საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომრის მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა, სოციალურ ქსელში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, სოცილაურ ქსელში მწვავედ გააკრიტიკა.
“მუდმივად ხაზს ვუსვამდი, რომ ანა ნაცვლიშვილი არის ცრუპენტელა, პოპულისტი, არაკომპეტენტური და პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტი. ის ჩემს სახელს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ უკავშირებს სანდრო გვირგვლიანის ტრაგედიას. მინდა მოვუწოდო მას, რომ გამცეს პასუხი რა კავშირია ჩემსა და ამ ტრაგედიას შორის? რა სახით დამაკავშირა ამ პოპულისტმა სუბიექტმა მე სანდროს მკვლელობასთან? თუ ის შეცდომაშია შეყვანილი გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს იგივე საშუალებით რა საშუალებითაც ავრცელებს ამ სისულელებს, თუ არადა ჩავთვლი, რომ ის მიზანმიმართულად ტყუილის და ცილისწამების საშუალებით ცდილობს ჩემი რეპუტაციის შებღალვას. მას უნდა ახსოვდეს რომ ის აღარ არის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, რომ უპასუხისმგებლოდ ვითომ და ვარაუდების საფუძველზე ისაუბროს! ის არის საჯარო მოხელე და პასუხისმგებლობა ბევრად დიდი აქვს საზოგადოების წინაშე, ველი მისგან, როგორც იურისტისგან და საჯარო მოხელისგან დასაბუთებულ კონკრეტულ პასუხს. ასევე მეორე ყოფილი საიას ხელმძღვანელი თინა ხიდაშელისგან მოველი ზუსტად იგივეს. მაგრამ მისი პასუხი ნაკლებად მაინტერესებს მარტივი მიზეზით ის არის სააკაშვილივით წარსულის პოლიტიკოსი რომელმაც ვერ გამოიყენა შანსი ეფექტურად ემსახურა თავისი ქვეყნისთვის. ვერ შეძლო ემუშავა იმ პარტიაში რომლის წყალობითაც გახდა თავდაცვის მინისტრი”, – წერს ზარდიაშვილი.