Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილის კადრი და მარგველაშვილის ლუბიმჩიკი ლავროვს ქართული საზოგადოების შანტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს

სააკაშვილის კადრი და მარგველაშვილის ლუბიმჩიკი ლავროვს ქართული საზოგადოების შანტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს

549

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, სააკაშვილის კადრი  და მარგველაშვილის “ლუბიმჩიკი” ლევან ბოძაშვილი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის  მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სერგეი ლავროვი სააკაშვილს  ტერორისტების მომზადებასა და 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს. 

ბოძაშვილი  ლავროვს  ასევე, ქართული საზოგადოების შანტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს, იგი აცხადებს, რომ რუსეთი ყველანაირად  ცდილობს სახელი გაუტეხოს საქართველოში მშვიდ გარემოს, შეასუსტოს მისი საინვესტიციო და ეკონომიკური განვითარების პოტენციალი . მისი თქმით, რუსეთის ვადაგასული სურვილია საქართველოში ანტიტეროსისტული ცენტრის ჩამოყალიბება.

ბოძაშვილი ღრმადაა დარწმუნებული, რომ საქართველო არასოდეს არ გახდება  რუსული პროპაგანდის უნებლიე ტყვე:

“რუსეთის დიპლომატიური ხასიათის თავისებურება ყოველთვის იყო, რომ რაც წაგართვა იმაზე არ საუბრობს, მაგრამ ყოველთვის აქტიურად საუბრობს იმაზე, რაც მომავალში სურს რომ წაიღოს.

უვიზო მიმოსვლის პირობად ვითომ ტერორისტული და ნარკოტრაფიკის გზების არსებობაზე ყოვლად უსაფუძვლო მინიშნებაში, სამწუხაროდ, კვლავ ჩანს რუსეთის ხანგრძლივი და ვადაგასული სურვილი საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრის ჩამოყალიბების თაობაზე.

ამავე დროს, ეს არის იმ ქართული საზოგადოების ნაწილის შანტაჟირების მცდელობა, რომელიც რუსეთთან უვიზო რეჟიმიდან გარკვეული სარგებლის მიღებას გეგმავს.

ამავე დროს, ასეთი განცხადებები წარმოადგენს რუსული ფართომასშტაბიანი ანტიქართული პროპაგანდის ნაწილს, რათა სახელი გაუტეხოს ქვეყანაში არსებულ მშვიდ გარემოს, საინვესტიციო შესაძლებლობებს და საქართველო წარმოაჩინოს კრიმინალურ, არასტაბილურ ქვეყნად და საბოლოო ჯამში, შეასუსტოს მისი საინვესტიციო და ეკონომიკური განვითარების პოტენციალი.

ეს აბსურდული და უპერსპექტივო ამოცანაა, რადგან ქართველი ხალხი არასოდეს წამოეგება მსგავს პროვოკაციულ და შანტაჟისტურ მიდგომებს და არ გახდება რუსული პროპაგანდის უნებლიე ტყვე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ისეთ წითელ ხაზებს, როგორიც ოკუპაციაა.”- აცხადებს ბოზაშვილი.

ცნობისათვის:  მარგველაშვილის რჩეულ ბოძაშვილს, სააკაშვილის მთავრობაში 2005 წელს ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.

2004-2008 წლებში იყო ვენეციის კომისიის წევრი.

2009 წელს სააკაშვილმა იგი დანიშნა საკონსტიტუციო კომისიის წევრად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here