Home რუბრიკები პოლიტიკა ევროპელები იმიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას უჭერენ მხარს

ევროპელები იმიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას უჭერენ მხარს

461

აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებულებამუცხოელი ტერორისტების შემოსვლისგან ქვეყნის დაცვის შესახებდა მის კვალზე განვითარებულმა მოვლენებმა ბიძგი მისცა მოვლენების მთელ რიგს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ევროპული პროცესების განვითარებას. იმ დროს, როცა აშშის ახალი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები ამ ბრძანებულების საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქციებს აწყობენ, ხოლო პოლიტიკური ელიტა ცდილობს, დაბლოკოს მისი განხორციელება, ევროპის ქვეყნებში სულ სხვა განწყობილებები იჩენს თავს და თანდათან ძლიერდება.

რამდენიმე მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეების აშშ-ში შესვლა ტრამპმა წლეულს, 27 იანვარს აკრძალა. ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ ეს ქვეყნებია ერაყი, ირანი, სუდანი, ლიბია, სომალი, იემენი, რომელთა მოქალაქეებისთვის აკრძალვა 90 დღეს გაგრძელდება, ხოლო სირიელი ლტოლვილების მიმართ აღნიშნული ღონისძიება უვადოა.

დიპლომატებს აკრძალვა არ შეეხო.

ვაშინგტონის შტატის გენერალურმა პროკურორმა სარჩელი შეიტანა ფედერალურ სასამართლოში აშშ-ის პრეზიდენტის, უშიშროების სამინისტროსა და ადმინისტრაციის მოხელეთა წინააღმდეგ და მოითხოვა ბრძანებულების ძირითადი დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობა. სიეტლის ფედერალურმა მოსამართლე ჯეიმს რობატმა აღნიშნული აქტის მოქმედება შეაჩერა ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

ანალოგიური სარჩელები შეიტანეს მინესოტას შტატის პროკურორმა და უფლებადამცველთა ორგანიზაცია “მოქალაქეობრივ თავისუფლებათა დაცვის ამერიკულმა კავშირმა”.

მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თეთრი სახლის საჩივარი ფედერალურ მოსამართლეთა წინააღმდეგ. თავისი გადაწყვეტილება მან დაასაბუთა იმით, რომ იმ 7 ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც აკრძალვა შეეხო, სხვადასხვა დროს გეგმავდნენ ტერაქტების მოწყობას აშშ-ის ტერიტორიაზე.

პრეზიდენტმა ტრამპმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილება კარს უხსნის არასასურველ ელემენტებს. “იმის გამო, რომ მოსამართლემ აკრძალვა გააუქმა, ბევრი ძალიან ცუდი და საშიში ადამიანი შეძლებს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას. საშინელი გადაწყვეტილებაა”, _ დაწერა მან “ტვიტერის” თავის ექაუნთში (გვერდში).

ტრამპის ხასიათიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს ბრძოლას იმ აკრძალვის ასამოქმედებლად, რომელზეც ვლაპარაკობთ.

“შევხვდებით სასამართლოში, ფსონად ჩვენი ქვეყნის უშიშროებაა დადებული!” _ დაგვპირდა აშშ-ის პრეზიდენტი და დაამატა, რომ “მოსამართლეებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს”.

იუსტიციის სამინისტრო სწავლობს აშშ-ის უმაღლესი სასამართლოსთვის მიმართვის პერსპექტივას. ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა და უშიშროების საბჭომ დაიწყეს კონკრეტული ღონისძიებების განხილვა, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს, დაუყოვნებლივ გააკონტროლონ იმიგრაციის პროცესი.

პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნა რომ დროული და სამართლიანია, მტკიცდება ობიექტური მონაცემებით. სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოტანილია ტერორისტული აქტების მომწყობთა წინააღმდეგ 2001 წლიდან დღემდე, გვიჩვენებს, რომ მსჯავრდადებულთა უმრავლესობა (138 ადამიანი) აშშის მოქალაქეები არიან, მაგრამ არც თუ ცოტანი გახლავან სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეები.

ტერორიზმისთვის მსჯავრდადებული 16 ადამიანის მოქალაქეობა გაურკვეველია; ორმაგი _ პაკისტანისა და ამერიკის მოქალაქეობა _ აქვს 8 ადამიანს, სომალის მოქალაქეა 7, პაკისტანის, უზბეკეთისა და იემენის _ ოთხ-ოთხი, იორდანიის _ 3, ეგვიპტის, საუდის არაბეთის, მაროკოს, ბანგლადეშის, დიდი ბრიტანეთის, სომალისა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ ორ-ორ მსჯავრდადებულს. დანარჩენი 17-ის მოქალაქეობა რეალობას ვერ დაემთხვა. მათ შორის იყვნენ ირანის, ერაყისა და სირიის მოქალაქეები.

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ 9 თებერვალს გამოაქვეყნა სია, რომელშიც ჩამოთვლილია ტერორიზმის ბრალდებით აშშ-ში დაპატიმრებული 24 ადამიანის გვარები. ათი მათგანი ჩასული იყო სომალიდან, ექვსი _ ერაყიდან, ორ-ორი _ სუდანიდან, ირანიდან და ლიბიიდან, თითო _ იემენიდან და სირიიდან.

დონალდ ტრამპის ბრძანებულებამ საერთაშორისო ასპარეზზე საგრძნობი განხეთქილება გამოიწვია. ერთმანეთს დაუპირისპირდა როგორც გარკვეული ქვეყნები და რეგიონები, ასევე, ქვეყნებში მოქმედი ძალები _ მმართველი ელიტები და მოსახლეობა. აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებულება დაუყოვნებლივ დაგმეს გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პაკისტანის, საუდის არაბეთის, ირანის ლიდერებმა, ხოლო კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მიიღებს იმათ, ვისაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩასვლაზე უარი უთხრა.

ინგლისის კვლევითმა ცენტრმა Chatam Houise-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, იტალიაში, პოლონეთში, საბერძნეთში, უნგრეთსა და დიდ ბრიტანეთში.

თემის _ რას ფიქრობენ მუსლიმური ქვეყნებიდან შემდგომი იმიგრაციის შეწყვეტის შესახებ _ გამოკითხვის შედეგები ასეთია:

გამოკითხულთა 55 პროცენტი ამ იდეას მხარს უჭერს. პოლონეთში ამ აზრზე დგას გამოკითხულთა 71 პროცენტი, ავსტრიაში _ 65 პროცენტი, ბელგიასა და უნგრეთში _ 64-64 პროცენტი, საფრანგეთში _ 61 პროცენტი, საბერძნეთში _ 58 პროცენტი, გერმანიაში _ 53 პროცენტი, იტალიაში _ 51 პროცენტი, ოდნავ ნაკლებია დიდ ბრიტანეთში _ 47 პროცენტი და ესპანეთში _ 41 პროცენტი. მაგრამ ეს მაჩვენებლებიც ბევრის მთქმელია, მით უფრო იმიტომ, რომ სწორედ ეს სახელმწიფოები იდგნენ ევროკავშირის სათავეებთან.

ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად აღრმავებს და ართულებს ბებერ კონტინენტზე არსებულ ნეგატიურ პროცესებს, _ მიიჩნევს ევროპული პრესა. ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ტერორიზმის საშიშროება და ლტოლვილთა პრობლემა, გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს ნიდერლანდებში, საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში წლეულს ჩასატარებელი არჩევნების დროს, შედეგი შეიძლება ბრიუსელისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდეს.

პეტრე ისკანდეროვი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here