Home რუბრიკები პოლიტიკა კალაძე: ეს იყო კარგად გათვლილი გეგმა, რომლის განხორციელებაც იქნებოდა დარტყმა არა მხოლოდ...

კალაძე: ეს იყო კარგად გათვლილი გეგმა, რომლის განხორციელებაც იქნებოდა დარტყმა არა მხოლოდ ეკლესიაზე, არამედ სრულიად საქართველოზე

505

„უმძიმესი დანაშაულის ჩადენა იქნა თავიდან აცილებული. ვფიქრობ, რომ ეს იყო კარგად გათვლილი გეგმა“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა. 

კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს: პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჩაფიქრებულის განხორციელება არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე.

”უმძიმესი დანაშაულის ჩადენა იქნა აცილებული თავიდან. ვფიქრობ, რომ ეს კარგად გათვლილი გეგმა იყო და ჩაფიქრებული იყო ამის განხორციელება. ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე, ჩვენ ინსტიტუტებზე, შესაბამის სამსახურებზე, ქვეყანაში სიმშვიდესა და მშვიდობაზე. თუმცა, ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ. მინდა მადლობა მოვახსენო შესაბამის სამსახურებს, დაველოდოთ გამოძიებას და სხვა დეტალებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თუმცა, ერთი რაც მინდა ვთქვა, ყველა დამნაშავე, ვინც გამოიკვეთება, კანონის წინაშე უმკაცრესად იქნება დასჯილი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცე-პრემიერმა სხვა დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია კონკრეტული პიროვნება და როგორც დღეს პროკურატურაში აღინიშნა, გამოძიება მუშაობს სხვადასხვა ვერსიაზე, სხვადასხვა მიმართულებით.

1 COMMENT

  1. საინტერესოა ვის შეეძლებოდა დაჭირვებოდა ამხელა რისკის გაწევა, ვისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო მომგებიანი ამგვარი გაუაზრებელი ნაბიჯი და ვინ იყო ისეთი \\\”ჭკვიანი\\\”, რომელიც წამლავს კაცს, რომლის დღეებიც ისედაც დათლილია?
    რა ვქნა, უკვე ეჭვის თვალით ვუყურებ ყოველგვარ \\\”საეჭვო\\\” საქმეს, ამგვარად ხომ არ იცილებენ გზიდან ვიღაც-ვიღაცეებს წინასწარ პატრიარქისათვის ამგვარად ერთგულების მტკიცებით? რა, მოულოდნელი იქნებოდა ეს ჩვენი მხრიდან?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here