Home რუბრიკები საზოგადოება «ითხოვდეთ და მოგეცემათ» ციკლიდან «ივერია ეროვნული იდეოლოგიის გარეშე»

«ითხოვდეთ და მოგეცემათ» ციკლიდან «ივერია ეროვნული იდეოლოგიის გარეშე»

563

«ევრაზიის კიკუდ» აქციეს საქართველო _ ვინც ფულს მისცემს ან რაიმეთი მოისყიდის, ყველას თვალწინ შიშვლდება…


ეროვნული ღირსების გრძნობა დაკარგა სახელმწიფომ (რასაც ნაცხროვის ცხრაწლიანმა მმართველობამ განსაკუთრებით შეუწყო ხელი), ხოლო მთავრობამ და პარლამენტმა _ ეროვნული ინტერესებისათვის ბრძოლის და მათი დაცვის უნარი და სურვილი. ჩვენთვის მისაღებია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის _ დავითოღლუს შეურაცხმყოფელი ნაბოდვარი ბათუმის ჩათვლით ოტომანთა იმპერიის აღდგენის თაობაზე და ის თურქული რუკები, რომლებზეც აჭარა თურქეთის შემადგენლობაშია წარმოჩენილი, ანდა აზიზიეს მეჩეთის ბათუმში თუ სხვა მეჩეთების სხვა რეგიონებში აშენება; მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, სამწუხაროდ, არ გვანაღვლებს უძველესი ქართული ეკლესია-მონასტრების ბედი ტაო-კლარჯეთში, შავშეთში, არტანუჯის მხარეში; არ გვედარდება, ეს უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლები დღემდე რომ ინგრევა და ნადგურდება «მეგობარი  და პარტნიორი თურქეთის» (თუ ჩვენი ისტორიული მტრის?), მოკლედ რომ ვთქვათ, «დახმარებით». უნიათო და პრემიაყლაპია ოდიშარიას დროინდელმა (არაფერს ვამბობ ნაცბანდის კრიმინალ მინისტრებზე) კულტურის სამინისტრომ ისიც ვერ მოახერხა, რომ ამ ძეგლების რესტავრაციის პროექტის განხორციელებაში ქართულ მხარესაც მიეღო მონაწილეობა. სამაგეროდ საყდრისის დანგრევას შეუწყო ხელი. აღარაფერს ვამბობ სააკაშვილის ფაშისტური ხელისუფლების პროთურქულ სახელმწიფო თუ «საოჯახო» ორიენტაციაზე ანდა დღევანდელი თურქული სერიალებით ავსებულ ტელესივრცეზე, მაშინ, როცა ქართული კინო სულს ღაფავს… თურქულმა გენმოდფიცირებულმა, შხამქიმიკატებით და სასუქებით გაჯერებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქტმა ლამის მთლიანად განდევნა ჩვენი გლეხი ქართული ბაზრიდან…

ასევე, დღემდე ვერ მოხერხდა საქართველოს საზღვრის სადემარკაციო ზოლის დადგენა აზერბაიჯანთან _ დავით გარეჯის _ ამ უდიდესი და უძველესი ქართული ქრისტიანული კულტურის კერის, «ასურელ მამათა» გამორჩეული სულიერი სავანის, ყველა გოჯის სამშობლოსათვის დაბრუნება თუ არა, დაცვა მაინც. ვერ მოგვარდა აზერბაიჯანთან ყოველწლიური პრობლემები გიორგობის დღესასწაულზე ქურმუხის წმინდა გიორგის თუ ქრისტიანული ეკლესიებისაკენ მიმავალ გზაზე მომლოცველთა ხელის შეშლასთან (მსუბუქად რომ ვთქვათ) თუ ქართული ლიტერატურის შეტანასთან დაკავშირებით; მაშინ, როცა კომპაქტურად დასახლებულ აზერბაიჯანელებს მათ ეროვნულ დღესასწაულებზე ლამის ჩვენი პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა დაუკლან ცხვარი და გაბრწყინებული სახით მიულოცონ… აღარაფერს ვამბობ კომპარტიის პოლიტბიუროს წევრის _ ალიევის სახელობის სანაპიროზე და სხვ. სამაგიეროდ, ვერ ვიგონებ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჩვენს ძირძველ და ჟამთა გამოისობით დაკარგულ ჰერეთის მიწაზე მცხოვრები ქართველებისათვის ოდესმე რომელიმე ქრისტიანული დღესასწაული მიელოცოს…

არც ლორეტაშირის _ ისტორიული საბარათიანოს, იბერიის სამხრეთი სასპასპეტოს დაკარგული მიწები გვახსოვს და მასზე არსებული ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლები: ნაწილი უკვე სომხურად გადაკეთებული, ნაწლი უკვე განადგურებული, მოკლედ რომ ვთქვათ, დაგვავიწყდა ილიას «სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი»…

უფრო მეტიც, მცხეთის ჯვარი, ვარძია, ატენის სიონი ლამის სომხური კულტურის ძეგლებად გამოაცხადონ, აღარაფერს ვამბობ რუსთაველზე და «ვეფხისტყაოსანზე». აქ რა მოსატანია (ამათთან შედარებით) ხინკლის თუ ხაჭაპურის ანდა ჩურჩხელის «არმენიულ ბლუდებად» გამოცხადება ინგლისურ თუ რუსულენოვან გამოცემებში…

ცალკე საკითხია სომხური და აზერბაიჯანული სკოლებისათვის თუ მედიისათვის ხელშეწყობა და სამთავრობო პროექტები. ძალიან კარგი, ბატონო ჩემო, მაგრამ მებადება კითხვა: რატომ ანალოგიურად (დღეს რომ შემოვიდა მოდაში ე. წ. ადექვატურად) არ იქცევიან ჩვენი კეთილი მეზობლების: თურქეთის, სომხეთისა თუ აზერბაიჯანის მთავრობები ეთნიკური ქართველებისა და ქართული კულტურის ძეგლების მიმართ? ჩვენ  რატომ ვხუჭავთ თვალს ქართველთა დისკრიმინაციაზე? მხოლოდ «რუსეთის მიერ დისკრიმინირებული» ქართველები გვადარდებს? ანდა ის, რომ ლიახვის, ლეხურის და ქსნის ხეობაში ოსები მხოლოდ XVII-XVIII საუკუნეებიდან ჩანან და მანამდე კავკასიის ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ და სწორედ აქედან მოდის სახელწოდება დარიალი _ დარიალან, რაც ირანულად ალანთა, ანუ «ოვსთა» კარს ნიშნავს, როგორც გორგასალის დროს დაერქვა, როცა შემოსული მტერი ვახტანგ მეფემ უკან გააბუნძულა.

მთელი ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე საქართველომ დაკარგა: ტაო-კლარჯეთი, შავშეთი, არტანუჯის მხარე, აჭარის დიდი ნაწილი, პონტო-კაპადოკია, ლორე-ტაშირი, ჰერეთი და დავით გარეჯის ნაწილი, სოჭი, ნიკოფსია, აფხაზეთი, დვალეთ-ცხინვალის მხარე, იალბუზის მთა… და რატომ გიკვირთ ბაქოს «ნეფთჩისა» და საჩხერის «ჩიხურას» მატჩზე გადმოფენილი მთავრობის ზოგიერთი წევრის მიერ «პროვოკაციად» შეფასებული ბანერი წარწერით: «მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია»? იქნებ ამნეზია დამართულ პარლამენტსა და მთავრობის ზოგიერთ წევრს _ ბუსუსიან პრეზერვატივებზე სიზმრებში ჩოხიანად ღრმად ჩაძირულებს და მხოლოდ «შერიგებისკენ ლიბერორიენტირებულებს» გაახსენოს, რომ სამშობლოს დაცვა სჭირდება (და არა მხოლოდ ადამანის უფლებებს), ქართველი ერის ღირსებას კი _ გაფრთხილება!

მე არც ერთი ერი არ მძულს! ყველას თავის ისტორიულ სამშობლოში უშველოს ღმერთმა!

ჩემი ისტორიული სამშობლო და სახატე კი ივერიელთა ბრძენი პატრიარქის _ ილია II-ს ლოცვაში აღვლენილი «მახვილი მესიისა» _ სრულიად საქართველოა «ნიკოფსიიდან დარუბანდამდე»…

ყველას და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. «ბოლოს ყოველივე დაფარული გაცხადდების», _ გვეუბნება სახარება. «ითხოვდეთ და მოგეცემათ!» _ ბრძანებს უფალი…

ვაჟა ოთარაშვილი,

პოეტი, ილია ჭავჭავაძის,

გალაქტიონ ტაბიძისა და ლადო ასათიანის პრემიების ლაურეატი

P.S. ჩვენს «ტრანსორიენტირებულ» ტელევიზიებს კი მხოლოდ ის ადარდებთ, რატომ არ მივიდა უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრემიერივერ გაიგეს, რომ პირველით იწყება თვლაპირველს ზოგჯერ სახელმწიფოს მეთაური, ზოგჯერ პრემიერი, ზოგჯერ პრეზიდენტი ჰქვია. მეფე კი ერთიამაგრამ XIX საუკუნიდან აღარ გვყოლია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here