სახელმწიფო საზღვარი _ ეს, ჩვეულებრივ, არიან კბილებამდე შეიარაღებული მესაზღვრეები, გაწვრთნილი ნაგაზები, მავთულხლართები და მკაცრი საპასპორტო რეჟიმი, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის _ ბევრ ქვეყანას შორის საზღვარი სიმბოლური, წარმოსახვითი ხაზია.
![გერმანია _ ჩეხეთი](http://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2019/11/1-germania-chekheti.jpg)
გერმანია _ ჩეხეთი
შთამბეჭდავი საზღვარი გერმანიასა და ჩეხეთს შორის. მხოლოდ პეიზაჟი რად ღირს!
![პოლონეთი _ უკრაინა](http://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2019/11/2-poloneti-ukraina.jpg)
პოლონეთი _ უკრაინა
გიგანტური თევზები სიმბოლოებია იმის, რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის საზღვარი პირობითია. ამ თევზების შემქმნელია პოლონელი მხატვარი იაროსლავ კოზიარა.
![არგენტინა _ ბრაზილია _ პარაგვაი](http://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2019/11/3-argentina-brazilia-paragvai.jpg)
არგენტინა _ ბრაზილია _ პარაგვაი
მარცხნივ არგენტინაა, მარჯვნივ _ ბრაზილია, შუაში _ პარაგვაი.
![ბრაზილია _ ურუგვაი](http://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2019/11/4-brazilia-urugvai.jpg)
ბრაზილია _ ურუგვაი
აქ ქვეყნებს შორის საზღვარი პირდაპირ ტროტუარზე გადის. მარცხნივ ბრაზილიაა, მარჯვნივ _ ურუგვაი.
![რუსეთი _ აშშ](http://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2019/11/8-ruseti-usa.jpg)
რუსეთი _ აშშ
ეს კუნძული 35 კმ-ით არის დაშორებული როგორც რუსეთის ჩუკოტკიდან, ისე აშშ-ის ალიასკიდან, მაგრამ, დროის მიხედვით, მათ შორის სხვაობა 21 სთ-ია.
![შვედეთი _ ფინეთი](http://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2019/11/9-shvedeti-fineti.jpg)
შვედეთი _ ფინეთი
შვედეთისა და ფინეთის საზღვარზე შეგიძლიათ გოლფი ითამაშოთ.
![ჩინეთი _ მონღოლეთი](http://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2019/11/10-chineti-mongoleti.jpg)
ჩინეთი _ მონღოლეთი
ჩინეთისა და მონღოლეთის საზღვარზე განსაკუთრებული არაფერია, დინოზავრების კოცნის გარდა.
![კანადა _ აშშ](http://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2019/11/2013102219285110110.jpg)
კანადა _ აშშ
![ბელგია _ ნიდერლანდები](http://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2019/11/5-belgia-niderlandebi.jpg)
ბელგია _ ნიდერლანდები
შეხვალ ნიდერლანდების კაფეში, გამოხვალ ბელგიის კაფედან.
![ნეპალი _ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა](http://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2019/11/6-nepali-china-1.jpg)
ნეპალი _ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
ნეპალსა და ჩსრ-ს შორის საზღვარი პირდაპირ ჯომოლუნგმას ქედზე გადის.
![ავსტრია _ სლოვაკეთი _ უნგრეთი](http://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2019/11/2013102219181110110.jpg)
ავსტრია _ სლოვაკეთი _ უნგრეთი
![გერმანია _ ნიდერლანდები](http://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2019/11/7-germania-china.jpg)
გერმანია _ ნიდერლანდები
ბიზნესცენტრ Eurode-ში გერმანიასა და ნიდერლანდებს შორის საზღვარი აღნიშნულია ლითონის ზოლით და, მიუხედავად იმისა, რომ საფოსტო ყუთები დგას სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს, წერილების მისვლას ადრესატამდე ერთი კვირა მაინც სჭირდება.
მოამზადა ნიკა კორინთელმა