Home რუბრიკები პოლიტიკა WSJ: პუტინის მეგობრებმა გერმანიაში გავლენიანი თანამდებობები დაიკავეს

WSJ: პუტინის მეგობრებმა გერმანიაში გავლენიანი თანამდებობები დაიკავეს

512

გერმანიაში ახალი ფედერალური პრეზიდენტი აირჩიეს. ამ პიროვნებას წელიწადნახევრის წინ ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმანევილ ჩემბერლენის დიპლომატიის სკოლისერთგული მიმდევარი უწოდა. ამის შესახებ წერს გაზეთი Wall Street Journalის მიმომხილველი ჯონ ვინოკური. იგი აღნიშნავს, რომ ახალი პრეზიდენტი, სოციალდემოკრატი ფრანკვალტერ შტაინმაიერი არჩევამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს ედგა სათავეში. გასული საუკუნის 30-იან წლებში იმავე თანამდებობაზე დიდ ბრიტანეთში მუშაობდა ნევილ ჩემბერლენი, რომლის სახელი აგრესორების მომადლიერების პოლიტიკასთან ასოცირდება. 1938 წელს ბრიტანელმა დიპლომატმა ნაცისტების მიერ ჩეხოსლოვაკიის ნაწილის ოკუპაცია დასაშვებად მიიჩნია.

მიმომხილველი ხაზს უსვამს, რომ შტაინმაიერი ასევე გამოირჩევა რუსეთთან ურთიერთობის დამყარების სურვილით. მისი შემცვლელი ზიგმარ გაბრიელიც სოციალ-დემოკრატია, რომელიც იზიარებს წინამორბედის პოლიტიკას რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების საკითხში.

“ეს ორი, მთავრობასთან ერთად, მოითხოვდა, ევროკავშირს დაეწყო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო მოსკოვისთვის დაწესებული სანქციების შერბილება, ხოლო ანგელა მერკელი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მათ პოზიციას. მისი აზრით, რუსეთის ჯარები ჯერ უნდა გასულიყვნენ უკრაინის ტერიტორიიდან. შარშან, ზაფხულში შტაინმაიერს არაერთხელ განუცხადებია საჯაროდ, რომ ეჭვი ეპარება ტრანსატლანტიკური კავშირის სარგებლიანობაში და სასაცილოდ აუგდია ნატოს მანევრები აღმოსავლეთ ევროპაში, უწოდებდა მათ უაზრო აღლუმს, რომელიც მხოლოდ აღიზიანებს რუსეთს და სხვა არავითარი სარგებელი არ მოაქვს”, _ ნათქვამია სტატიაში.

გაბრიელი დაეთანხმა მაშინ შტაინმაიერს და განაცხადა, რომ “თეორიულადაც არ ღირს შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს შეიძლება პოზიტიური შედეგი მოჰყვეს “იარაღის გამოყენებას” რუსეთის წინააღმდეგ.

ამა წლის საპარლამენტო არჩევნებში კანცლერის თანამდებობისთვის იბრძოლებს კიდევ ერთი სოციალ-დემოკრატი მარტინ შულცი, ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, რომელსაც “ცვლილებების კანდიდატად” მიიჩნევენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here