თბილისში, ტაქსის მძღოლმა ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება სცადა. შემთხვევა, რამდენიმე დღის წინ, ნუცუბიძის პლატოზე მოხდა.
ახალგაზრდა მამაკაცი გ.ჯ. პოლიციამ უკვე დააკავა. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დანიშნულია ექსპერტიზები.
“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.