Home რუბრიკები საზოგადოება ვინ დაგწყევლათ ასე მწარედ, ვაიპატრიოტებო?! ილია ჭავჭავაძის “ასის წლის წინათ” მაინც წაგეკითხათ,...

ვინ დაგწყევლათ ასე მწარედ, ვაიპატრიოტებო?! ილია ჭავჭავაძის “ასის წლის წინათ” მაინც წაგეკითხათ, ფარისევლებო!

580

საჭიროდ მივიჩნევ, გამოვეხმაურო ბოლო ხანს აგორებულ ახალ არაკეთილსინდისიერ პროპაგანდას, რომელიც ყველაზე უფრო აუცილებელ ადამიანურ განცდაზე _ მადლიერებაზე _ აპელირებს.


საუბარია 1992-1993 წლებში აფხაზეთში ქართული შენაერთების მხარეს მებრძოლ უკრაინელებზე, რომელთა ღვაწლი ახლა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გაახსენდა ზოგიერთს (არადა, აფხაზეთის ომის ქართველი ვეტერანების დიდ ნაწილს უკიდურესად უჭირს და ეს არავის ახსოვს). ამ ზოგიერთის აზრით, ქართველებმა სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ კიევს და თვალები დავხუჭოთ ყველაფერზე, მათ შორის, სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებისთვის უკრაინაში სასათბურე პირობების შექმნაზე. მეტიც, რუსეთი ხომ ჩვენი “მტერია”, უკრაინელები კი იმხანად ჩვენთან ერთად თურმე “რუსეთს ებრძოდნენ”.

საქმეც სწორედ ეს არის _ ისინი რუსეთს ებრძოდნენ, რუსეთთან საბრძოლველად იყვნენ ჩამოსულნი. საქართველოს ბედი, როგორც ასეთი, მათთვის არ იყო საინტერესო. აფხაზეთის ომში მონაწილეობდა რამდენიმე (ან რამდენიმე ათეული) უკრაინელი ნაციონალისტი, რადიკალურიუნაუნსოსწევრი. ისინი არასოდეს მალავდნენ, რომ რუსეთის დასასუსტებლად იბრძოდნენ. სხვათა შორის, “უნაუნსომოგვიანებით ჩეჩნების მხარესაც იბრძოდა _ იმ ჩეჩენიბოევიკებისმხარეს, რომლებსაც აფხაზეთში მშვიდობიანი ქართველების სისხლში ჰქონდათ ხელი გასვრილი.

ინტერნეტში ვრცელდება დაკრძალვის კადრები 1992 წელს აფხაზეთში დაღუპული 19 წლის უკრაინელი მებრძოლისა, რომელსაც მამა დასტირის. ამ ფაქტს დასავლეთის მიერ მართული პროპაგანდა ქართველებში ანტირუსული და უკრაინელი ნაციონალისტების სასარგებლო განწყობების გასაღვიძებლად იყენებს. ვიდეოკადრების ავტორი მოუწოდებს ქართველებს, სოლიდარობა გამოუცხადონ უკრაინელ ხალხს, რადგან უკრაინელები თურმე გასაჭირის დროს დაგვეხმარნენ.

კეთილი და პატიოსანი. მეც მივიჩნევ, რომ, მიუხედავად “უნა-უნსოს” წევრების კონკრეტული მოტივისა, ეომათ აფხაზეთში, ჩვენ გულწრფელად მადლიერები უნდა ვიყოთ მათი, რადგან ისინი ქართველების მხარეს იდგნენ. ეს მართალია. ოღონდ არ შეიძლება, სახელმწიფო ინტერესები დავუქვემდებაროთ ემოციებს, მაგრამ ესეც არ არის ახლა მთავარი. თუკი მორალის კატეგორიებით ვიმსჯელებთ, მაშინ მივმართავ ქართველ ვაიპატრიოტებს, რომლებიც უკრაინისადმი სოლიდარობას ითხოვენ რამდენიმე დაღუპული უკრაინელი ნაციონალისტის გამო და ამ დროს უზარმაზარი ღვაწლი, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა ორასი წლის მანძილზე გასწიეს საქართველოს ისტორიაში, დავიწყებული აქვთ.

იცით, რამდენი რუსი ჯარისკაცი შეეწირა სამცხეჯავახეთის გათავისუფლებას?! იცით, რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიხოცა აჭარისა და ტაოკლარჯეთის გამოსახსნელად?! სხვა თუ არაფერი, სწორედ რუსი ჯარისკაცის დამსახურებაა დასავლეთ საქართველოში მონობით ვაჭრობის _ სამარცხვინოტყვის სყიდვისამოძირკვა! ქრისტიანობა და ქართველობა სწორედ რუსეთის მეშვეობით გადარჩა _ ილია ჭავჭავაძისასის წლის წინათმაინც წაგეკითხათ, ფარისევლებო!

არ იცით და არც გინდათ, იცოდეთ! ეს კი უდიდესი უმადურობაა. თქვენისთანების გამო არ უნდა რცხვენოდეს ქართველ კაცს რუსების წინაშე, არ უნდა გვქონდეს უმადური ხალხის სახელი! ამიტომაც გეკითხებით: ვაიპატრიოტებო, ვინ დაგწყევლათ ასე მწარედ, რომ ამხელა უმადურობას ავლენთ?!

ქართველი ხალხი მადლიერია, არ დაივიწყებს არავის ღვაწლს. სწორედ ამიტომ შეუწყო ჩვენმა ორგანიზაციამ ხელი აჭარაში, სოფელ ხუცუბანში, სააკაშვილის ავად სახსენებელი რეჟიმის დროს იავარქმნილი საძმო სასაფლაოს რეაბილიტაციას, სადაც ციხისძირის ბრძოლაში (1878 წლის იანვარში) დაღუპული, აჭარის გათავისუფლებას შეწირული რუსი ჯარისკაცები განისვენებენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის, ისევე, როგორც მანამდე სამცხე-ჯავახეთის გათავისუფლებისას, ქართული შენაერთები რუსების გვერდზე მამაცურად იბრძოდნენ. ისინი ერთგულნი იყვნენ რუსეთის იმპერატორისადმი მიცემული ფიცისა, ამასთანავე, სამშობლოს _საქართველოს ინტერესებს იცავდნენ. მადლობა ღმერთს, რომ ეს გენეტიკურად ახსოვს ნამდვილ, ხალას ქართველ კაცს, როგორებიც ბევრი ვნახე ხუცუბანში და მეგულება საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა ქალაქსა და სოფელში.

ახლა იმასაც იტყვიან: თუკი უკრაინელი ნაციონალისტები რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მაშინ რუსი ჯარისკაცებიც რუსეთის იმპერიისთვის (და არა საქართველოს სიყვარულით) იბრძოდნენო. მათ ვუპასუხებ: დიახ, იმპერიის ინტერესებისთვის იბრძოდნენ, მაგრამ, ჯერ ერთი, რუსი (ისევე, როგორც უკრაინელი და ნებისმიერი სხვა) არ არის ვალდებული, იბრძოლოს  საქართველოს ნაციონალისტურად გაგებული ინტერესებისთვის, და მთავარი: ამ იმპერიის იდეალები იყო ქრისტეს სჯული და მართლმადიდებელი ხელმწიფის ერთგულება, რომელიც სავსებით მისაღები იყო (და უნდა იყოს!) ყველა ნორმალური ქართველისთვის!

დასასრულ, აჭარაც და სამცხეჯავახეთიც, როგორც ვიცით, საქართველოს დარჩა, იგი არც იმპერატორს წაუღია იმქვეყნად, არც _ ლენინსა და სტალინს.

გულბაათ რცხილაძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here