Home რუბრიკები საზოგადოება “დღემდე ვერ ამიხსნია რა სასწაული მოხდა…”- გივი ჩუგუაშვილისა და ცუგლიკას ამაღელვებელი ისტორია

“დღემდე ვერ ამიხსნია რა სასწაული მოხდა…”- გივი ჩუგუაშვილისა და ცუგლიკას ამაღელვებელი ისტორია

1903

მსახიობი გივი ჩუგუაშვილი ძაღლის – ცუგლიკას ისტორიას იხსენებს, რომელიც მის ოჯახს 90-იან წლებში მიეკედლა და თავისი 17 წლიანი სიცოცხლით ღრმა კვალი დატოვა:


„ერთ მშვენიერ დღეს ჩემს ეზოში თვითონ შემოვიდა და დარჩა, როგორც ჩანს ვიღაცამ თავიდან მოიშორა და ჩვენ შემოგვეკედლა. ეს იყო 90-იან წლებში, ძალიან ცუდი დრო იყო. ერთხელ მე და ჩემი მეუღლე სამზარეულოში მაგიდასთან ვისხედით, ვსაუბრობდით ჩვენს გაჭირვებაზე. მშიერი ცუგლიკა შემოვიდა და ჩვენს წინ დაჯდა. ჩემმა მეუღლემ სინანულით უთხრა, რა ვქნა, რა მოგცე, წადი , სხვა პატრონი მონახე, იქნებ საჭმელი იმან მაინც გაჭამოსო. ცუგლიკამ გვიყურა ჭკვიანი თვალებით, შემდეგ სამზარეულოდან გავიდა და ნახევარ საათში დაბრუნდა და ერთი დიდი შეკვრა ძეხვი მოიტანა. გადავირიეთ ვინ მისცა ან საიდან აიღო, ვერაფერი გავიგეთ. ჩემმა მეუღლემ ტირილი დაიწყო, ის ძეხვი ისევ ცუგლიკას გავუნაწილეთ, მაგრამ თვითონ ფაქტი იყო ძალიან ამაღელვებელი- იმის ნაცვლად, რომ ძაღლისთვის საჭმელი ჩვენ მიგვეცა, პირიქით, აქეთ მოგვიტანა. დღემდე ვერ ამიხსნია რა სასწაული მოხდა ან როგორ გაიგო ძაღლმა ჩვენი გასაჭირი?! 17 წელი ერთად გავატარეთ, მერე ავად გახდა. სად აღარ წავიყვანე, ვის არ გავასინჯე , მაგრამ ვერ ვუშველე, ავადმყოფობამ ძალიან დატანჯა. როგორც ჩანს დაბერდა. ახლაც რომ ვიხსენებ ცრემლი მდის. მისი სიკვდილით ისეთი ტკივილი განვიცადე. სული და გული წაიღო. ძაღლს ადამიანს ვერ შევადარებ, მაგრამ ჩემი ცუგლიკა არანაკლებ მიყვარდა, სოფელში დავმარხე. ცუგლიკას მერე ძაღლი არ მომიყვანია. რომ გავზარდო და შევეჩვიო, მერე სიკვდილს ვეღარ გადავიტან.“- აღნიშნავს მსახიობი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here