Home რუბრიკები ისტორია ….თამრიკო ცხოვრობს ფიქრის გორაზე, თბილისს ამშვენებს, იგი!

….თამრიკო ცხოვრობს ფიქრის გორაზე, თბილისს ამშვენებს, იგი!

2467

დასავლეთის შემოსასვლელიდან მომავალ მგზავრს დღევანდელ გმირთა მოედანზე უნდა გამოევლო და ქალაქში ვერის აღმართის გავლით შემოსულიყო. ვინც ელოდებოდა თავისიანის მოსვლას. ადიოდნენ ამ გორაზე და გაჰყურებდნენ გზას, იცდიდნენ და ფიქრებსა და ოცნებებში იძირებოდნენ. სწორედ ამიტომ შეარქვეს ამ ადგილს “ფიქრის გორა”. 

დღევანდელ ვერას აგურის უბანს ეძახდნენ, რადგან ამ ადგილებში უხვად იყო აგურის სამშენებლო მასალა წითელი თიხა-მიწა. აქ ,,ფიქრის გორაზე“, სადაც სიყვარული აუხსნა მიშა ჭიაურელმა ვერიკო ანჯაფარიძეს , ზუსტად იმ ადგილას სახლიც ააშენა.

აქვე ახლოს ბაღებით დაფარული ერთი კუნძული, დღევანდელი გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო. უფრო მეტიც, თბილისში სატიოს (სატივო) უბანი არსებობდა და ელბაქიძის აღმართიდან გმირთა მოედნამდე იყო გადაჭიმული. თბილისში შემოსული ტივების საბოლოო სადგომს უკავშირდება. ხილით, თუ სხვადასხვა პროდუქტით დატვირთულ ტრანსპორტს, სწორედ აქ ცლიდნენ და აქვე ყიდდნენ ხე–ტყის მასალად ქცეულ ტივებს, გზაში კიდევ ქეიფობდნენ ბორჯომის ხეობიდან თბილისამდე.

 

ედიშერ ოდიშარია

3 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here