Home რუბრიკები პოლიტიკა აურზაური “ნაცების” ოფისში

აურზაური “ნაცების” ოფისში

535

რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა “ნაცმოძრაობის” მთავარი ოფისი წითლად შეღებეს და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის არცთუ სასიამოვნო წარწერები დატოვეს, თუმცა აეროპორტის ტრასაზე მდებარე შენობა მთავარი ამბების მომსწრე ოდნავ მოგვიანებით გახდა, როცა აქცია დაიშალა და პარტიის მესვეურთა ნაწილი ოფისში მივიდა.


“ნაცმოძრაობის” ლიდერებს აქციის მიმდინარეობის დროსაც ეტყობოდათ, რომ შეცბუნებული იყვნენ, რადგან პარლამენტის შენობის წინ მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი იყო მობილიზებული, რომლებიც “ნაციონალებმა” რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, დედაქალაქის მოსახლეობის აქტივობა კი ამ აქციის მიმართ, პრაქტიკულად, ნულოვანი იყო. აქციაზე ხალხის სიმცირეს ყველაზე მეტად უკრაინაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი გაუმწარებია და თბილისში მყოფი თანაგუნდელები გვარიანად შეუფუცხუნებია. პრეზიდენტყოფილი, თურმე, 15 ნოემბრის აქციაზე 40 ათასი კაცის მიყვანას ვარაუდობდა.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სააგენტო “ნიუსპრესს” განუცხადა, რომ განრისხებული მიშას ზარები ჯერ კიდევ მაშინ დაწყებულა, როცა 16:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე რეგიონებიდან ჩამოყვანილი კოლონების მოსვლამდე, სულ რამდენიმე ასეული ადამიანი დადიოდა.

თანაგუნდელებს სააკაშვილისთვის უთქვამთ, _ ქართული მენტალიტეტის ამბავია, ხალხი ზუსტად 4 საათზე ხომ არ მოვაო. მაგრამ მიშა ამას ვერ დაუმშვიდებია, _ კონტრაქციის მონაწილეები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ჩვენებიო. კადრებს, რომლებიც პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეების შეკრების შემდეგ აჩვენეს, სააკაშვილი უფრო გაუცოფებია, რადგან ამ დროს უკვე სააკაშვილის ზარებს აქციის ორგანიზატორები აღარ პასუხობდნენ. თუმცა ექსპრეზიდენტის რისხვა მათ თავს მოგვიანებით, აქციის დასრულების შემდეგ დაატყდათ: მიხეილ სააკაშვილი თურმე ყვიროდა და პარტიის ელიტას უსაქმურებსა და არაფრისმკეთებლებს უწოდებდა.

სააკაშვილს მოუთხოვია დეტალური ანგარიში იმ თანხისა, რომელიც აქციის ორგანიზებისთვის დაიხარჯა, აგრეთვე, პარტიის თბილისის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლების შეცვლა, რადგან აქციაზე დედაქალაქის მოსახლეობის აქტივობა ძალიან დაბალი იყო. გია ბარამიძეს გაუბედავს და სააკაშვილისთვის უთქვამს, ხელისუფლების რეპრესიების ფონზე 25 ათასი კაცის გამოყვანა მაინც შევძელით და მეტი რა გვექნა, სხვა დროს უფრო მეტი ხალხი გამოვაო. მიშა უფრო გამწარებულა, _ ვის ატყუებთ, 25 ათასი კაცი რუსთაველზე ისე ხალვათად როგორ იდგა, რომ პიონერთა სასახლიდან 1-ელ სკოლამდე ტერიტორია ვერ შეავსოო.

სააკაშვილის თითქმის 20-წუთიანი ყვირილი გიგა ბოკერიას ყელში ამოსვლია და იქით შეუტევია, _ უკრაინიდან და ამერიკიდან დირექტივების მიცემა ადვილია, თუ რამის გამკეთებელი ხარ, ჩამოდი და გააკეთე, თუ არა და ის მაინც დააფასე, რომ ჩვენ აქ ყოველდღე დაპატიმრების შიშის ქვეშ ვართ და მაინც რაღაცას ვაკეთებთ, 2003 წელი არ გეგონოსო. ბოკერიას პრეზიდენტყოფილისთვის 2012 წლის შემოდგომაც შეუხსენებია, როდესაც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მიხეილ სააკაშვილმა “დინამო-არენას” ხალხით გავსება ვერ შეძლო.

P.S. 15 ნოემბრის აქციაზე ხალხის აქტივობა ძალიან დაბალი რომ იყო, გასაკვირი არ არის, რადგანნაციონალურმა მოძრაობამ”, სააკაშვილის მეთაურობით, დასავლეთის მიერ დაკისრებული მისია უკვე ამოწურა: საქართველოში მოშალა განათლება, გაანადგურა კულტურა, სპორტი; ებრძოდა მართლმადიდებლობას; მიისაკუთრა უამრავი ადამიანის ქონება; ციხეებში გამოკეტა, სასტიკად აწამა და ცოცხებით გააუპატიურა ათასობით ადამიანი, ქვეყანას ვალად დაადო მილიარდობით დოლარი და დაკარგა ტერიტორიები

ნაცმოძრაობაგანწირულია ისტორიის სანაგვეზე მოსასროლად, მას ვერც უზარმაზარ თანხების დახარჯვა უშველის და ვერც გოკა გაბაშვილის თვალების ბრიალი, რადგან ამერიკელი მამები ფსონს უკვე ალასანიასთავისუფალ დემოკრატებსადა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებზე დებენ, მაგრამ, როგორც 15 ნოემბრის აქციამ და,საზოგადოდ, ბოლო ხანს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, საზოგადოება მხარს აღარ დაუჭერს საქართველოში კვლავ ისეთი ძალის გაბატონებას, როგორიც ქართველთმოძულენაციონალური მოძრაობაიყო

მომზადებულია NEWSPRESS.GEზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here