Home ახალი ამბები საქართველო ლევან ადეიშვილი: მზად ხართ, ბოლომდე ითამაშოთ რუსული ბირთვული რულეტკა?

ლევან ადეიშვილი: მზად ხართ, ბოლომდე ითამაშოთ რუსული ბირთვული რულეტკა?

353

მას შემდეგ, რაც რუსულმა სამხედრო შენაერთებმა ხერსონის ოლქი დატოვეს, ქართულ და უცხოურ მედიაში არ წყდება საუბარი იმაზე, რომრუსეთი ომს აგებს”, “რუსეთი მალე დაიშლება”, “პუტინს გაასამრთლებენ”, “იმპერია იმსხვრევადა ..

რა მოხდება, თუ რუსეთი დაიშლება? რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში?

ამ თემაზე სამოქალაქო აქტივისტი ლევან ადეიშვილი გვესაუბრება:

_ ეს აქტუალური თემაა და ამაზე საუბარს  დამდუღრულივით გაურბის მონოპოლიზირებულ-დატერორებულ-მოსყიდული მედია თავისი პოლიტოლოგ-ექსპერტებ-მეპატრონეებით. რა მოხდება, თუ რუსეთი დაიშალა, რა გველის ჩვენ? ეს დისკურსი დასავლური სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ,,უმწიკვლოდ” დაცულ ნარატივში ისეთ კითხვებსა და დასკვნებს გააჩენს, რომლებიც ჩვენს გავეშებულ, ტვინგაცხელებულ თუ თავფქვილა მედროვეებს, “უბეჟდიონნი ლიბერალებს” არ მოეწონებათ და, რაც მთავარია, ამ თემაზე საუბარი ხელს არ აძლევს მეტროპოლიას… არადა, შეკითხვა ბევრია.

მაგალითად, რას ვუშვრებით ჩრდილოეთ კავკასიას, სადაც სალაფიტები, ტერორისტები, ჯიჰადისტები არიან? მათ კიდევ უფრო გაშმაგებას ხომ  დღეს რუსეთი უშლის ხელს და აკავებს ასე თუ ისე?

აქ იმის იმედი, ვგულისხმობ საერთო კავკასიური სახლის იდეას, სრული აცდენაა რეალობიდან და სასაცილოა, რადგან ერთიანობა აქ მცხოვრებ ხალხებს მხოლოდ ერთ რამეში გვექნება, ესაა რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევა და, როგორც კი დაიშლება რუსეთი, ის ათასი ფაქტორი, რომლებიც გვყოფს და გვაშორებს, მაშინვე თავს წამოყოფს.

უმთავრესი _ ეს არის ზღვაზე გასასვლელი, რომელიც აფხაზეთზე გზის გაკეთებით მისდამი სრულ კავკასიურ მხარდაჭერასა და საქართველოს დასუსტებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, მივიღებთ 21- საუკუნის ლეკიანობას. სწორედ შავ ზღვაზე გასასვლელისთვის იბრძოდა და თეთრ კბილებს გვიჩვენებდა ჯოხარ დუდაევიც, მისი დღემდე რომ სჯერათ და ეთაყვანებიან

სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებსაც აქ, ჩვენს ქვეყანაში, უზარმაზარი კომპაქტურად დასახლებული ეთნოსი ჰყავთ, აქვთ  დიდი მადა და რწმენა, რომ ქართული მიწების საკმაოდ დიდი ნაწილი მათია… ირანი, რომელსაც დღემდე სჯერა, რომ, სულ ცოტა, აღმოსავლეთი საქართველო დროებით “ააცალა” რუსეთმა, აქეთ წამოსულ ტურისტებს თავის გიდებს აყოლებს, რომლებიც ყალბ ისტორიას ყვებიან… სწორედ რუსეთია ოსმალურ გზაზე შემდგარი თურქეთის შემკავებელი ფაქტორი, რომლის დღევანდელ მმართველს მესხეთი  და ბათუმი ესიზმრება და დარწმუნებული იყავით, მომავალ მმართველებსაც ასეთი სიზმრები ეწვევა.

რუსეთი უშლის  ხელს  დიდი თურანის იდეას, რომლის  რეალიზებას ბონუსად საქართველოს გადაყლაპვაც სჭირდება, თუნდაც ნაწილობრივ. ეს ვერ გაქაჩა ათათურქობამ ისლამის აგრესიულ ფაზაში შესვლისას, რადგან სეკულარიზმი არა ერის ნებაზე, არამედ ხიშტებზე იყო დაყრდნობილი…

_ როგორ ფიქრობთ, ასეთ ყაჩაღებს შორის მოქცეული გეოსტრატეგიულ წერტილზე მყოფი სუსტი ქვეყანა გაუძლებს შეჭმას

_ ვერა! და ვისაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის  იმედი აქვს, გაიხსენოს გასული საუკუნის დასაწყისი, როგორ გვიმუხთლა დასავლეთმა და იმ აშშ-ის მმართველმა ანგლოსაქსურმა ელიტამ, რომელიც თურქეთის მომხრე იყო და რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.

არც იფიქროთ, რომ რუსეთის დაშლის შემდეგ საქართველოში ბაზებს განალაგებენ ყველას ინტერესების ჩასაკეტად, რომ საქართველოს გამო დაუპირისპირდებიან თურქეთს და ჩრდილოკავკასიელ ურდოებს, აგრესიული ისლამის შემოსვლას და იმედმიცემულ ირანსრომელსაც აზერბაიჯანიც თავის საკუთრად მიაჩნია და აღმოსავლეთი საქართველოც

ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელსაც კი ვერ აძლევს უსაფრთხო ცხოვრების გარანტიას, ისლამისაგან სრულ დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ისრაელს დაცვაც არ სჭირდება.

თვით დასავლეთშიც კი თვლის ზოგიერთი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა შეცდომა იყო, რადგან უფრო მეტი პრობლემა გაჩნდა, ვიდრე არსებობდა; უკეთესობის ნაცვლად, უარესობისკენ წავიდა მსოფლიო. ვინ იძლევა გარანტიას, რომ რუსეთის დაშლას იმაზე ცუდი ამბავი არ მოჰყვება, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა?!

ამერიკის შეერთებულ შტატებს არავინ აინტერესებს, მსუბუქად რომ ვთქვათ, ფეხებზე იკიდებს ყველას ინტერესს. რაც შეეხება საქართველოსსაზრუნავს გვიმატებს, რაც, შესაძლოა, გაუთავებელ შეხლაშემოხლაში გადაიზარდოს გაურკვეველი დროით ან, უბრალოდ, კავკასიას აბარებს თურქეთს. მისთვის სულერთია ეს ყველაფერი, რადგან რეგიონში, სადაც უამრავი ინტერესი იკვეთება, საჭიროა ინტერესთა დაპირისპირება და არა ყველასთან ბრძოლა

დავფიქრდეთ იმაზე, სად მოუგო ისლამს ბრძოლა ბოლომდე ამერიკამ, სად დაამყარა მშვიდობა; თუნდაც ისლამისაგან თავისუფალ იმ ქვეყნებში, რომლებიც გადაწვა. რას უზამს ამერიკა ისლამის იმ ტალღას, რუსეთის წაქცევის შემდეგ გაშმაგებით რომ დაიძვრება აქეთ? რუსეთის წაქცევით ჩინეთი ძლიერდება ჩვენ წინააღმდეგ და რიგში ინდოეთია

იმ ადამიანებს მინდა ვკითხო, რომლებიც რუსეთის დაშლა-დაცემაზე ოცნებობენ: არის ზემოთ აღწერილი შესაძლო სურათი უკეთესი მოცემულობა?

_ თუ ამ სცენარების რეალიზაცია არ არის გარდაუვალი, ძალიან ცუდი სცენარი შეიძლება განვითარდეს, როცა დადგება საკითხი, რუსეთის დაშლის შემდეგ ვის უნდა დარჩეს მისი 6 700 ბირთვული ქობინი.

_ აქ შეგვიძლია ორი ვარიანტი განვიხილოთ: პირველი _ ქობინები დარჩეს რუსეთის ყველაზე დიდ ნაწილს, რომლის ცენტრი ისევ მოსკოვი იქნება… მეორე _ გადანაწილდეს იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც წარმოიქმნება რუსეთის დაშლის შემდეგ.

პირველი სცენარის განხორციელების შემთხვევაში მივიღებთ, იმავე ბირთვული ძალის მქონე, კიდევ უფრო უკონტროლო და აგრესიულ რუსეთს. არავინ იფიქროს, რომ ახალი ელცინით შეცვლიან მმართველს და ისევ თავზე დააჯდებიან, რადგან ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, თანაც,  რუსეთში ისეთი შოვინიზმი და  აგრესია აგორდება, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აგორებული მონაგონი იქნება.

მეორე სცენარის განვითარების შემთხვევაში, ერთის მაგივრად მივიღებთ რამდენიმე ახალ ბირთვულ სახელმწიფოს, რომლებსაც დამოუკიდებლად შეეძლებათ დედამიწის გაუბედურება-დაღუპვა და პლუს მუდმივ მოთხოვნასა და ბრძოლას რუსეთის ფედერაციის აღდგენისთვის, ანუ ლაპარაკი იქნება იმავე ტერიტორიაზე, მაგრამ უარესად “გაცხელებულ-გაცეცხლებულზე”, რაზეც ჰეგემონმა უნდა იმტვრიოს თავი…

“ჰეგემონი” ვერავის ალაგმავს, ვერ გააკონტროლებს ბირთვული პოტენციალის გადანაწილებას, უფრო მშვიდ ვითარებაშიც კი უკრაინა ძლივს დაითანხმეს ბირთვული იარაღის დათმობაზე, რადგან კიდევ ერთი ახალი ბირთვული ქვეყანა არ სურდათ და, თუკი ის სცენარი განვითარდება, რომელზეც ვსაუბრობთ, საკითხავია, რუსეთის დაშლის შემდეგ ისლამის ხელში რამდენი რაკეტა და ქობინი მოხვდება?

მოკლედ, ვიფიქროთ იმაზე, სსრკ-ის დაშლამ, როცა ბირთვული შეიარაღება ისევ ერთ ქვეყანას დარჩა, რამხელა არეულობები და რყევები მოიტანა და რა მოხდება, თუ რუსეთი დაიშლება.

თუკი რუსეთის დაშლას ისე შევხედავთ, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირის დაშლას ვუყურებდით ქართველები და ვამბობდით, რომ უკეთესობა იქნებოდა, სამოთხეში ვიცხოვრებდით, თუ ისევ სურთ, დაპირებებით გვასაზრდოონ, ძალიან ცუდია, ეს აღარავის სჯერა.

დასასრულ, მთავარი _ ანგლოსაქსები და მათი მონები დარწმუნებულნი ხართ, რომ რუსეთი თავს დაგაშლევინებთ და არ გადავა ბირთვულ ომზე? ხართ მზად, ბოლომდე ითამაშოთ რუსული ბირთვული რულეტკა?

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

P.S. ისბორჯომიდა ჩაი უკან რომ არ შევტენეთ მათ, ვინცჯოოოს!” ბღავილით იდილიას გვპირდებოდა, იმიტომაც ვართ კარგ დღეში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here