რუსეთის პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა კვლავ დააკავეს. 15 ივლისს რუსმა ჟურნალისტმა, კრემლის მახლობლად, ომის საწინააღმდეგო პიკეტი გამართა. მის პოსტერზე ეწერა: „პუტინი მკვლელია?“.
ჟურნალისტი საკუთარ სახლთან დააკავეს და კრასნოსელსკის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
მარტის შუა რიცხვებში, ოვსიანიკოვა, პირდაპირ ეთერში, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვების დროს, ტელეწამყვან ეკატერინა ანდრეევას უკან, უკრაინის ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა. ამის შემდეგ, ჟურნალისტმა მიიღო ადმინისტრაციული ჯარიმა, ქვეყანა დატოვა და სამუშაოდ გერმანიაში წავიდა. ოვსიანიკოვა რუსეთში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, ეს გადაწყვეტილება მან ოჯახური გარემოებებითა და კონტრაქტის დასრულებით ახსნა.