Home რუბრიკები სამართალი მამაკაცმა, რომელმაც ფინანსური პრობლემის გამო, გარდაცვალების ყალბი ცნობა აიღო, თავი ციხეში ამოჰყო

მამაკაცმა, რომელმაც ფინანსური პრობლემის გამო, გარდაცვალების ყალბი ცნობა აიღო, თავი ციხეში ამოჰყო

806

ბიზნესმენი სადაზღვევო კომპანიის მოტყუებას შეეცადა, მაგრამ სულელურად ჩაფლავდა.

63 წლის ფლორიდელმა ხოსე ლანტიგუამ, რომელიც ავეჯის ბიზნესით არის დაკავებული, ფინანსური პრობლემების მოგვარება სადაზღვევო კომპანიის მოტყუებით სცადა. მან სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით მიიღო ფული. ამისთვის კი თაღლითობის ოსტატობის გამოვლენა დასჭირდა, მაგრამ ჩიტი ბრდღვნად ღირდა _ ფსონზე 6,5 მილიონი დოლარი იდო.
საქმე ისე რომ წარმართულიყო, როგორც სურდა, ხოსემ თაღლითურ სქემაში ჩართო თავისი ცოლი. მან ქალს უამბო ზღაპარი, თითქოს ადრე არმიის სპეცდანიშნულების ოპერაციაში მონაწილეობისას გავლენიანი ნარკობარონი მოკლა, ახლა კი ამ ბანდის წევრები მოსაკლავად დასდევნენ, ამიტომ თავისი და ცოლის უსაფრთხოების მიზნით გარდაცვალების სცენა უნდა გაეთამაშებინა და ცოტა ხნით გაუჩინარებულიყო.
ცოლმაც დაუჯერა ქმარს.
მალე მამაკაცი ვენესუელაში გაფრინდა, ვითომ კრეიტცფელდ-იაკობის დაავადებისგან (ძროხის ცოფი) განსაკურნებლად. ხოსე ლანტიგუამ ვენესუელაში ადგილობრივი მოხელეები მოისყიდა და გარდაცვალების ყალბი მოწმობა მიიღო. ამის შემდეგ ის აშშ-ში დაბრუნდა.
ერთგულმა ცოლმა კი, რომელიც ცდილობდა, თავისი ქმარი თავზეხელაღებული ნარკომოვაჭრეებისგან გადაერჩინა, სახლი იქირავა ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც წყვილი 2 წლის განმავლობაში უზრუნველად ცხოვრობდა, სანამ ფედერალურმა აგენტებმა სიმართლე არ გამოააშკარავეს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here