“რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გადაცემა „60 წუთის“ ყოფილ წამყვან აკაკი გოგიჩაიშვილს აკრიტიკებს.
ის ოციალურ ქსელში აკაკი გოგიჩაიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც გოგიჩაიშვილმა, „რუსთავი 2-ში“ არსებული მენეჯმენტი და სარედაქციო პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა.
“სერია მესამე
p.s.რა სამწუხაროა, როცა ადამიანები ფულის გამო სახეს კარგავენ და საკუთარი კომპანიის და სწორი პრინციპების და ღირებულებების წინააღმდეგ იმათ სამსახურში გადადიან, ვისგანაც გამალებული იცავდი.
pps ხო მართლა, დაბლოკვებით შეწუხებული გოგიჩაიშვილი, პატრიოტთა ალიანსის წევრის ტელევიზიაში გადავიდა. 30%იანი პროდასავლური რ2დან, 0,3%იან ოქუაშვილის იბერიაში”,-წერს გვარამია.