აშშ–ის ხელისუფლებამ უნდა აუხსნას საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის მიერ უკრაინაში გამოვლენილი ამერიკული სამხედრო–ბიოლოგიური საქმიანობის მიზანი, _ განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უფროსმა პოლკოვნიკმა უ ძიანმა.
“მოვუწოდებთ აშშ-ს, დაიკავოს ღია, გამჭვირვალე და საპასუხისმგებლო პოზიცია, სერიოზული დამოკიდებულება ჰქონდეს მსოფლიო საზოგადოებრიობის შეშფოთებისადმი, შეასრულოს საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ამომწურავი ახსნა-განმარტება მოგვცეს უცხოეთში განხორციელებულ თავის სამხედრო-ბიოლოგიურ პროგრამებზე და დათანხმდეს მათ მრავალმხრივ შემოწმებას”.
ჩინეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პეკინი გამოდის ბიოლოგიური იარაღისა და ამ სფეროში რაიმე სამუშაოების ჩატარების სრულიად აკრძალვის ინიციატივით.
“აშშ-მა მსოფლიოს მკაცრად უნდა მოეთხოვოს, განუმარტოს, რა ხდება ამ სფეროში”, _ განაცხადა ჩინელმა პოლკოვნიკმა.
eadaily.com–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა