Home რუბრიკები საზოგადოება სომეხი ვაიმეცნიერების მიერ ისტორიის გაყალბების უპრეცედენტო მცდელობა

სომეხი ვაიმეცნიერების მიერ ისტორიის გაყალბების უპრეცედენტო მცდელობა

1777

მსოფლიოს ისტორიაში ანალოგი არ მოეპოვება მეზობელი ქვეყნის მიმართ ისეთ უპატივცემულობას, ისტორიული წარსულის გაყალბებისა და კულტურული მემკვიდრეობის მითვისების ისეთ მცდელობას, როგორც ამას აკეთებენ სომეხი ვაიმეცნიერები. ისინი ურცხვად ამბობენ: სომხებმა შექმნეს საქართველო და თბილისი, ჩვენ მოვნათლეთ ქართველები, ავუშენეთ სატახტო ქალაქი და მივეცით სამეფო შტოო. განსაკუთრებული იერიში საქართველოს დედაქალაქზე მოაქვთ, მაგრამ ერთ რამეში თვითონაც ვერ გარკვეულან, კერძოდ, თბილისი სლავებმა დააარსეს თუ სომხებმა.


სომეხი ვაიმეცნიერი აკადემიკოსი სურენ აივაზიანი უაპელაციოდ აცხადებს: რას ნიშნავს თბილისი? რუსულად ეს ნიშნავს «თბილ ადგილს.» წარმოიშვა სახელწოდებიდან «ტეპლიცეო». (1)

მაგრამ განა თბილისი ქართულად «თბილს» არ ნიშნავს? ხომ ცნობილია, რომ თბილისმა სახელი აქ არსებული თბილი გოგირდოვანი წყაროებისგან მიიღო. ამასთანავე, ქართულ ისტორიულ წერილობით წყაროებში დაცული უტყუარი ცნობების თანახმად, IV საუკუნის მეორე ნახევარში თბილისი ააშენეს ქართველებმა ციხედ «მცხეთისა», . . საქართველოს ძველი დედაქალაქის _ მცხეთის გასამაგრებლად, ხოლო ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის შუა წლებიდან თბილისის სატახტო ქალაქად გადაქცევას ჩაუყარა საფუძველი და, როგორც «ქართლის ცხოვრება» მოგვითხრობს, მისმა მემკვიდრემ, დაჩიმ «განასრულნა ზღუდენი ტფილისისანი და ვითა ებრძანა ვახტანგს, იგი შეიქმნა სახლად სამეუფოდ».

ძნელბედობის ჟამს სომეხი ხალხისადმი უანგარო დახმარებას, ქართულ მიწა-წყალზე, კერძოდ, თბილისში მათ დასახლებას და, ბუნებრივია, შემდგომში აქ ცხოვრებასა და საქმიანობას ზოგიერთი სხვაგვარ ინტერპრეტაციას აძლევს. საუკუნეების განმავლობაში თბილისმა იმდენი სომეხი შეიფარა, რომ გარკვეულ პერიოდში სომხები რაოდენობრივადაც კი სჭარბობდნენ ქართველებს. ეს მოხდა იმ პერიოდში, როდესაც თბილისში მოსახლეობა მცირე იყო _ 15-20 ათასი კაცი.

ქართული წერილობითი წყაროებიდან ცნობილია, რომ თბილისში 853 წელს 50 ათასი კაცი ცხოვრობდა, ხოლო 1226 წელს – 150 ათასი და მისი მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ.

გარკვეულ პერიოდში თბილისში სომხების სიჭარბე «აძლევს საფუძველს» მიგრანიანებს, მანუკიანებს, აივაზიანებსა და სხვა იანებსა თუ იანცებს, განაცხადონ, ქართველებს სატახტო ქალაქი ავუშენეთო. საინტერესოა, როგორ ახსნიან სომხები ფაქტს, რომ XIX საუკუნეში მათი დედაქალაქის _ ერევნის მოსახლეობის უმრავლესობას თათრები შეადგენდნენ. კერძოდ, 1832 წელს ერევანში 11 463 კაცი ცხოვრობდა, მათგან _ 7 331 თათარი (აზერბაიჯანელი) და მხოლოდ 4 132 _სომეხი, ანუ 36,0 პროცენტი. (2)

1886 წელს შედგენილი საოჯახო სიების მიხედვითაც, ერევანში მეტი თათარი ცხოვრობდა ვიდრე სომეხი. (3) საინტერესოა ისიც, თუ ვისი ქალაქი იყო აშხაბადი, ფრუნზე, კიშინიოვი, ვილნიუსი, დუშამბე, ალმა-ატა, ტაშკენტი, რიგა, რომლებშიც გაცილებით ნაკლები მკვიდრი მოსახლეობა ცხოვრობდა, ვიდრე სხვა ერის წარმომადგენლები. (4)

თუ მიგრანიანებისა და აივაზიანების მოსაზრებას გავიზიარებთ, მაშინ ერევანი საქართველოს ქალაქი ყოფილა. ცნობილია, რომ XII საუკუნესა და XIII საუკუნის I მეოთხედში საქართველომ შემოიერთა ისტორიული სომხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ, ქალაქი ერევანიც, რომელსაც XIV საუკუნეშიც კი საქართველოს ქალაქად მიიჩნევდნენ თვითონ სომხებიც. (5)

მაგალითად, 1336 წელს ყირიმში გადაწერილ სომხური ხელნაწერის ანდერძ-მინაწერში გადამწერი ორჯერ აღნიშნავს: «მოვედი საქართველოდან, ეჩმიაძინის მეზობელ შესანიშნავ ქალაქ ერევნიდან.» (6) სიყალბის ნიმუშია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, ვინმე მანუკ მანუკიანის სტატია: «საუკუნის მანძილზე ასიმილირებულია საქართველოს სომხობის ნახევარი.» ავტორის მიერ მოტანილ არც ერთ მონაცემს რეალობასთან ოდნავი შეხებაც არ აქვს. მანუკიანი ციფრობრივ მონაცემებს თვითონვე თხზავს, მაგრამ იმდენი ჭკუა არ ჰყოფნის, რომ ფანტასტიკის სამყაროში არ გადავიდეს. აშკარაა მისი დაფარული მიზნებიც. სომეხი «ისტორიკოსი» ქართულ მიწებს სომხურად აცხადებს და ქართველებისგან მტრის ხატის შექმნას ცდილობს, მაგრამ რა შეიძლება მოჰყვეს ამას, არ აღელვებს. იგი შუღლსა და მტრობას თესავს ორ მეზობელ ხალხებს შორის, რომლებსაც თავიანთი ქვეყნების დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე აქვთ გასაკეთებელი.

მანუკიანი წერს: «მე-18 საუკუნის დასაწყისში, თბილისში მცხოვრები 20 000 ადამიანისგან 12 000 სომეხი იყო. ამდენ ადამიანს ბუნებრივი ასიმილაცია რომ არ განეცადა, XX საუკუნის დასაწყისში თბილისში სომხების რაოდენობა 2,5 მილიონს მიაღწევდა». ჯერ ერთი, მე-18 საუკუნეში მეტად ძნელია თბილისის მოსახლეობის რაოდენობის და, მით უმეტეს, ეროვნული შემადგენლობის დადგენა. და მეორე _ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს, 1897 წელს, რუსეთის იმპერიის მიერ ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით, თბილისში მხოლოდ 160 000 კაცი ცხოვრობდა და არა _ 4,2 მილიონი (მანუკიანის გაანგარიშებით, თუ 12 000 სომეხი მე-20 საუკუნის დასაწყისში 2,5 მილიონს მიაღწევდა, მაშინ 8 ათასი ქართველი ამავე პერიოდში 1,7 მილიონი უნდა ყოფილიყო, სულ კი თბილისის მოსახლეობას 4,2 მილიონი კაცი უნდა შეედგინა). მანუკიანი ისეა დაბრმავებული ბნელი ზრახვებით, ერთი წუთითაც არ უფიქრდება, რომ 4,2- მილიონიანი ქალაქი იმ პერიოდის მსოფლიოში საერთოდ არსებობდა თუ არა. 1897 წელს მოსკოვის მოსახლეობა _ 1 039 ათასს, პეტერბურგისა _ 1265 ათასს, ხოლო კიევისა _ 248 ათას კაცს შეადგენდა. (7)

თუ მანუკიანის გაანგარიშებით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ ამჟამად მსოფლიოში 7 მილიარდი კაცის ნაცვლად 218 მილიარდი უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მანუკ მანუკიანი ხაზს უსვამს, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას სომხები შეადგენდნენ და ამით ამ გარემოებას სხვაგვარ დატვირთვას ანიჭებს. არადა, თბილისი, მიუხედავად მისი მრავალეროვნულობისა, ყოველთვის და, შეიძლება ითქვას, მთლიანად ქართული ყოფის, ტრადიციებისა და სულის გამომსახველი იყო.

საუკუნეების განმავლობაში მტრებისგან შევიწროებული სომხები ყოველთვის პოულობდნენ თავშესაფარს საქართველოსა და მის დედაქალაქში. ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელმა თბილისის აღების შემდეგ დედაქალაქში ბევრი ანისელი სომეხიც ჩაასახლა იქ ქრისტიანობის გაძლიერების მიზნით და მათ ქართველებთან გათანაბრებული მოქალაქეობრივი უფლებები მისცა. (8) ამასთანავე, მათეოს ურხაეცის ცნობით, დავით აღმაშენებელმა გორში სომეხი ვაჭრები ჩაასახლა და მათ პრივილეგიური პირობები შეუქმნა. (9) სომეხი ისტორიკოსები დავით აღმაშენებელს დიდი პატივისცემით მოიხსენიებენ, როგორც სომეხთა მფარველსა და მათ მოჭირნახულეს. როგორც ვ. ნალბანდიანი აღნიშნავს, თემურლენგის შემოსევების დროს მოძმე ქართველი ხალხი, მიუხედავად თავისი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობისა, შემწეობის ხელს უწვდიდა უფრო მძიმე პირობეში მყოფ სომეხ ხალხს, რომელიც მოკლებული იყო სახელმწიფოებრიობას. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა, რასაც მე-15 საუკუნის ცნობილი სომეხი ისტორიკოსი თოვმა მეწოფეცი გადმოგვცემს: «1431 წელს სასტიკი შიმშილი დაიწყო ჩვენს ქვეყანაში როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა შორის, ისე, რომ შეჭამეს ძაღლები და კატები, გვამები, ცხენები, ვირები, ჯორები და აქლემები. აღარაფერი რომ არ დარჩათ, მაშინ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს მიმართეს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ … ფარულად და აშკარად ათასი კაცი შეჭამეს… მორწმუნენი ზამთრის ჟამს არარატის გავარიდან აიყარნენ და საქართველოსკენ გასწიეს.» (10) კიდევ უფრო ადრე, მონღოლთა შემოსევების დროს, სომეხი მოსახლეობის ნაწილმა საქართველოს ცენტრალურ რაიონებს მიაშურა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მოსახლეობა მეტად მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი, თანაგრძნობით შეხვდა ყარსიდან აყრილ თანამოძმეებს. XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსი კირაკოს განძაკეცი შენიშნავს: «ქართველები… ძალზე კეთილნი და გულითადნი იყვნენ მოსულების მიმართ, რომლებიც მათთან თავშესაფარს ეძებდნენ.» (11)

ოსმალო ავტორის, გურჯიზადეს, თხზულებაში დაცულია სომხების თბილისში დასახლების ცნობა. იბრაჰიმ ფაშამ 1723 წელს «განჯიდან თბილისისკენ მოაბრუნა სადავე, დამორჩილებულ და დაქვემდებარებულ სომეხთა ტომიდან 3 000 რეია წამოიყვანა და თბილისში დაასახლა.» (12)

1804 წელს თბილისში 2 000-ზე მეტი სომეხი გადმოსახლდა.(13) ამ პერიოდში აღა მაჰმად ხანის შემოსევის გამო თბილისი თითქმის დაცლილი იყო ქართველი მოსახლეობისგან. 1897-1910 წლებში თბილისში სომხების რაოდენობა 47 000-დან 125 000-მდე გაიზარდა. მათგან 68 ათასი ახალმოსული სომეხი იყო, უპირატესად თურქეთიდან. (14)

საქართველოს ხელისუფლება მტრებთან გამუდმებული ბრძოლების შედეგად შეთხელებული ქართული მოსახლეობის შევსებას მეზობელი ქვეყნებიდან შემოყვანილი ხალხების ხარჯზე ცდილობდა. ქართულ ისტორიულ წერილობით წყაროებსა და დოკუმენტებში არაერთი ცნობაა დაცული საქართველოში სომხების, ოსების, ბერძნების, ლეკების, ჩერქეზების, ელის თათრების შემოყვანის შესახებ. მათ დასამაგრებლად გარკვეულ შეღავათებსაც აწესებდნენ. ქართველი მეფეები და დიდებულები ცდილობდნენ, თბილისში შემოეყვანათ სომეხი ვაჭრები, რომლებიც გადასახადს თეთრით იხდიდნენ, ფული კი ძნელი საშოვარი იყო იმდროინდელ საქართველოში. ამასთანავე, სომხები ძირითადად აღებ-მიცემობას მისდევდნენ და ეს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლასაც უწყობდა ხელს. შემთხვევითი არ არის «ქართლის ცხოვრებაში» დაცული ცნობა იმის თაობაზე, რომ, როდესაც იმერეთის მპყრობელმა ალექსანდრე III-მ (1639-1661) მოინდომა დადიანის ტყვეობიდან თავისი მამა გამოეხსნა, დადიანმა სანაცვლოდ ჩიხორსა და ჩხარში დასახლებული სომხები მოითხოვა: «დადიანმა სთხოვა ჩიხორსა და ჩხარს სომხები სახსრად. აჰყარა და მისცა, რაც შემოუკუეთა, და გამოიხსნა მამა თვისი და მოიყვანა იმერეთს.» (15) ამ ამბავს იტალიელი მისიონერი დონ ქრისტეფორო დე კასტელიც გადმოგვცემს, რომელიც 1627-1654 წლებში საქართველოში იმყოფებოდა: «იმერეთის მეფეს გიორგის ვალდებულება უკისრია… იმერეთიდან სომეხთა და ებრაელთა მოსახლეობა სამეგრელოში გაეგზავნა იქ სავაჭრო მეურნეობის მოსაწყობად». (16)

ეკონომიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი 1779 წელს ერევანში ლაშქრობისას ერეკლე II-ის მიერ რვა სოფლის მოსახლეობის აყრა და საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში ჩასახლება. (17) აღსანიშნავია ისიც, რომ ცალკეულ შემთხვევებში სომხები პირადი ინიციატივითაც გადმოდიოდნენ თავშესაფრის საძებნელად თუ ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად საქართველოში, უმეტესად _ თბილისში.

1863 წელს თბილისის მოსახლეობა 62 318 კაცი იყო და მათგან ახალმოსული _ 14 928, რომელთა სამ მეოთხედსაც სომხები შეადგენდნენ. (18)

საქართველოში და, კერძოდ, თბილისში სომხები დიდი რაოდენობით ჩამოსახლდნენ 1930-იან წლებშიც. შედეგად 1939 წელს სომხების რაოდენობა საქართველოში 415 ათასი იყო, ნაცვლად 307 ათასისა 1926 წელს. 13 წლის განმავლობაში სომხების რაოდენობის ზრდა 108 ათასი კაცით, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა მხოლოდ ბუნებრივ მატებას გამოეწვია.

ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ესეც ნათელ წარმდგენას გვიქმნის თბილისში სომხების გადმოსახლების მასშტაბებზე.

ამის მიუხედავად, სომეხი ვაიმეცნიერები ცდილობენ ისტორიის ხელახლა გადაწერას და ამისთვის სიცრუესა და გამოგონილ ამბებს არ ერიდებიან.

საქართველოსა და მის დედაქალაქში სომხების მასობრივად გადმოსახლებისა და დამკვიდრების შესახებ უცხოელი და თვით სომეხი მეცნიერებიც აღნიშნავენ თავიანთ შრომებში. ამ მხრივ აღსანიშნავია რუსი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის ევგენი მარკოვის (რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში იმყოფებოდა საქართველოში) ნაშრომი «კავკასიური ნარკვევები», რომლებშიც იგი ხსნის იმ მიზეზებს, რომლებმაც განაპირობა თბილისის მოსახლეობის საერთო რაოდენობაში ქართველების სიმცირე სომხებთან შედარებით. (19) მარკოვის აზრით, «სომხები, ქართველებთან შედარებით, გამოირჩეოდნენ უფრო მშვიდობიანი, წყნარი ცხოვრებით. გამომდინარე მათი ცხოვრების წესიდან, ძირითადად, ეწეოდნენ ვაჭრობასა და ხელოსნობას და ამიტომ მათი ყველაზე ნაკლებად ეშინოდათ გამარჯვებულებს და ამიტომაც სომხები ნაკლებად იღუპებოდნენ შემოსევებისა და ომების დროს.

ამის გარდა, საუკუნეების განმავლობაში ახალგაზრდა ქართველ ქალებსა და ვაჟებს, რომლებიც განთქმულნი იყვნენ სილამაზით, ჰყიდდნენ აღმოსავლეთსა და კონსტანტინეპოლში.» (20) მარკოვი აღნიშნავს, რომ «ფრანგი კონსული გამბა უშუალოდ იყო იმის მოწმე, როგორ გადმოსახლდა თურქეთიდან მრავალი სომეხი თბილისსა და სხვა ქალაქებში, სადაც მათ იცავდა რუსული კანონი თურქეთის სამეფოს ყოველგვარი უკანონობისა და უწესრიგობისგან.» (21) საბოლოოდ კი ასკვნის: «თბილისელი სომხები ისე აიგივებენ საკუთარ თავს ქართველებთან, რომ ბევრმა მათგანმა მხოლოდ ახლახან დაიწყო სომხურის სწავლა, დიდი უმრავლესობა კი ლაპარაკობს და ცხოვრობს ქართული ცხოვრების წესით. ასეთი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ძველი დროიდან ძლიერ დაეხმარა მათ, მთლიანად მოეცვათ საქართველოს დედაქალაქი, ხელში ჩაეგდოთ და მიეტაცებინათ მთელი ვაჭრობა და ფულადი მასა და, შესაბამისად, ძალაუფლება.»  (22)

სათანადო ცნობებისა და დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე დაახლოებით ანალოგიურ აზრს გამოთქვამს ამერიკელი მეცნიერი, წარმოშობით სომეხი . კოჩიკიანი: «რუსეთთურქეთის 1828-1829 წლების ომამდე გადასახლებულ სომეხთა უმრავლესობა საქართველოს დედაქალაქ თბილისში ცხოვრობდა. როდესაც ქვეყნის სამხრეთი რაიონები რუსეთს შეუერთდა, ბევრი სომეხი ოსმალეთის იმპერიიდან ემიგრაციაში წავიდა, დასახლდა მესხეთსა და ჯავახეთში, სადაც თანდათანობით შეადგინეს მოსახლეობის უმრავლესობა. ამჟამად ამ ტერიტორიების მცხოვრებთა ძირითადი ნაწილი იმ სომხების შთამომავლები არიან, რომლებმაც დატოვეს ერზრუმი 1877-1878 წლების რუსეთთურქეთის ომის შემდეგ». (23)

რუსი მოღვაწე ი. კაიადპევი, რომელმაც კავკასიაში თითქმის 20 წელი იცხოვრა, 1902 წელს პეტერბურგში გამოცემულ წიგნში მიუთითებდა, რომ «სომხები თბილისში «ქართველების კუთვნილ, 7-8 ათას მანეთად ღირებულ, სახლებს ხელში 200-300 მანეთად იგდებდნენ და ამ საქმეში განსაცვიფრებელ ვირტუოზულობას იჩენდნენ». (24) «აი, ასეთ შედეგს მიაღწია სომეხმა ერმა, რომელიც არასოდეს ყოფილა საქართველოს მკვიდრი მოსახლეობა». (25) ანალოგიურ მოსაზრებებს გამოთქვამს XIX-XX საუკუნეების ცნობილი რუსი ისტორიკოსი ვ. ველიჩკო წიგნში «Кთვკთზ, Рუყყკრე ლეორ მ სედლუაოესენნძე ვრაპრყძ». ი. კაიადპევმა საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში შეამჩნია, რომ სომხები, კოლოსალური სიმდიდრის შეძენასთან ერთად, ცდილობდნენ, ქართული კულტურული მემკვიდრეობის წაშლას და მათ მითვისებას. იგი აღნიშნავს, რომ სომხებმა რამდენიმე მართლმადიდებლურ ტაძარში გაანადგურეს ქართული წარწერები, შეცვალეს განადგურებული წარწერები სომხური წარწერებით და ქართული ტაძრები სომხურ-გრიგორიანულ ტაძრებად გადააკეთეს. ამასთანავე, მდიდარი სომხები ყიდულობდნენ მიწებს და ამ მიწებზე ასახლებდნენ სომეხ იმიგრანტებს». (26)

საბოლოდ სომხებმა ვაჭრობის სფეროში გაბატონებული მდგომარეობა დაიკავეს საქართველოში. რუსი მოღვაწე ევგენი მარკოვი მიუთითებს, რომ სომხებთან შედარებით, მათი პრაქტიკული თვისებების გამო, რომ არაფერი ვთქვათ ქართველების, თათრების, რუსების ეკონომიკურ დამონებაზე, ებრაელებიც კი, რომლებიც თავიანთი დახელოვნებული ექსპლოატაციით მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დრტვინვას იწვევენ, სომხის თანდასწრებით ბალახზე დაბლები არიან, წყალზე ჩუმი და აღარ წარმოადგენენ საშიშ ელემენტს ისევე, როგორც დიდი ვირთხის შემყურე პატარა თაგუნა. (27)

იმდროინდელი სომეხი მოღვაწეები სომხებს კავკასიაში მოწინავე, მომავლის მქონე ხალხს უწოდებდნენ, ქართველ თავადაზნაურობას კი დაძაბუნებულად თვლიდნენ და შუა საუკუნეების გადმონაშთს ეძახდნენ. (28)

ის, რაც ზემოთ ითქვა, ეხება მხოლოდ სომეხ ვაიმეცნიერებსა და მათ დამქაშებს. საქართველოში მცხოვრებ სომხებს გულწრფელად უყვარდათ საქართველო და მისი დედაქალაქი. ცნობილი სომეხი პოეტი ჰოვანეს თუმანიანი ქართველი და სომეხი ხალხების მეგობრობის მგზნებარე დამცველი იყო. მას 13 შვილი ჰყავდა. ოსმალეთის ომის დროს, სადაც მისი უფროსი ვაჟი დაიღუპა, ჰოვანეს თუმანიანმა შვიდი ქალიშვილი გაგზავნა ფრონტზე მოწყალების დებად. «როცა სომხეთის დაშნაკურმა მთავრობამ საქართველოს ჯარი შემოუსია, ჰოვანეს თუმანიანის რამდენიმე ქალიშვილი ერევანში მოხვდა და მან უბრძანა შვილებს, არ მიეღოთ მონაწილეობა ამ ომში, თორემ დაწყევლიდა». საქართველოსა და სომხეთს _ მეზობელ ქრისტიანულ ქვეყნებს _ ჰქონდათ სახელმწიფოებრივი აყვავების პერიოდები, როდესაც შეიქმნა საკაცობრიო მნიშვნელობის კულტურული ღირებულებები. ამასთანავე, დამოუკიდებლობის დაკარგვის, უცხო ტომთა მოძალების, რბევა-აწიოკების ჟამიც გადაუტანიათ. ბუნებრივია, მათ შორისაც იყო გაუგებრობის შემთხვევები, მაგრამ ამას ყოველთვის გადაფარავდა ხოლმე ძმური თანაცხოვრებისა და საერთო-ეროვნული ინტერესების გათავისების სურვილი. როგორც დიდი ილია ამბობდა, ჩვენ ჩრდილოეთით ვინახავდით სომხებს და სომხები ჩვენ გვინახავდნენ სამხრეთით. სამწუხაროა, რომ ეს უდავო ჭეშმარიტება ზოგს დღემდე ვერ გაუცნობიერებია და თავისი აუწონავი სიტყვით ორ მეგობარ ხალხს შორის ქმნის დაპირისპირებას და ამით ორივე ხალხის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.

ანზორ თოთაძე,

პროფესორი, დემოგრაფი

 

 

 

 

4 COMMENTS

  1. ანზორ ანთაძეს.

    სომეხი მეცნიერები გასაგებია. მაგრამ ქართველი მეცნიერების (დღევანდელი) მიერ ისტორიის გაყალბების უპრეცედენტო მცდელობა რომ მიმდინარეობს -ამაზე არს იტყით? მარტო კაბადოკია (ისტორიული ჭანეთი) არარის საკმარისი? მთელი რეგიონი წაშალეთ. და რატომ?

    • რომელ ისტორიას აყალბებენ ქართველი მეცნიერები? თუ შეიძლება, უფრო კონკრეტულად!

  2. ისევ ანზორ თოთაზეს. ჯანაშიას ნაშრომი ,, თუბალ , თაბალი , ტიბარენი , იბერი , რატომ გავიწყდებათ? აი ვისი ქალაქი იყო თბილისი. როდის მიატოვებთ ისტორიის პროფანაციას? 21 საუკუნეა . სტალინი დიდი ხანია მოკვდა.

  3. მართალია თავად ქართველი მეცნიერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ჰერების ალბანელებად გამოცხადებაში,რაც სადაო საკითხია.სხვას რა უნდა მოსთხოვო?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here