Home რუბრიკები საზოგადოება “ეს არის დანაშაული ერის წინაშე, ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს ყველა ქართველმა”

“ეს არის დანაშაული ერის წინაშე, ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს ყველა ქართველმა”

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს: “ეს არის დანაშაული ერის წინაშე. ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს ყველა ქართველმა”.

“ისტორიკოსმა ზეინაბ ბუაჩიძემ საგანგაშო ფაქტი გამოავლინა – 2012 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილ „ქართლის ცხოვრებაში“ (პირველი ტომი, მე-11 გვერდის ბოლოს წინა აბზაცი) ჩამატებულია ფრაზა, რომლითაც გამოდის, რომ კავკასიელთა, თარგამოსის შთამომავალთა ენა ყოფილა სომხური. ჩამატებული წინადადება ასეთია – ,,და ამათ ყოველთა იყო ერთი ენაი – სომხური“.

ზეინაბ ბუაჩიძე: „სულაკაურის გამოცემა შევადარე 1955 წელს სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემას (პირველი ტომის მეექვსე გვერდი). ვერც ამ და ვერც სხვა აკადემიურ გამოცემაში მსგავს ფრაზას ვერ ნახავათ. მეტსაც გეტყვთ – მეთერთმეტე საუკუნეში „ქართლის ცხოვრება“ სომხურად ითარგმნა და მსგავს ფრაზას ვერც ამ თარგმანში ნახავთ. დილით სულაკაურის გამომცემლობაში დავრეკე, ჩემი ვინაობა ვუთხარი. პასუხად მომიგეს, 2012-ში გამოცემული „ქართლის ცხოვრების“ რედაქტორი ჩვენთან აღარ მუშაობს; გავარკვევთ და დაგიკავშირდებითო, მაგრამ ჯერ არ დაურეკიათ. გაოგნებული ვარ. ეს არის დანაშაული ერის წინაშე. ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს ყველა ქართველმა“.

ბოლოთქმა ჟურნალისტებისთვის – ზეინაბ ბუაჩიძე ხარაგაულში, ლიტერატურულ კონკურს „ოდეონზე“ გავიცანი. თუ მისი ტელეფონის ნომერი დაგჭირდებათ, პირად ფოსტაში მომწერეთ”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here