”თუ საქართველოში დამაპატიმრებენ, მხარდამჭერები მთავრობას დაამხობენ, რათა გამათავისუფლონ”, – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას, “ტაბულას” ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელ “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება.
“გაიგეთ მხარდამჭერებო? ციხეში ჩაჯდომით შეუძლია ბიძინას დამხობა და არ ჯდება. ვინც ჩაჯდა, იმათ ან გარიგებულებს ეძახის, ან ღრმად ფეხზე ჰკიდია”, – წერს ჩერგოლეიშვილი.