Home ახალი ამბები საქართველო “ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გამჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია”

“ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გამჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია”

377

ილიას ამ სიტყვებით მინდა ყველა ქართველს შევახსენო, რომ ქართველ კაცს არავისგან ესწავლებოდა გაჭირვებულის მხარში ამოდგომა, სტუმრის პატივისცემა იქამდეც კი, რომ დაგვივიწყებია მთავარი _ ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილი საქართველოს, ქართველის ცხოვრების გაუმჯობესებაზე ფიქრი რომ უნდა ყოფილიყო. და რას ვიღებდით სანაცვლოდ? _ ხშირად უმადურობასა და სიკეთის დაუნახაობას. სწორედ ამიტომ დაგვიწერა საუკუნეების წინათ დიდმა სულხანსაბა ორბელიანმა იგავარაკიკუ და მორიელი”. გაგახსენებთ:

“ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ. მორიელი დაღონდა, გასვლა არ შეეძლო. კუმ უთხრა: ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო! შეაჯდა მორიელი ზურგს.

კუ რა წყალში შეცურდა, მორიელმან ზურგზე კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: ძმაო, რას იქმო? მორიელმან უთხრა: რა ვქმნა, არც მე მნებავს, მაგრა ასეთის გვარისანი ვართ, მტერსა და მოყვარეს ყველაყას უნდა ვუკბინოთო.

კუმ დაიყურყუმალავა და მორიელი წყალს მისცა და უთხრა: ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ ჩემი გვარი, თუ გესლიანს ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო”.

სამწუხაროდ, კუსავით მარტივად ეს პრობლემა არასდროს მოგვიგვარებია.

დღეს სოციალური ქსელები ააფეთქეს ზოგმა გულწრფელი, ზოგმაც თავის გამოჩენის სურვილით შეპყრობილმა ადამიანმა: დაგვეწვა გულის კაკალი, არიქა, ჩამოდით, რუსებო და უკრაინელები, გასმევთ, გაჭმევთ, ბინას მოგცემთ და დაგიცავთო. ამაში ცუდი მართლაც არაფერია, მაგრამ სრულიად სამართლიანია იმ ადამიანების გულისწყრომაც, რომლებიც ამ საქციელისთვის მათ ტაშს კი არ უკრავენ, ბრალს სდებენ: თუ ასეთი შეძლებულები ხართ, რატომ საკუთარ სისხლსა და ხორცს არ ეხმარებით?! განა საქართველოში ცოტაა უსახლკარო, მიუსაფარი თუ გაჭირვებული ოჯახი?!

 ეს არ არის მამულიშვილობა! ამას არ ჰქვია საქართველოს სიყვარული, სამშობლოსი, რომლის სადღეგრძელოს, ალბათ, ბრტყელბრტყელი ლამაზი სიტყვებით სვამთ! კი, ბატონო, დაეხმარეთ ათობით მილიონიანი ქვეყნების მოსახლეობას და თვალი დახუჭეთ ორმილიონიან საქართველოში მცხოვრებ უპოვართა გაჭირვებაზე. ეს თქვენი ნებაა და თქვენს სინდისზეცაა.

კარგ მთქმელს კარგი გამგონიც უნდაო, ნათქვამია და სულაც არ გამიკვირდება, თუ გამოჩნდება ვინმე და ამ მწარე სიმართლისთვის ტალახს მესვრის. მე მათ ილიას ამ სიტყვებით ვუპასუხებ:

ყველამ იცის, რომ ეხლანდელს დროში დევნა და ძულება ეროვნული, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, ერთმანეთის გაუტანლობა იმის გამო, რომ შენ სხვა თესლისა ხარ და მე სხვა თესლისა და ერთად ვერ გვეცხოვრებაო, მარტო ბრიყვის და უვიცის მოძღვრებაა და სამართლიანად გასაკიცხი ყოველ პატიოსან და გონებახსნილ კაცისაგან.

იქნება ამით მოისურვონ, სიტყვა მოგვიჭრან: “კავკასსყოველ ამაში რა საქმე აქვს, რად ესარჩლება ჩაგრულთა და დევნულთაო? ის საქმე აქვს, რაც ყოველ პატიოსანს კაცს, რომელიც ვერ შეიფერებს, ვერ შეიწყნარებს, რომ ერთმა სთელოს და სჩაგროს მეორე, ცალკე კაცი იქნება, თუ მთელი კრებული, ან მთელი ერი. ეს ასე რომ არ იყოს, ჩაგრულთა სარჩლი და ქომაგობა რომ უუწმინდაესს მოვალეობად არ იყოს აღიარებული ყოველ პატიოსან და გულმართალ კაცისაგან, მაშინ ხომ ეგრედ წოდებული სომეხთა საქმე ოსმალეთში არ გამოიწვევდა იმ სამართლიანს და პატივსადებს თანაგრძნობას, რომელმაც ქვეყანას, თავისს სასახელოდ, ხმა ამოაღებინა და ამ ხმის სამართლიან რიხისაგან ბევრად ძლიერი ოსმალეთი ყოვლად უძლურ სომეხს შეუშინდა, შეუფრთხდა. ეს ხმა რომ არ ყოფილიყო, ოსმალეთი ისე მალე მოუღებდა ბოლოს სომხობას, როგორც სვავი კურდღელსა: ყლაპად არ ეყოფოდა.

ერთადერთი მოძღვრებაა კაცთა კრებულის საბედნიეროდ და რომელიც გვასწავლის: ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის, შენც იცხოვრე და სხვაც აცხოვრეო. ეს მცნება ურომლისოდაც ვერა კრებული, ვერა საზოგადოება, ვერა ერი ვერ ჰხეირობს, შესაძლოა, კაცმა დროთა ხელშეწყობით გასთელოს, მოშუშოს, მაგრამ ძირი მაგარი აქვს, როცა იქნება, ამოხეთქავს და თავისას მოითხოვს უნაკლულოდ. თუ ადამიანი თავისს თავს კაცად ჰხადის, სხვასაც უნდა კაცად იგულოს, თორემ თვითვე გაიჭყლიტება და გაითელება თავისისავე მოძღვრებისაგან. დრო და ჟამი არავის შეარჩენს უსამართლობას, სხვის ჩაგვრას და თელვას.

ადამიანისათვის სულ ერთია, ცალკე კაცი ჰლახავს ადამიანურს უფლებას თუ რაზმად დაწყობილი კრებული. ორგანვე სამართლიანია მდურვა და ყვედრება, თუკი დათრგუნვილ უფლების აღსადგენად იღვწიან და იბრძვიან. საკვირველი ეს ღვაწება და ბრძოლა კი არ არის ჭკუათამყოფელ კაცისათვის, არამედ უამისობა იქნებოდა, იმიტომ, რომ ლახვა სხვის უფლებისა, მერე იმისთანისა, რომელიც ბუნებითად მინიჭებული აქვს ყოველს ადამიანს, შეუწყნარებელია და დაუზოგველად განსაკითხავი ყოველგან და ყველასგან. შენც იყავ და მეც მამყოფე, განა ბუნებური და სამართლიანი სურვილი არ არის? “

ამ ბუნებრივ და სამართლიან კითხვაზე დღეს ზოგიერთ ტვინნაღრძობს ისეთი პასუხი აქვს, მეტრიც რომ ვერ გვისურვებს. ეს ნაციონალების ფეხის ხმას აყოლილი ბრბო ბეწვის ხიდზე გავლისკენ გვიბიძგებს, მაგრამ, საბედნიეროდ, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი რეალურად აფასებს შექმნილ ვითარებას. აი ერთ-ერთი მათგანის პოსტი “ფეისბუკიდან”:

“ბატონო ზელენსკი, თქვენ რუსეთს ეომებით თუ საქართველოს?..

ელჩი ჩვენგან გაიწვიეთ;

ჩვენს ხელისუფლებას ყოველდღიურ რეჟიმში ლანძღავთ;

კრიმინალი ნაცები კიდევ უფრო ჩაიხუტეთ და უკრაინა მათი კეთილდღეობის პოლიგონად აქციეთ;

საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობთ;

თქვენი განცხადებებით ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას ხელყოფთ და საკუთარი მოსახლეობის წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული ბანდის პოლიტიკურ რეანიმირებას ცდილობთ;

რუსეთმა ქართული პროდუქტზე ემბარგო მოხსნა და წინასწარ გვემუქრებით, რომ ქართული პროდუქტი რუსეთში არ გავიდეს…

გასაგებია, რომ საქართველოს ომში ჩართვა და ხელისუფლების შეცვლა გსურთ;

გასაგებია, რომ ამაში დიდ გასამრჯელოს იღებთ და ირგებთ;

გასაგებია, რომ ქართველი ხალხი არ გიყვართ (ჩემი აზრით, არც უკრაინელი);

გასაგებია, რომ, როგორც ნიჭიერი მსახიობი, მოცემულ როლს კარგად ასრულებთ;

გასაგებია, რომ ტრაგიკული შედეგის გამო, ბოლომდე გმირის თამაში გაგიჭირდებათ;

გასაგებია, რომ არც თქვენ დაასრულებთ პოლიტიკურ კარიერას პუტინზე უკეთესად;

ახლა, მორიდებით შეგეკითხებით: როგორც ვხედავ, დრო ბევრი გაქვთ და იქნებ, გვიპასუხოთ:

2008 წელს, როცა რუსი ოკუპანტი ქართულ მიწებს იტაცებდა და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდა, უკრაინამ თუ შეწყვიტა რუსული პროდუქციის იმპორტი და რუსეთში უკრაინული პროდუქციის ექსპორტი?

სწორი პასუხი: არა.

იქნებ, ჩვენდამი სოლიდარობის ნიშნად, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეთ რუსეთთან?

სწორი პასუხი: არა.

რაიმე ქმედითი დახმარება თუ აღმოგვიჩინეთ სახელმწიფო დონეზე? იქნებ ჯარი ან იარაღი გამოგვიგზავნეთ, ან უკრაინელი მოხალისეებით გაძეძგილი თვითმფრინავები?

სწორი პასუხი: არა.

იქნებ, რუსეთში თქვენი ბიზნესი შეაჩერეთ ჩვენდამი სოლიდარობის ნიშნად ან იქ აღარ ჩადიოდით?

სწორი პასუხი: არა.

იქნებ, პუტინის და საქართველის ოკუპაციის მომხრე რუსებს არ უშვებდით უკრაინაში?

სწორი პასუხი: არა.

ახლა, ომის დროს, იღებს თუ არა უკრაინა რუსეთიდან გაზს და იხდის თუ არა მის საფასურს?

სწორი პასუხი: დიახ.

მოუთმენლად ველით თქვენგან სწორი პასუხების დადასტურებას.

პატივისცემით,

რუსულ ოკუპაციასთან და კრიმინალ სააკაშვილის ხელისუფლებასთან მებრძოლი ქართველი ხალხი.

სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!”

იმედი ვიქონიოთ, რომდრო და ჟამი არავის შეარჩენს უსამართლობას, სხვის ჩაგვრას და თელვას”. ახლა კი მთავარია, მტერსაც და მოყვარესაც დავანახვოთ, რომჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გამჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here