Home ახალი ამბები საქართველო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა დასავლეთისთვის არამხოლოდ ომის გახანგრძლივების საშუალებაა, არამედ კიდევ ერთი...

საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა დასავლეთისთვის არამხოლოდ ომის გახანგრძლივების საშუალებაა, არამედ კიდევ ერთი ქვეყნის ვასალად გადაქცევის შესაძლებლობა

როგორც კი კავკასიაში პირველი ტყვია გავარდება, უმართავი პროცესები გარანტირებული გვაქვს

თქვენ თუ იცით, რა არის სორგო? ეს  მარცვლოვანთა ოჯახის  მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც აერთიანებს 50-მდე სახეობას. არის შაქროვანი სორგო, ცოცხის სორგო, სამარცვლემისი მარცვლისგან ბურღულს, სპირტს, სახამებელს და, ასე განსაჯეთ, ფქვილსაც კი ამზადებენ. შაქროვანი სორგოს არა მხოლოდ  მარცვალი, არამედ ღეროც გამოსადეგია და მისგან ბადაგს იღებენ. მოკლედ, სოფლის მეურნეობაში ძალიან პოპულარული და საჭირო კულტურაა და ამ მცენარის ნაყოფით ნაკვები ცხოველი თუ ფრინველი წონას კარგად იმატებს და ხორციც პროტეინებით მდიდარი ხდება.

რა შუაშია სორგო? საქმე ის არის, რომ საქართველოში ეს კულტურა დაახლოებით 300 ჰექტარზე დაითესა, უკრაინელებმა დათესეს. იქვე, უკრაინელების გვერდით, დაახლოებით იგივე ფართობი რუსებს აქვთ იჯარით აღებული, ოღონდ ისინი სხვა მარცვლეულს თესავენ და, რა გგონიათ, რა ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან? _ უკრაინარუსეთს შორის დღეს არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ისინ გადასარევად მეზობლობენ, ერთმანეთს ტექნიკასაც აძლევენ მიწის დასამუშავებლად, ერთსა და იმავე დროს რწყავენ, რადგან ასე უფრო მარტივია და იაფი ჯდება. ჰო, ეს ხდება ჩვენთან, საქართველოში, ანუ რუსეთისა და უკრაინის გარეთ ამ ორ ერს უმრავლეს შემთხვევაში გადასარევი ურთიერთობა აქვს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელთა არცთუ მცირე ნაწილი (მილიონზე მეტი) ომის დაწყების შემდეგ საცხოვრებლად… რუსეთში წავიდა და მათ იქ არავინ ერჩის.

რა ხდება ამ დროს საქართველოში? საკმარისია, სადმე გავიგონოთ რუსული მუსიკა ან სადმე ვნახოთ რუსი ტურისტები, რომ საზოგადოების ნაწილი მაშინვე ყვირილს იწყებს, შეურაცხყოფს, ლანძღავს, აგინებს… მოდი, გავიხსენოთ ერთი, ერთადერთი შემთხვევა მაინც, როცა საქართველოში უკრაინელებმა რუსებზე გაიწიეს, გალანძღეს, დაანამუსეს, შეურაცხყვესასეთი ფაქტი რომ ყოფილიყო, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდებოდა, მაგრამ არამსგავსი რამ არ მომხდარა და საეჭვოა, მომავალში მოხდეს.  მათ ჰყოფნით ჭკუა, ერთმანეთი არ დაჭამონ, ერთმანეთს ქვეყნის გარეთ არ ეჩხუბონ და, უბრალოდ, პრობლემა არ შეიქმნან. რა გამოდის? ქართველი საზოგადოების ნაწილი უკრაინელებზე უფრო მეტი პატრიოტია უკრაინის და უფრო მეტად ზრუნავს მათ ქვეყანაზე? ჰო, მათ ქვეყანაზე  და არა საქართველოზე, რადგან ხანდახან გვგონია, რომ ყველაფერი ჩვენი სანერვიულოა. და ამ დროს არ ნერვიულობენ უკრაინელები, ის ჯეელები, რომლებიც, მაგალითად, ჯგროდ იყვნენ მოსული საქართველობულგარეთის შეხვედრაზე (პირადად ვნახე), ორმეტრიანი ხოხოლები, შორტებში, ლუდით იგრილებდნენ გაცხელებულ გულს და საერთოდ არ ანაღვლებდათ, სევეროდონეცკში მიმდინარეობდა ბრძოლები თუ მარიუპოლში, ქართველებმა კი იმავე სტადიონზე და იმავე თამაშზე რუსეთის საწინააღმდეგო შეძახილები დასცხეს და… უკრაინელები ვერ აიყოლიეს.

წლებია, დასავლეთი საქართველოში რუსულ გავლენებზე საუბრობს და სანთლით ეძებს პროპაგანდისტებს, თუმცა ჯერ ერთიც ვერ იპოვა. უფრო ზუსტად კი, დასავლეთმა გაიგო ის, რომ ეს პროპაგანდა კი არა, მოსახლეობის განწყობაა და ამიტომ პროპაგანდაზე თვითონ გადავიდა. შედეგიც მიიღო, ქართველები მზად არიან, უკრაინის გამო სრულიად უცხო ადამიანებს ებრძლონ, უყვირონ, შეურაცხყონ და ეს მაშინ, როცა უკრაინელები ხმას არ იღებენ და გაოცებულებიც კი არიან. ჰო, გაოცებულები, რადგან ომის პირველ დღეებში ლამის ყველა კუთხეში უკრაინის  დროშები რომ გამოვფინეთ, აქ ჩამოსული უკრაინელები პირდაღებული იყურებოდნენ, _ ასეთი რამ კიევის ცენტრშიც არ ხდებაო. შემდეგ ნაწილს ეყო ჭკუა და უკრაინის დროშის ნაცვლად საქართველოს დროშა დაკიდა; ნაწილი კი ფიქრობს, რომ ზუსტად ასე უნდა მოიქცეს და საკუთარ ქვეყანაზე წინ სხვა (ამ შემთხვევაში უკრაინა) დააყენოს.

თუ აკვირდებით, უკრაინას შეიარაღებას, ძირითადად, გერმანია, ბრიტანეთი და ამერიკა აწვდიან. გერმანიის კანცლერს კი წამოსცდა: ძველი იარაღი გამოგველია, ახლის მიწოდებას არ ვაპირებთ, მაგრამ შემდეგ ბრიტანეთის პრემიერს შეხვდა და ახალი იარაღიც მიაწოდა. მიზეზი მარტივია, სამი ზესახელმწიფოსთვის, უკრაინა იდეალური ვარიანტია ახალი იარაღის გამოსაცდელად. აკი არც ერთი ქვეყნის ლიდერი არ მალავს, რომ იარაღის ახალ პარტიებთან ერთად უკრაინაში სპეციალურად უშვებენ ინსტრუქტორებს, რომელბმაც უკრაინელებს ახალი იარაღის გამოყენება უნდა ასწავლონ. ჰოდა, მაშინ, როცა ორივე მხარეს ასობით ჯარისკაცი იღუპება, დასავლეთი ახალ იარაღს ამოწმებს და შედეგებსაც ის ინსტრუქტორები აწვდიან, რომლებიც ადგილზე ჩავიდნენ. რუსულმა მხარემ ბრიტანელი მებრძლებიც დაატყვევა, ამერიკელებიც და გერმანელებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ სამივე სახელმწიფოს ინტერესი სწორედ ომის გაგრძელება და, რაც შეიძლება, მეტი სარგებლის მიღებაა. სარგებელი კი, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, უზარმაზარია. ეკონომიკური თვალსაზრისით იმიტომ, რომ მომავალი ათწლეულების განმავლობაში უკრაინა სწორედ ამ სახელმწიფოების მოვალე იქნება და მათგან მიღებული იარაღისა თუ სესხების გასტუმრება მოუწევს. ამას გარდა, ქვეყნებს, რომლებსაც პროდუქტს უკრაინა და რუსეთი აწვდიდნენ, ახლა სწორედ ამერიკა, ბრიტანეთი და გერმანია ამარაგებს. ამას დაამატეთ საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის გაშავების მუდმივმოქმედი კამპანია და შედეგიც აშკარაა. ჰო, ბუნდესკანცლერმა ისიც თქვა: ომი რომ დასრულდება, ვლადიმერ პუტინს ძველებურად მაინც არავინ შეხედავსო, ანუ საფუძველი ჩაუყარა იმას, რომ ომის დასრულების შემთხვევაშიც კი რუსეთი ეკონომიკური სანქციების ქვეშ უნდა დარჩეს და ამით სწორედ მათ იხეირონ.

სამწუხაროდ, დასავლეთს ანალოგიური სცენარით  მოვლენების განვითარება საქართველოშიც უნდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ 20 ივნისის წინ მაიდანი და პროტესტის უკიდურესი ზომები შემთხვევით ახსენეს, ძალიან ცდება. საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა დასავლეთისთვის არამხოლოდ ომის გახანგრძლივების საუცხოო საშუალება, არამედ კიდევ ერთი ქვეყნის ვასალად გადაქცევის შესაძლებლობაა. ეს იცის საქართველოს ხელისუფლებამ და ეს იცის ოპოზიციამ. ირაკლი ღარიბაშვილი კი დაგვპირდა, ყველაფერს ფარდას ავხდიო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ, ოპოზიციამ ზუსტად იცის, როგორც კი კავკასიაში პირველი ტყვია გავარდება, უმართავი პროცესები გარანტირებული გვაქვს და საომარი მოქმედებების დროსარასასურველი ელემენტებისგანადგურება მარტივია. აკინაციონალურმა მოძრაობამმოახერხა და პირები, რომლებსაც შეეძლოთ, სიმართლე ეთქვათ აგვისტოს ომზე, უბრალოდ, დახოცა. მაგალთისთვის მხოლოდ როინ შავაძისა და სერგო თეთრაძის დასახელებაც კმარა. რამდენიმე ადამიანის მკვლელობით მთელი ერის დაშინების პრაქტიკა კი ნაციონალებს კარგად აქვთ ათვისებული და მათი ლიდერები, ის ოდიოზური ფიგურები არსად გამქრალან, ისინი კულუარულად მართავენ პროცესებს და ელოდებიან მომენტს, როცა ავანსცენაზე გამოვლენ.

ყველაზე ცუდი არის ის, რომ უკრაინის ხელისუფლების ელიტა საქართველოს ომში ჩათრევას არათუ მიესალმება, არამედ პირდაპირ მოგვიწოდებს. ერთი პერიოდი ამ ყველაფერმა ისეთი ამაზრზენი ხასიათი მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმაც კი გააპროტესტეს, რადგან ამ ყველაფრის თქმა და კეთება ასე ღიად არ შეიძლებოდა. “ნაცმოს” ლიდერთა პროტესტის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი პირების ტონი შეიცვალა და ისინი უკვე შეფარვით ამბობენ, რომ საქართველო ომში უნდა ჩაებას და რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსნას.

იქნებ სჯობს, მთავრობის მეთაური 23 და 24 ივნისს არ დაელოდოს და ყველაფერსფარდა ახლავე ახადოს”? იქნებ ისეთი რამე უნდა თქვას, 20 ივნისს აქციაზე წამსვლელთა დიდმა ნაწილმაც კი გადაიფიქროს ევროპისკენ სიარული? არ შეიძლება, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა ტყუილსა და ილუზიებში აცხოვრო, მწარე სიმართლე სჯობს ტკბილ ტყუილს და მერე ერი დასკვნას თვითონ  გამოიტანს, თვითონ გადაწყვეტს, რა სჯობს სამომავლოდ და სად დადგეს.

რუსი ტურისტებით დავიწყეთ და მათით დავასრულოთ. ოფიციალური მონაცემებით, გასულ თვეში საქართველოში შემოსულმა ტურისტებმა 217 მილიონი დოლარი დახარჯეს და  ყველაზე მეტი (56 მლნ) რუს ტურისტებზე მოდის. დანარჩენი თანხა კი მსოფლიოს 50 ქვეყანაზე ნაწილდება და თვითონაც ხვდებით, რა სხვაობაა ერთი სახელმწიფოს წარმომადგენლებსა და დანარჩენებს შორის. ახლა თუ ვინმე იტყვის, რუსი ტურისტების დახარჯულ ფულს სუნი აქვსო, ელენე და გოგი ხოშტარიებს ჰკითხეთ და გეტყვიან, რომ ფულს სუნი არ აქვს, შეგიძლია ერთი ხელით რუსეთის მისამართით მუშტი გქონდეს მოღერებული, მეორეთი კი რუსეთიდან გადმორიცხული ფულის კუპიურებს ითვლიდე.

ჰოდა, როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, “ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ უნდა ჩამოვკრათ”… ეს განსაკუთრებით 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს ეხება.

ალექსანდრე მუმლაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here