Home რუბრიკები სამართალი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალური კონტროლი განახორციელა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალური კონტროლი განახორციელა

585

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 16-17 იანვარს, პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალური კონტროლი განახორციელა. როგორც შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, აღნიშნული ქმედება მიზნად დანაშაულის პრევენციასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ისახავდა.

მთლიანობაში კონტროლის შედეგად სამართალდამცველების მიერ გამოვლენილ იქნა სისხლის სამართლის 129 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 63 ფაქტი; ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (სსკ-ს 117-ე მუხლი) – 1 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 15 ფაქტი; ქურდობის მცდელობის (სსკ-ს 19-177-ე მუხლი) – 1 ფაქტი; ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-პრიმა მუხლი) – 3 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – 4 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 19 ფაქტი; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივირების (სსკ-ს 265-ე მუხლი) – 2 ფაქტი და ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) – 2 ფაქტი. კონტროლის შედეგად ასევე გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1088 შემთხვევა, კერძოდ: დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე და 173-ე მუხლები) – 24 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 43 ფაქტი და ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45-ე მუხლი) – 45 ფაქტი;

რაც შეეხება სხვა სახის დანაშაულებს, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 5 ავტომატი, 9 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 7 შაშხანა, 5 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 სანადირო თოფი, 1 საფანტის პისტოლეტი, 18 ხელყუმბარა, 3 ყუმბარმტყორცნის ჭურვი, 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვადასხვა კალიბრის 2858 საბრძოლო ვაზნა. ჯამში კონტროლის დროს პოლიციამ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 22, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 42 პირი დააკავა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here