Home რუბრიკები საზოგადოება მასონურ-ევროამერიკული ტერორი საქართველოში

მასონურ-ევროამერიკული ტერორი საქართველოში

851

თავდაპირველად, ვფიქრობ, აუცილებელია, გავიხსენო ერთი ამბავი საქართველოს უახლესი ისტორიიდან. ეს იმისათვის, რომ, ჩემი მსჯელობიდან გამომდინარე, ჩვენმაპატივცემულმა ლიბერასტებმა”, როგორც სჩვევიათ ხოლმე, სრულიად უმიზეზოდ და უტიფრად არ დამწამონ რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ ყოფნის ან სულაც მათი მონობის სურვილი.

1978 წელს, როდესაც თსუ-ს სტუდენტებმა შევიტყვეთ, რომ ჩვენთვის ქართული ენის წართმევას აპირებდნენ, ბიოლოგიური ფაკულტეტის ბოლო კურსზე ვსწავლობდი. შემდეგ გაირკვა, რომ შეცდომაში შევუყვანივართ (დიდი ხნის შემდეგ გაირკვა) და სინამდვილეში კი ხდებოდა შემდეგი: სსრკ-ის ხელისუფლება აპირებდა, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ენად, ქართულ ენასთან ერთად, რუსული ენაც გამოეცხადებინა. თურმე საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთის გარდა, ეს ასეც ყოფილა დიდი ხნის წინათ დაკანონებულ-გამოცხადებული, მაგრამ ამით მშობლიური ენა არც ერთ რესპუბლიკაში არ შეზღუდულა და საქართველოშიც, ისევე როგორც სხვაგან, მშობლიურ ენას საფრთხე არ დამუქრებია. მოსკოვის ეს შეცდომა კარგად გამოიყენა აშშმა და ჩვენ, სტუდენტებს, ეროვნულ გრძნობებზე ადვილად ასაბუნტებელ ფენას, “შემოგვიგდესტყუილი, რომ ქართულ ენას კრძალავენ საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სახელმწიფო დაწესებულებებში და ლამის ეკლესიებშიც კი. ჩვენ კი ცხელ გულზე არ გამოვიკვლიეთ _ რა ხდებოდა სინამდვილეში _ და ახალგაზრდული გულწრფელობითა და, სამწუხაროდ, ქართველთათვის დამახასიათებელი რადიკალიზმით დასავლეთის მიერ “შემოგდებული” მზაკვრული ტყუილი დავიჯერეთ. იმხანად გამოუცდელები ვიყავით, ამერიკის თვალთმაქცურ პოლიტიკაზე წარმოდგენაც არ გვქონდა. ეს ქვეყანა თავისუფლების, სამართლიანობის, თანასწორობის, სიკეთის, ჯენტლმენობისა და ყოველივე დადებითის ციტადელად მიგვაჩნდა. სინამდვილეში ამერიკელები მზაკვრული ტყუილების დოდოსტატები არიან, მათთვის არანაირი ზნეობრივი წინაღობა არ არსებობს, ეს მათ სისხლში აქვთ გამჯდარი და გენებში ასახულჩაბეჭდილი. ამასთანავე, არიან დაუნდობელი მკვლელები. საკმარისია გავიხსენოთ მათ მიერ გაჟლეტილი 20 მილიონი ინდიელი (ამ რიცხვს ასახელებენ სპეციალისტები), ატომური ბომბების ჩამოყრა იაპონიაში, ვიეტნამი, ავღანეთი, ერაყი, ლიბია, სირია, იემენი, ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოწყობილი სახელმწიფო გადატრიელებები, ყოფილი იუგოსლავია და .. და წინ წარმოგვიდგება სისხლით გაუმაძღარი უსაშინლესი ურჩხული

დავიჯერეთ რა დასავლეთის მიერ გავრცელებული ტყუილი, რომ ენას გვართმევენ, თსუ-ს სტუდენტებმა გამოსვლა გადავწყვიტეთ. შეკრება დანიშნული იყო I კორპუსის ბაღში, როგორც მახსოვს, დილის 9-10 საათზე. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ იმხანად ჩვენ სრულიად საქართველომ მიგვატოვა შინ თუ გარეთ: შინ _ მშობლებმა თუ დედმამიშვილებმა, ქუჩაში _ ნაცნობ-უცნობებმა, ლექტორებმა. და, საერთოდ, ყველგან, სადაც კი გამოვჩნდებოდით, ყველა გვეუბნებოდა, ქუჩაში არ გახვიდეთ, თორემ აუცილებლად გესვრიან და დაგხოცავენ ისევე, როგორც 56-ში დახოცეს უამრავი ადამიანიო. ჩვენ ვფიქრობდით, რომ გადაჯიშებას გვიპირებდნენ და ამას სიკვდილი გვერჩივნა, ამიტომ მაინც გამოვედით.

იმხანად ვერაზე, არაგვის 2-ში, ვცხოვრობდი და იმ დილით მოულოდნელად ქუთაისიდან სტუმრები მეწვივნენ, ამიტომ უნივერსიტეტის ბაღში გასვლა შემაგვიანდა. უცებ ჩემთან მეგობარი შემოვარდა და მითხრა, რომ დემონსტრანტები ბაღიდან უკვე დაიძრენ. ჩვენ სწრაფად ჩავირბინეთ ფილარმონიასთან, დემონსტრანტებს დავხვდით, წინა რიგში ჩავდექით და იქ ვიდექით ბოლომდე. სხვათა შორის, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იმ მომენტში სტუდენტებისთვის ტყვიის სროლის ალბათობა დიდი იყო. მახსოვს, რუსთაველის პროსპექტის დასაწყისში წინ დაგვხვდნენ ქალბატონები, შავი ფერის გამჭვირვალე მანდილებით თითქმის სახედაფარულნი, და აცრემლებულ-აღელვებულნი შეგვევედრნენ, _ ნუ წახვალთ, შვილებო, 56-ში ჩვენი შვილები და ქმრებიც ასე დახოცესო. მათ ნათქვამზე ჩვენს გოგონებს ცრემლები მოადგათ, მაგრამ ბოდიში მოვუხადეთ და გზა განვაგრძეთ.

ასე რომ, ჩვენს “გენიოს ლიბერასტებს” ვეტყვი, რომ მე არ გამოვირჩევი არც რუსების, არც ანგლო-საქსების, არც ევრო-ატლანტიკელებისა და, საერთოდ, არავის სიყვარულით, გარდა ქართველებისა და აფხაზებისა. სიყვარული სახელმწიფოებს შორის არ არსებობს, მათ შორის არსებობს მხოლოდ საერთო ინტერესები. ერთა შორის კი შესაძლებელია არსებობდეს გარკვეული სიმპათია და არა სიყვარული.

დღეს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, მგონი, მიხვდა, რა დაგვმართეს მასონურმა აშშ-მა და დასავლეთმა. ეროვნულ მთავრობას, რომელსაც მეთაურობდა ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია, სამხედრო გადატრიალება მოუწყვეს. ამაში, შედარებით მცირე დოზით, მაგრამ მონაწილეობდა რუსეთიც, რადგან იმხანად აშშ-ისა და რუსეთის ინტერესები დაემთხვა. სსრკ-ში ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე საქართველოში იყო _ როგორც სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში ცხოვრების დონე ევროპის მოწინავე ქვეყნებისას თითქმის უტოლდებოდა. ამიტომაც შურდათ რუსებს ჩვენი და შემოგვნატროდნენ. ისე, კარგი დამპყრობელია, არა? _ დამპყრობელი დაპყრობილზე ცუდად ცხოვრობდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ მოსახლეობის ერთ სულზე გათვლით, საქართველოში ყველაზე მეტი ფაბრიკა-ქარხანა მუშაობდა (ეს სტალინმა გააკეთა), აგრეთვე, ჩვენი შეუდარებელი ბუნებრივი პირობებით, განვითარებული სოფლის მეურნეობითა და ტურიზმით. გადავსებული იყო დამსვენებლებით საქართველოს შავიზღვისპირეთი და სამკურნალო კურორტები; და, რა თქმა უნდა, ქართველთა ნიჭიერებითა და მოხერხებულობით. მაგრამ პუტჩის შემდეგ შევარდნაძე-სააკაშვილმა ამერიკის დავალებით ფაბრიკა-ქარხნები დაანგრიეს და ჯართად გაყიდეს. ბელარუსმა კი საწარმოების მოდერნიზება მოახერხა და ახლა ყველა მუშაობს, შედეგად იქ მოსახლეობა გაცილებით კარგად ცხოვრობს, საქართველოში კი სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, განათლება და წიგნიერება გააცამტვერეს და ახლა მართლმადიდებლობას, ჩვენს ტრადიციებს, ადათ-წესებს, წეს-ჩვეულებებს, ზნეობას, ქართულ ოჯახს და, საერთოდ, ყოველივე ქართულს უტევენ და ანადგურებენ. ამჟამად “ოცნება” ცოტა რბილად, მაგრამ იმავეს აკეთებს, რასაც მისი წინამორბედი ხელისუფლებები. მათ ხომ ერთი ბატონი ჰყავთ?! გაიხსენეთ, როგორ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ამერიკის ელჩი ზუგდიდში 2012 წლის არჩევნებისას და როგორ გააჩერა ნაცები, როცა ივანიშვილს გაუჭირდა, რადგან ამერიკელებს საქართველოში ორპარტიული, “ნაცქოცურიპოლიტიკური სისტემის შექმნის უკვე ამოქმედებული გეგმა ეშლებოდათ.

ამერიკამ ჩვენ მიმართ პოლიტიკა იმიტომ შეარბილა, რომ ძლიერად ძლიერს უნდა დაარტყა, ხოლო, როცა წააქცევ, დააუძლურებ, უკვე შეგიძლია, თავს უფლება მისცე, მუშტს გაუფრთხილდე და დარტყმები შეარბილო, რადგან მომაკვდავისთვის ესეც საკმარისია. თანაც დასამადლებელი გექნება, _ ხომ ხედავ, რბილად გირტყამ, მე ხომ კეთილშობილი და ჰუმანური ვარო. როგორც გვამადლიან ჯანმრთელობის ნახევრადრეფორმას, ქუჩაში რომ არ გვხოცვენ, ცოცხებით რომ არ გვაუპატიურებენ, ორგანოებს რომ არ გვაცლიან და არ ყიდიან; ქონებას რომ არ გვართმევენ, თავისუფლად რომ ვლაპარაკობთ, მეუღლესთან ერთად ცოლქმრულ სარეცელზე რომ არ გვიღებენ, რომ არ გვაწამებენ და ა.შ.

ახლა საქართველოს წინააღმდეგ ამერიკელთა კიდევ ერთი, კარგად შენიღბული მზაკვრული ჩანაფიქრის შესახებაც უნდა ითქვას _ ეს არის “პატრიოტთა ალიანსი”. დავით თარხანმოურავი ამერიკული უტიფრობით ამბობს, შევარდნაძისდროინდელი საქართველოს ელჩი საფრანგეთში ჩოგოვაძე ჩემი მეგობარიაო. ეს ის ჩოგოვაძეა, რომელმაც მერაბ კოსტავას, როდესაც ის მიტინგს ატარებდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წინ, ზონდერები გაუგზავნა და პერანგი შემოახია. მერაბ კოსტავა მომიტინგეებმა დაიცვეს, თორემ უარესი მოხდებოდა. ერთერთი ზონდერი თიბისი ბანკის ახლანდელი მფლობელია. ჩოგოვაძე კი იმჟამად საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი ბრძანდებოდა. მან დილით, მიტინგის დაწყებამდე, სააქტო დარბაზში შეკრიბა თავისი ზონდერები და ინსტრუქტაჟი ჩაუტარა, როგორ უნდა დაერბიათ მიტინგი და ეცემათ კოსტავა. როგორ შეიძლება, პატრიოტი კაცი ასეთი ადამიანის მეგობარი იყოს? წარმოიდგინეთ, ზვიად გამსახურდიას რომ ეთქვა, ჩოგოვაძე ჩემი მეგობარიაო. ეს ხომ სასაცილოა?! ამერიკელებმანაციონალურ მოძრაობასეს სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ ქართველთა ნაციონალურ გრძნობებზე ეთამაშათ. ზუსტად იმავე ხრიკს იყენებენპატრიოტთა ალიანსისშემთხვევაშიც. ესენიც ისეთივე პატრიოტები არიან, როგორიც ნაციონალები.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები ხშირად დადიან ბრიუსელსა და ვაშინგტონში, უფრო ხშირად, ვიდრე უსუფაშვილ-ალასანია, ნათელაშვილ-ბურჭულაძე და სხვები. აკი თარხან-მოურავმა დაუფარავად განაცხადა, ჩვენ ამერიკელების დავალებებს სხვებზე უკეთ შევასრულებთო… ამერიკელებს უნდა გავაგებინოთ, სინამდვილეში რა ხდება საქართველოშიო, თურმე ამერიკელებს საქართველოს გადარჩენა სდომებიათ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, აი “პატრიოტთა ალიანსის” დახმარებით კი აუცილებლად შეძლებენ.

საინტერესოა, რისთვის სჭირდება ძია სემს “პატრიოტთა ალიანსისგან” იმის შეტყობა, სინამდვილეში რა ხდება საქართველოში, ჩვენი ქვეყანა ხომ სავსეა ამერიკელთა აგენტებით? _ ქვა რომ ააგდო, ამერიკის აგენტს დაეცემა თავზე. საქართველოს მთავრობა, პარლამენტი და, საერთოდ, ყველა სახელმწიფო ორგანიზაცია თუ უწყება ხომ სავსეა მათი აგენტებით, ყველა ხომ მათ ბრძანებებს ასრულებს?! ანუ ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, ამერიკელების ძალისხმევით ხდება და საინტერესოა, ესენი როგორ აგებინებენ ამერიკელებს მათ მიერვე დაგეგმილი და ქართველების ხელით განხორციელებული საქმეების შესახებ?! უფრო მეტიც, ამერიკელებმა ისიც იციან, მომავალში რა მოხდება საქართველოში, რადგან თვითონ აქვთ დაგეგმილი.

სინამდვილეში კი “პატრიოტთა ალიანსი” ისევე, როგორც სრულიად ქართველ ლიბერასტთა თემი, ამერიკაში ანგარიშის ჩასაბარებლად და ახალი დავალებების მისაღებად დადის _ როგორ მოატყუონ კიდევ ქართველები ისე, რომ იხოცებოდნენ, მაგრამ თავი ბედნიერი ეგონოთ, ეს რა სიხარულითა და ნეტარებთი ამოწყვეტას მოგვასწრეს ამ დალოცვილმა ამერიკელებმაო. ამჟამად მართლა ვწყდებით და ვქრებით ქართველები, მაგრამ მთავარია ის, რომ მივილტვით ნატო-ევროკავშირისკენ და ამოწყვეტა რა სახსენებელია?! რაც შეეხება ევროკავშირსა და მასთან ხელმოწერილ ევროინტეგრაციის ხელშეკრულებას, მას მალავენ და არ ასაჯაროებენ, რადგან მასში ჩადებულია კიდევ ერთი ფარული მზაკვრობა ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ, მიუხედავად დამალვისა, ცნობილი შეიქნა, რომ ჩვენი სასოფლო სამეურნეო ძირითადი პროდუქტები: ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი, კიტრი, პომიდორი, ყურძენი, ღვინო, ციტრუსები და .. აგრეთვე, სამრეწველო საქონელი, რომელიც კონკურენტუნარიანია, ევროპის ბაზარზე შესვლისას დაიბეგრება და ძვირი ეღირება და ამიტომ ნაკლებად გაიყიდება, თუ, საერთოდ, არ ჩაწვა. ამიტომ ამ ბაზარს ჩვენთვის თითქმის არ ექნება მნიშვნელობა.

ლაპარაკია შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლაზე, მაგრამ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ასეთმა უვიზო მიმოსვლამ გამოიწვია ის, რომ ეს ქვეყნები ახალგაზრდებისგან თითქმის დაიცალა და ახლა წარმოვიდგინოთ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარ, ისედაც დაცლილ და ეკონომიკურად უფრო გაჭირვებულ საქართველოში რა მოხდება. ამასთანავე, ეს ვიზები იქნება 3-თვიანი ტურისტული ვიზები, ევროპაში მუშაობის უფლება კი არ გვექნება. ასე რომ, ესეც ჩვენ მოსატყუებლად და გასანადგურებლად კეთდება. და საერთოდ, აშკარად იკვეთება სურათი იმისა, რომ ამერიკისა და ევროპისგან, გარდა მოტყუებისა და განადგურებისა, არაფერს უნდა ველოდოთ.

ახლა ვთქვათ რუსეთის შესახებ. როგორც ისტორიკოსები და დემოგრაფები ამბობენ, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოვიდა, იმპერატორს საქართველოში ჩაუტარებია მოსახლეობის აღწერა _ აინტერესებდა, რა რაოდენობის ხალხი შეიერთა და რა შემოსავალი ექნებოდა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ცხოვრობდა ხუთასი ათასი ადამიანი, მათგან _ 400 000 ქართველი. რუსები რომ არ შემოსულიყვნენ და ამით ომიანობა და ქართველთა ჟლეტა არ შეწყვეტილიყო, სულ მალე ქართველები საერთოდ გავქრებოდით ისევე, როგორც სხვა ჩვენზე მრავალრიცხოვანი ერები გაქრნენ. მე-20 საუკუნის ბოლოს კი საქართველოში ცხოვრობდა 4,5 მილიონზე მეტი ქართველი, .. რუსების შემოსვლის შემდეგ ქართველთა რაოდენობამ, სულ ცოტა, 10-ჯერ მოიმატა. ამჟამად რუსების შემოსვლა არ არის საჭირო და აუცილებელი, საკმარისია, მათთან ნორმალური ურთიერთობა, საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნისა (აშშ) და ნატოს ჯარების ყოფნის აკრძალვა, თუ მაინცდამაინც რუსებთან სტრატეგიულ პარტნიორობას არ დავთანხმდებით, მაგრამ უფრო მომგებიანი იქნება რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. ასეთ შემთხვევაში რუსეთის ბაზარი მყისიერად გაიხსნება, უვიზო მიმოსვლაც დაწესდება და ჩვენი პენსიონერები, სსრკის ყოფილი მოქალაქეობის პენსიას (400 ლარი) რუსეთის ბიუჯეტიდან აიღებენ საქართველოში კუთვნილ პენსიასთან ერთად. ისრაელმა გააფორმა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და 2017 წლიდან ისრაელში მცხოვრები სსრკ-ის ყველა ყოფილი მოქალაქე, წარსულში სსრკ-ის მოქალაქეობის გამო, რუსეთის ბიუჯეტიდან მიიღებს პენსიას დაახლოებით 400 ლარის ოდენობით. ასევე მოხდება საქართველოს შემთხვევაშიც, მოსახლეობა შვებას იგრძნობს და დაიწყება განვითარება, ნამდვილი აღმასვლა. რუსეთის ბაზარი ისე ხელსაყრელი და მომგებიანია, რომ იქ შესვლას და დამკვიდრებას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს, საქართველოსთვის კი ეს ხსნა იქნება. ხსნა იმიტომ, რომ რუსეთში ჩვენს პროდუქტებს იცნობენ, მოსწონთ და კარგად იყიდება, ხოლო რაოდენობა რაც უნდა გავზარდოთ, რუსეთი ჩვენს პროდუქტებს მაინც ვეშაპივით ჩაყლაპავს. აგრეთვე, გამოვიყენებთ ბელარუსის, უკრაინის, ირანის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის, შუა აზიისა და ა.შ. ბაზრებს და ჩვენს პროდუქტებს გასაღების პრობლემა არ ექნება. სასიცოცხლო მნიშვნელობის გამო, კვლავ ვიმეორებ, თავისუფლად შესაძლებელია რუსეთთან უვიზო მიმოსვლა და რუსეთის ბაზრის გახსნა. ხოლო თუ გავხდებით რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, ისევე, როგორც ისრაელი (ისრაელი რუსეთის მონობაზე ოცნებობს? სრული სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რომ რუსეთი ჩვენთან ახლოსაა და ზემოქმედების ბერკეტები უფრო ძლიერი ექნება და დამონების საფრთხე მაინც იარსებებს), შესაძლებელი იქნება: რუსეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის დაუბეგრავად შეტანა; აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნება 2-3 წელიწადში, დაცული იქნება ჩვენი სარწმუნოება _ მართლმადიდებლობა, ტრადიციები, ადათ-წესები, ზნეობა, ეროვნული თვითმყოფადობა, ფასეულობები. რუსებს უყვართ ქართული სიმღერები, ცეკვები, ფოლკლორი, თეატრი, კინემატოგრაფი და, საერთოდ, რუსები ქართული კულტურის მიმართ სიმპათიითა და პატივისცემით არიან განწყობილნი. ამაში დავრწმუნდი რუსეთში მრავალჯერ ყოფნისა და მათზე დაკვირვების შედეგად. რუსეთსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების აღდგენა გამოიწვევს ქართული კულტურისა და ხელოვნების გამოცოცხლებასა და განვითარებას, რადგან ქართველ ხელოვანებს რუსეთში ბევრი მაყურებელი ეყოლებათ და კარგი შემოსავალი გაუჩნდებათ. ქართველების სახეზე ღიმილი დაბრუნდება და მომავლის რეალური იმედი გაჩნდება და არა ეფემერულ-მოჩვენებითი. შეწყდება ქართველთა საგანგაშო კლება და დაიწყება ერის გამრავლება. ახლა კი აშშ-ის შიშით თავგამოდებით მივისწრაფვით ევროამერიკულ-ნატოსეული ამოწყვეტისა და გაქრობისკენ. ნუთუ თვითგადარჩენის ინსტიქტი ჩვენში საბოლოოდ ჩაკლეს, ნუთუ ქართველი ვეღარ გაიღვიძებს?! მაგრამ გაღვიძება გაჭირდება მანამ, სანამ ქართველები არ მივეჩვევით საკუთარი თავის პატივისცემას, საკუთარი ისტორიის პატივისცემას…

აქ მკითხველის ყურადღებას ერთ უცნაურ გარემოებას მივაპყრობ. ჩვენი ისტორიკოსები, ლიტერატორები, ტელევიზია, პრესა, საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები კახეთის მეფე ერეკლეს, პატარა კახს, ყველგან და ყოველთვის საქართველოს მეფე ერეკლეს, შემოკლებით _ მეფე ერეკლეს უწოდებენ. იმერთის მეფე სოლომონ II-ს კი ყოველთვის იმერეთის მეფეს და არავითარ შემთხვევაში _ საქართველოს მეფე სოლომონს ან შემოკლებით მეფე სოლომონს, მას ყოველთვის მოიხსენიებენ, როგორც იმერეთის მეფე სოლომონს, ანუ სოლომონის სახელთან აუცილებლად აკავშირებენ იმერეთს, ერეკლეს სახელთან კი კახეთს _ არა. ის ან საქართველოს მეფე ერეკლეა ან მეფე ერეკლე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერეკლე იყო საქართველოს მეფე და არა კახეთის მეფე ერეკლე, სოლომონ II კი მარტოდენ ერთი რეგიონის _ იმერეთის მეფე იყო. სოლომონი მართლაც იმერეთის მეფე იყო, მაგრამ ერეკლე საქართველოს მეფე არ ყოფილა, ის კახეთის მეფე გახლდათ. ე.ი. ადგილი აქვს სოლომონის დამცრობას ერეკლესთან შედარებით. ეს არის ისტორიის დამახინჯება.

არადა, სოლომონ II ერეკლეს იმერეთის თავად-აზნაურთა დელეგაცია აახლა და შეუთვალა, გავაერთიანოთ საქართველო, მე არაფერი მინდა, გაერთიანებული საქართველოს მეფედ შენ დაჯექი და ქვეყანა შენ მართეო, ანუ სოლომონ II ერეკლეს საქართველოს უმტკივნეულოდ გაერთიანების გასაღები მიართვა. ეს იყო საქართველოს გაერთიანების ისტორიული შანსი, სადაც სოლომონ II პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული მზესავით ბრწყინავს.; საჭირო იყო მხოლოდ ერეკლეს თანხმობა და… ერეკლემ ჩაიდინა ყოვლად უპატიებელი საქციელი _ უარი თქვა! ამ უარმა კი საქართველოს დიდი ხნით დააკარგვინა დამოუკიდებლობა და ბევრი უბედურება და სისხლი მოუტანა. წარმოიდგინეთ გაერთიანებული საქართველო, მეფედ _ უბრწყინვალესი მხედართმთავარი პატარა კახი, მისი დამხმარე და, ალბათ, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი, ასევე უბრწყინვალესი მხედართმთავარი სოლომონ II, რომელმაც ხრესილთან ისე დაამარცხა ოსმალთა არმია, რომ ამბის მიმტანიც კი არ გაუშვა ცოცხალი. ამის შემდეგ ოსმალები ისე დაშინდნენ, რომ, სანამ სოლომონი იმერეთის მეფე იყო, იმერეთის მიწაზე ფეხის დადგმას ვეღარ ბედავდნენ. ერეკლემ კი საქართველოს გაერთიანებაზე უარი მისი მეუღლის _ ხორეშანის გამო თქვა, რომლის გავლენის ქვეშაც იმყოფებოდა, სამწუხაროდ. ხორეშანის უახლოესი ნათესავი ქართლის მეფე იყო და საქართველოს გაერთიანების შემდეგ ქართლის სამეფოს ტახტი გაუქმდებოდა, ხორეშანის ნათესავი კი მეფობას დაკარგავდა. ამის გამო ერეკლემ დაუშვა ღალატის ტოლფასი შეცდომა _ უარი თქვა საქართველოს გაერთიანებაზე. ჩვენი ისტორიკოსები კი სოლომონ II დამცრობას ცდილობენ, და, როდესაც საკუთარ ბუმბერაზ პატრიოტს ამცრობ, როგორღა გინდა გადარჩე?! მაგრამ ესეც ხომ ამერიკელთა სტრატეგიაა, პატრიოტიზმი წარმოაჩინონ მეორეხარისხოვან, უმნიშვნელო, თითქმის დასაგმობ თვისებად, ხოლო სამშობლოსთვის ცუდის გამკეთებლები _ დადებით, მისაბაძ გმირებად, რათა ბოლომდე ჩაკლან ჩვენში ჯერ კიდევ არსებული პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული.

ტარიელ სვანიძე

P.S. ამა წლის 28 სექტემბერს გაზეთსაქართველო და მსოფლიოს” #35-ში გამოქვეყნდა ამონარიდი სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების საუბრიდან, რომელიცვიკილიქსმაგაავრცელა. იქ ლაპარაკია რევოლუციურ სცენარზე და გადატრიალების მოწყობაზე. მიშა სააკაშვილი ამბობს: “ჰოდა, დაიწყეთ მერე, დრო აღარ იცდისითანამშრომლეთ სხვა პარტიებთან. ინაშვილი, კუკავები, კაციტაძეები, თუნდაც ის ბოჩოლა ალასანია გამოიყენეთ. ბიძინას ხელშია ყველა რესურსი და ძაან გაგვიჭირდება. ყველა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთმოკლედ, ამ მთავრობის დამხობა რომ გადატრიალების გარეშე ვერ მოხდება, ფაქტია. არჩევნების გზით შანსი ნოლია”.

ანუ სააკაშვილი თანაგუნდელებს ავალებდა, ეთანამშრომლათ სხვა პარტიებთან და გამოეყენებინათ ინაშვილი და მისთანანი. სააკაშვილის ნათქვამი ფრაზით კიდევ ერთხელ დამტკიცდა არა ერთი ფაქტითა და არგუმენტით გამყარებული ჩემი თვალსაზრისი პარტიაპატრიოტთა ალიანსზე”.

1 COMMENT

  1. ქართველი კაცი გამოდგა სამწუხაროდ სულით გამყიდველი და ამიტომაც ვიმკით დღეს რაც ხდება ყველაფერს,ნურავის ნუ დავაბრალებთ ჩვენს უბედურებას,გადახედეთ ისტორიას დღემდე და ყველაფერს თვალნათლივ დაინახავთ,ამიტომაც გვიყალბებენ ჩვენს ისტორიას.ერმა რომელმაც თავისი ისტორია არ იცის,მომავალი არ აქვს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here