Home რუბრიკები პოლიტიკა “დემოკრატიის სპონსორს” ახლა თვითონ ამერიკელებმა დაარტყეს ამერიკელები ქვეყნიდან ჯორჯ სოროსის გაძევებას მოითხოვენ

“დემოკრატიის სპონსორს” ახლა თვითონ ამერიკელებმა დაარტყეს ამერიკელები ქვეყნიდან ჯორჯ სოროსის გაძევებას მოითხოვენ

619

თვენახევარიც არ გასულა, რაც უნგრეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ზილარდ ნემეტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას განზრახული აქვს, ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაცია, რომლებსაც მილიარდერი ჯორჯ სოროსი აფინანსებს.

“სოროსის იმპერიის ყალბი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ფულს იღებენ იმისთვის, რომ ემსახურონ გლობალურ კაპიტალიზმს და მხარს უჭერენ პოლიტკორექტულობის პრინციპის უპირატესობას ეროვნულ ინტერესებზე. აშშ-ის ხელისუფლების სათავეში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ შეიქმნება სათანადო პირობები იმისთვის, რომ უნგრეთი ამერიკელი ფინანსისტის არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გათავისუფლდეს”, _ განაცხადა ნემეტმა.

არც უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორმანს დაუშურებია კრიტიკა სოროსის ორგანიზაციების მიმართ. ორბანის განცხადებით, “ყველაფერი ცხადი შეიქნება _ საიდან იღებენ ისინი ფულს, რომელ საიდუმლო სამსახურთან არიან დაკავშირებულნი და ვის ინტერესებს ემსახურებიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. 2017 წელს დაიწყება ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების გაძევება ევროპიდან”.

რამდენიმე დღის წინათ კი სოროსის საწინააღმდეგო გამოსვლები დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ათასობით ამერიკელმა თხოვნით მიმართა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მოქალაქეობა ჩამოართვას და ქვეყნიდან გააძევოს მსოფლიოში “დემოკრატიის სპონსორი”, მილიარდერი ჯორჯ სოროსი. შესაბამისი პეტიცია, რომელსაც ხელს ჯერჯერობით 16,3 ათასი ადამიანი აწერს, ვებგვერდ Change.org-ზე გამოქვეყნდა. პეტიციის ავტორი, კომპოზიტორი ვანესა ფელტნერი იმედოვნებს, რომ ტრამპი, აგრეთვე, აუკრძალავს სოროსსა და მისი ოჯახის წევრებს ამერიკაში ბიზნესის წარმოებასა და პოლიტიკოსების მოსყიდვას. ფელტნერი ამბობს, რომ სოროსი ფულს უხდის საპროტესტო აქციების, მათ შორის, “ქალების მარშის” მონაწილეებს, რათა გახლიჩოს საზოგადოება, როგორც ეს უკრაინაში გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ სოროსის მიერ შექმნილი ფონდები მხარს უჭერდნენ საპროტესტო გამოსვლებს უკრაინაში, აქციებს სერბეთში, ყაზახეთში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთში, უნგრეთში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. სოროსი თავისი ფონდის _ “ღია საზოგადოებისმეშვეობით მრავალი წლის განმავლობაში აფინანსებდა და ახლაც აფინანსებს მილიონობით დოლარით მისთვის სასურველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან.

“ჩვენ, ადამიანები, აღარ მოვითმენთ სოროსის მავნებლობას და აქტიურ მოქმედებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი ტრადიციების განადგურებისკენ. ის ქვეყნის დანგრევას ცდილობს. ჩვენ არ გვსურს ღია საზღვრები და ღია საზოგადოება. ჩვენ გვინდა, ამერიკამ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და ქრისტიანული ფასეულობები. პრეზიდეენტო, გთხოვთ, გააძევოთ ჯორჯ სოროსი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჩვენ მოვითხოვთ, აუკრძალოთ მას და მისი ოჯახის წევრებს ბიზნესის წარმოება აშშ-ში და ინვესტირება კორუფციაში ჩაფლული პოლიტიკოსებისა, რომლებითაც ის მანიპულირებს”, _ ნათქვამია პეტიციაში.

მსოფლიოში ჯორჯ სოროსის მოღვაწეობის საწინააღმდეგო აქციების ფონზე სრულიად საწინააღმდეგო სურათს ვხედავთ საქართველოში, სადაც უცხოური გრანტებით გულუხვად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები დაუფარავად მოქმედებენ სახელმწიფოსა და მართლმადიდებლური ეკლესიის, საერთოდ, ქართული ფასეულობების წინააღმდეგ.

ნიკა კორინთელი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here