-საპირფარეშო“) მომაწებეს და რუსულენოვან თემში გაავრცელეს. ამან საკმაოდ დააზარალა ჩემი ბიზნესი. მე სპეციფიკური ბიზნესი მაქვს _ სანტექნიკის. ადგილობრივი ენამახვილები უკვე ყველა ბრუნვაში მომიხსენიებენ _ „ავენტურის ტუალეტების მეფე“ (The King of Аventura toilets) და სხვანაირადაც (ავენტურა მაიამის ერთ-ერთი რუსულენოვანი უბანია). მაგრამ მირჩევნია, ვიყო “ტუალეტების მეფე”, ვიდრე “ბაკენბარდებთან” ვიმუშაო. მიუხედავად იმისა, რომ მათ კინაღამ დაანგრიეს ჩემი ბიზნესი თავიანთი შემოწმებებით. ხან ექიმები შემოდიოდნენ, ხან საგადასახადოს მოხელეები, ხან მეხანძრეები… სხვა ემიგრანტები კი დათანხმდნენ თანამშრომლობას და მათთვის მაშინვე დაიწყო სრულიად განსხვავებული ცხოვრება. მათი მატერიალური კეთილდღეობა ჩემ თვალწინ იმატებდა. თავდაპირველად მუშაობდნენ შტატგარეშე აგენტებად _ ჰონორარზე, შემდეგ შტატში ჩასვეს. მოგვიანებით ისინი, ვინც უფრო ჭკვიანები იყვნენ, წავიდნენ კერძო სადაზვერვო სტრუქტურებში და პირდაპირ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში, წავიდნენ უკრაინაში. ძნელი მისახვედრი არ არის, რას აკეთებენ იქ. ამ „ბაკენბარდებმა“ სული ამომიტრიალეს და ისინი ამას კვლავ განაგრძობენ. მათ გამო ჩემი ოჯახი დაინგრა. მათ გამო წარსული ცხოვრების ყველა მეგობარს ვეჩხუბე. ისინი გრძნობენ, როგორ ადამიანად ვიქეცი აქ. „ვლასოველს“ (ანდრია ვლასოვი _ რუსი გენერალი, რომელმაც საბჭოთა კავშირს უღალატა და თავის სამხედრო შენაერთთან ერთად გერმანელი ფაშისტების მხარეს გადავიდა _ გ. გ.) მეძახიან, „მორბენალს“. მე ხომ იძულებული ვიყავი, ყველა ძველი კავშირი ჩამეშვა “ბაკენბარდებთან”. ამის შემდეგ თავს ნაბიჭვრად მივიჩნევ და მძიმე სევდა მეუფლება, როგორც ნაბახუსევზე სამდღიანი სმის შემდეგ. ასეთი დაკითხვის შემდეგ ზოგჯერ ზიხარ ოკეანის ნაპირზე და ტალღების ხმაურში იხსენებ ყველა მეგობარს წარსული ცხოვრებიდან. ზოგი აღარ არის ამქვეყნად. არც მე ვარ ოცი წლის. სეროჟკაბომბეი, ვოვან ზირნალიევ, ბუზღუნაკუბიშკა, მალე მოვალ თქვენთან…  რას გეტყვით ყველას? სამშობლოს რომ ვუღალატე, წავედი უცხოეთში, რათა საბოლოოდ აქ დავკარგულიყავი? გამოდის, სამშობლომ უარმყო, ამერიკამ კი არ მიმიღო. არ მეგონა, რომ სიბერეში სხვის ბინებში ვივლიდი, ადგილობრივ “ხრუშჩოვებში” შავკანიანებსა და მექსიკელებს სანტექნიკას გავუკეთებდი.

_ რისთვის მეუბნებით ამ ყველაფერს, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ?

_ ჩათვალე, რომ, უბრალოდ, აღსარება ჩაგაბარე. მსოფლიოში ტექტონიკური ცვლილებები მიმდინარეობს და ეს ხდება იმ ქვეყნის გარშემო, რომელშიც ჩემი წინაპრების ძვლებია დამარხული. ახლა რუსეთში გმირებისა და მოღალატეების დროა. ვიცი, რომ ჩემს გზას ათიათასობით პოტენციური „ლარინი“ დაადგება, გზას არსაით.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ   

https://topwar.ru/204029-ispoved-predatelja-v-majami-po-russki.html                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here