Home ახალი ამბები საქართველო შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ნაცვლად იმისა, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტში იყვნენ რადიკალიზაციის...

შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ნაცვლად იმისა, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტში იყვნენ რადიკალიზაციის შემცირების გზაზე, აღრმავებენ პოლარიზაციას

72

თავისთავად, არჩევნები 2024 წელს ჩატარდება. სიმართლე გითხრათ, სერიოზულიც აღარ არის ამ თემებზე კომენტარის გაკეთება, ვინაიდან არჩევნები ახალი ჩატარებული იყო, რომ ვადამდელ არჩევნებს ითხოვდნენ და ამის შემდეგ, შიგადაშიგ, სეზონის მიხედვით ეს მოთხოვნები ისმის, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რადიკალური ოპოზიცია საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობს და პოლარიზაციას აღრმავებს.

„მაგრამ ყოველ ჯერზე, სამწუხაროდ, ოპოზიციის ეს ნაწილი საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობს, რომ არანაირი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან მათ, და მით უმეტეს ამ მოთხოვნას არ აქვს. ერთადერთი, რასაც ისინი აღწევენ, არის ის, რომ კიდევ უფრო მეტად მარგინალიზირდებიან, კიდევ უფრო მეტად ხედავს საზოგადოება მათ სახეს და ამ შემთხვევაში უკვე საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს მათ სახეს, რომ ნაცვლად იმისა, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტში იყვნენ რადიკალიზაციის შემცირების გზაზე, აღრმავებენ პოლარიზაციას იმით, რომ სულ უფრო მეტად რადიკალურები ხდებიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here