Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინეთმა აშშ-ს უკრაინაში არსებულ ბიოლაბორატორიებზე ინფორმაციის გასაჯაროება მოსთხოვა

ჩინეთმა აშშ-ს უკრაინაში არსებულ ბიოლაბორატორიებზე ინფორმაციის გასაჯაროება მოსთხოვა

165

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ჩჟან ძიუნმა აშშ მოსთხოვა უკრაინაში მის მიერ შექმნილ ბიოლაბორატორიებზე ილაპარაკოს. “ვაშინგტონმა და კიევმა უნდა უპასუხონ მოსკოვის შეკითხვებს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ბიოლაბორატორიების საქმიანობის შესახებ”, _ განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამ ორგანიზაციაში ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა.

“რუსეთმა გაასაჯაროვა ახლახან აღმოჩენილი შესაბამისი დოკუმენტები. ამ საქმეში გარეულმა მხარეებმა უნდა უპასუხონ შეკითხვებს და დროულად წარმოადგინონ ყოვლისმომცველი ახსნა-განმარტება, რათა გაფანტონ საერთაშორისო თანამეგობრობის ეჭვები. არ მიგვაჩნია, რომ მხარეებისგან ძალიან ბევრს მოვითხოვთ. ამ საკითხებზე არ უნდა არსებობდეს ორმაგი სტანდარტი”, _ განაცხადა ჩჟან ძიუნმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილია ქსელი 30 ბიოლაბორატორიისგან, რომლებიც მონაწილეობს ამერიკულ სამხედრო-ბიოლოგიურ პროგრამაში, მათი საერთო დაფინანსება 200 მლნ დოლარს აღემატება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა თავის მხრივ განაცხადა, რომ უკრაინაში არის ბიოლოგიური კვლევების ობიექტები. კიევი და ვაშინგტონი ახლა მუშაობენ იმაზე, რომ იქ დაგროვებული მასალები ხელში არ ჩაუვარდეს რუსულ მხარეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ნულანდის ნათქვამი უკრაინაში სამხედრო-ბიოლოგიურ პროგრამებში პენტაგონის მონაწილეობის დადასტურებად შეაფასა.

ამასთანავე, რუსეთის სამხედრო უწყებამ წარმოადგინა ამ ბიოლაბორატორიებში ნაპოვნი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ამერიკელი და უკრაინელი სპეციალისტების მუშაობას ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე.

radiosputnik.ria.ruზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here