Home ახალი ამბები საქართველო ხატია დეკანოიძე – უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ სანქციების ნუსხაში შეიყვანა ბიძინა...

ხატია დეკანოიძე – უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ სანქციების ნუსხაში შეიყვანა ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა

72

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ სანქციების ნუსხაში შეიყვანა, დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა.

დეკანოიძის თქმით, „ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ივანიშვილი და მისი გარემოცვის დასანქცირება მოხდა ზუსტად მათი რუსული კავშირების გამო“.

„ყველა ამ ადამიანზე არსებობს კონკრეტული ინფორმაცია და ეს კონკრეტული ინფორმაცია თავისი სქემებით დამუშავდა ანტიკორუფციული სააგნეტოს მიერ. უკრაინის მიერ ივანიშვილის, ხიდაშელის, მამაცაშვილების, რუხაძის და აშ დასანქცირება არის პირველი ნაბიჯი დიდი საერთაშორისო საქნციების. უკრაინას პარტნიორული ურთიერთობები აქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებათნ და, რა თქმა უნდა, ყველა ინფორმაცია გადაცემულია ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტიორებისთვის.

უკრაინის მიერ ივანიშვილის და მისი გარემოცვის ოფიცილაური სანქციებში შეყვანა ადასტურებს კიდევ ერთხელ იმ ფაქტს, რომ ივანიშვილი არის რუსული გავლენების ოლიგარქი. მისი და მისი გარემოცვის საქმიანობა და რუსეთთან კავშირი არის საფრთხე უკრაინისთვის და უკრაინის გამარჯვებისთვის.

ინფორმაცია მარტო ამ ადამიანების გარშემო არ შემოიფარგლება. ნებისმიერი მთავრობის, პარლამენტის ან ბიზნესის წარმომადგენლი, რომელიც აქტიურად ეხმარება ივანიშვილს რუსული გავლენის გასაძლიერებლად მოხვდება სანქციების ნუსხაში. უკრაინა ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის დასანქცირებას ითხოვს. უკრაინამ 15-კაციანი სია გამოაქვეყნა, სადაც ოლიგარქთან ერთად მოხვდა ალექსანდრე ივანიშვილიც.

სრული სია ასე გამოიყურება: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, ირაკლი რუხაძე, გიორგი კაპანაძე (რიჟა), უჩა მამაცაშვილი, ტათე მამაცაშვილი, ალექსეი პოლტავჩენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორჟაევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here