![7cde87cc3701c9e351b8ab6a711c3c29](https://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2017/06/7cde87cc3701c9e351b8ab6a711c3c29-640x430.jpg)
“მონტენეგროს მიღებით ალიანსი ვერ გაძლიერდება, ეს ნატოს წევრი ქვეყნების გასავლების ზრდას გამოიწვევს”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
“ეს წმინდა წყლის გეოპოლიტიკური პროექტია და, ცხადია, იგი ალიანსის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. ეს ნატოს წვერი ქვეყნების გასავლების ზრდას გამოიწვევს, რადგან სამხედრო-ტექნიკურ გეგმაში მონტენეგროს ტერიტორიის გაერთიანებაც საჭირო იქნება. მონტენეგროს უსაფრთხოებაც არ იზრდება, რადგან მონტენეგროს არავინ ემუქრებოდა და არც დაემუქრება”, _ განაცხადა სერგეი ლავროვმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკთან გამართულ მოლაპარაკებებზე.
ლავროვის თქმით, მონტენეგრომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა ანტირუსული სანქციებისა და ანტირუსული პოლიტიკის სანაცვლოდ მიიღო.