Home ახალი ამბები საქართველო 9 მაისი _ ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვების დღე

9 მაისი _ ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვების დღე

თემურ ფიფია: დიდ სამამულო ომში გამარჯვებიდან 78 წლის თავზე ვერავინ წარმოიდგენდა ფაშიზმის აღზევებას, თანაც უკრაინაში, რომლის გასათავისუფლებლად ასიათასობით ადამიანმა გაწირა თავი

243

აქციაზე ჩვენ ვიქნებით წითელი დროშებით, ნატოსა და ამერიკის საწინააღმდეგო ლოზუნგებით. მივმართავთ უკრაინელ ხალხს, ასევე, მივმართავთ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მხარს დავუჭერთ მის სამშვიდობო პოლიტიკას

ახლოვდება დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხების ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვების დღე _ 9 მაისი. პოსტსაბჭოთა ქვეყნები და არა მხოლოდ ისინი გრანდიოზული ღონისძიებებისთვის ემზადებიან. ანტიფაშისტური ფორუმები და კონფერენციები 9 მაისამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ერთერთი ასეთი კონფერენცია 21-22 აპრილს  ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართა, რომელსაც  50 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოდან მიწვეული იყვნენ ერთიანი კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები და ორგანიზაციასოლიდარობა მშვიდობისათვისხელმძღვანელები.

9 მაისის აღსანიშნავად საქართველოშიც ემზადებიან. ამ დღეს ერთიანი კომუნისტური პარტიის  წევრების გეგმებზე გვესაუბრება სოციალისტური მოძრაობის კოორდინატორი თემურ ფიფია:

თემურ ფიფია
თემურ ფიფია

_ 21-22 აპრილს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართა საერთაშორისო ანტიფაშისტური კონფერენცია, რომელსაც არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის მემარცხენე სოციალისტური ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოდან ჩავედით ერთიანი კომუნისტური პარტიისა და ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისათვის” წარმომადგენლები.

ქართველებს სიტყვით გამოსვლის საშუალება მოგვეცა, უფრო მეტიც,  მოგვიწია კონფერენციის დამსწრეთათვის წარგვედგინა აფხაზეთისა და ოსეთის კომუნისტური პარტიის პოზიციები. ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტი იყო.

_ რა გასდევდა ლაიტმოტივად აღნიშნულ კონფერენციას, იყო მოწოდებები ისეთი ქვეყნებისადმი, როგორებიც არის მოლდოვა, საქართველო და უკრაინა, ქვეყნები, რომლებშიც ბოლო პერიოდში დიდ სამამულო ომში გამარჯვებას მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ და მოკრძალებულად აღნიშნავენ?

_ ბუნებრივია, იყო ამ ქვეყნებზე საუბარი. კონფერენცია, როგორც აღვნიშნეთ, ანტიფაშისტური გახლდათ. უპირველესად, ვისაუბრეთ უკრაინაზე, ქვეყანაზე, რომელსაც ფაშისტები მართავენ. იყო საუბარი მიზეზებზე, რომლებმაც მიიყვანა ეს ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. დიდ სამამულო ომში გამარჯვებიდან 78 წლის თავზე ვერავინ წარმოიდგენდა ფაშიზმის აღზევებას, თანაც უკრაინაში, რომლის გასათავისუფლებლად ასიათასობით ადამიანმა გაწირა თავი.

ითქვა ისიც, რომ აუცილებელია მემარცხენე ძალთა კონსოლიდაცია იმისათვის, რომ ვებრძოლოთ ულტრამემარჯვენე ფაშისტური ძალების რესტავრაციას ყველგან და არა მხოლოდ მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში, ქვეყნებში, რომლებშიც მომძლავრდნენ ფაშისტური ძალები.

მე დეტალურად აღვწერე საქართველოში შექმნილი მდგომარეობა; ვისაუბრე, როგორ წნეხში მოექცნენ ქართველი ხალხი და ქვეყნის ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რათა როგორმე საქართველო ჩართონ ომში უკრაინის მხარდასაჭერად და ჩვენი ქვეყნის დასაღუპავად. ამ თემაზე ვისაუბრე ტრიბუნიდანაც და ორმხრივ შეხვედრებზეც. ორმხრივ შეხვედრებზე ასევე ვისაუბრეთ იმაზე, როგორ უნდა დაუჭირონ მხარი მემარცხენე სოციალისტურმა ძალებმა საქართველოს, რათა გაუძლოს ამერიკის წნეხს.  აუცილებელია მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა ძლიერი პოლიტიკური ძალებისა, ვგულისხმობ იმ პარტიებს, რომლებსაც წარმომადგენლები ჰყავთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებში. რუსეთის კომპარტია წარმოდგენილია სათათბიროში და უნდა გამოიყენოს თავისი რესურსი საქართველოს მხარდასაჭერად, რადგან არსებობს ფაშიზმის რესტავრაციის საფრთხე.

მინსკში ქართულმა დელეგაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა რუსეთის სათათბიროს წევრ კაზბეკ ტაისაევთან. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე საკითხები რუსულ-ქართული დიალოგის გარშემო და მინდა გითხრათ, რომ ქართველი საზოგადოება ძალიან მალე შეიტყობს ახალ და სასიამოვნო ამბებს ამ კუთხით. შეიტყობს რუსულ-ქართული დილოგის სიკეთეს, უფრო მეტიც, ყველა ქართველი თავის თავზე იგრძნობს ამ მოლაპარაკების შედეგებს. ხალხის ცხოვრებაზე დადებითად აისახება ამბავი, რომელიც მალე გახდება ცნობილი. წინასწარ ეს ინფორმაცია მოგაწოდეთ, დანარჩენს მოგვიანებით შეიტყობთ…

_ რა ღინისძიებებს გეგმავთ გამარჯვების დღეს?

_ უპირველესად, დიდი მადლობა “საქართველო და მსოფლიოს” იმისთვის, რომ რეგულარულად აშუქებს 9 მაისის ღონისძიებებს და თვითონაც ჩართულია  ამ პროცესებში.

9 მაისს, ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვების დღეს, რა თქმა უნდა, ღირსეულად აღვნიშნავთ:  მოვაწყობთ მსვლელობას, გავმართავთ მიტინგს. 12 საათზე შევიკრიბებით კინოთეატრ “საქართველოსთან” და  პირველი საათისთვის გზას განვაგრძობთ კიკვიძის სახელობის ბაღისკენ, სადაც მიტინგს ჩავატარებთ დიდი სამამულო ომის გმირის, რაიხსტაგზე გამარჯვების დროშის ამტანის, მელიტონ ქანთარიას, ბიუსტთან.

აქციაზე ჩვენ ვიქნებით წითელი დროშებით, ნატოსა და ამერიკის საწინააღმდეგო ლოზუნგებით. მივმართავთ უკრაინელ ხალხს, ასევე მივმართავთ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მხარს დავუჭერთ მის სამშვიდობო პოლიტიკას, მოვუწოდებთ, უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგას საქართველოსა და რუსეთის სწრაფად დასაახლოებლად და ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის, მეგობრობის აღსადგენად.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here