Home ახალი ამბები მსოფლიო ლავროვი: ლონდონი საბაბს ეძებს შავ ზღვაში ფლოტის გასაგზავნად

ლავროვი: ლონდონი საბაბს ეძებს შავ ზღვაში ფლოტის გასაგზავნად

193

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეარხროსია1”-ის ეთერში განაცხადა, რომ ლონდონი ცდილობს, მონახოს საბაბი ბრიტანეთის სამეფო სამხედროსაზღვაო ფლოტის  შავ ზღვაში გასაგზავნად და უკრაინის მიერ დანაღმული პორტებიდან მარცვლეულის გატანის ყველა პროცესს უხელმძღვანელოს.

“სასურსათო კრიზისს სხვადასხვა მიზნისთვის  მხოლოდ პროპაგანდის სფეროში როდი იყენებენ _ გაათეთრონ უკრაინა და ყველაფერი აჰკიდონ რუსეთს. თუ მოუსმენთ ბორის ჯონსონსა და მის საგარეო საქმეთა მინისტრს, ისინი აშკარად ცდილობენ, მოძებნონ საბაბი იმისთვის, რომ სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტი გაბატონდეს შავ ზღვაზე და ხელმძღვანელობდეს მარცვლეულის გატანის პროცესს უკრაინის მიერ დანაღმული პორტებიდან. უკრაინელები ვალდებულნი არიან, ეს პორტები თვითონ განაღმონ”, _ განაცხადა სერგეი ლავროვმა და დასძინა, რომ სასურსათო კრიზისის შექმნა რუსეთის ბრალი არ არის.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, დასავლელი პოლიტიკოსების ქმედებებში ახლა “კრუნჩხვები” შეინიშნება. “ეს ხდება “სახლში” ვითარების მკვეთრად გაუარესების ფონზე (დასავლეთის ქვეყნებში) და ნეოლიბერალური დემოკრატიის პრინციპების თანახმად, აუცილებელია მოსახლეობის ყურადღების გადატანა, მით უმეტეს, რომ ყოვლ 2,3,4 წლიწადში არჩევნებია და დაპირებების შესრულების შესახებ ამომრჩევლებს ანგარიში უნდა ჩააბარო. არადა, გაკეთებული თითქმის არაფერია”, _ თქვა ლავროვმა. 

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here