Home რუბრიკები პოლიტიკა პოლ კრეიგ რობერტსი: დაემუქრა რა რუსეთს, იდიოტმა თეთრი სახლიდან აშშ-ს დაარტყა!

პოლ კრეიგ რობერტსი: დაემუქრა რა რუსეთს, იდიოტმა თეთრი სახლიდან აშშ-ს დაარტყა!

646

უკრაინაში კრიზისი ვაშინგტონმა დაგეგმა და გამოიწვია  არასამთავრობო ორგანიზაციების, ამერიკული «მეხუთე კოლონების» მეშვეობით, რომლებიც  დემოკრატიის დამყარებისა და ადამიანის უფლებების ნიღბით მოქმედებენ. ვაშინგტონმა კი რუსეთისთვის სანქციების დაწესების მუქარით საკუთარ თავს დაარტყა, რადგან რუსეთი BRICS (შემოკლ. Brazil, Russia, India, China, South Africa)-ის სხვა ქვეყნებთან ერთად დოლარის საგადასახადო სისტემიდან გამოსვლას გეგმავს, რაც დოლარის ჩამოშლას გამოიწვევს,» _ განაცხადა Opednews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკელმა ეკონომისტმა, პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხების მიმომხილველმა პოლ კრეიგ რობერტსმა.


ამერიკელი მიმომხილველი ამბობს, რომ რუსეთის მოქმედებას დიდი გულისყურით აკვირდება ვაშინგტონი და ეს დაკავშირებულია ბჟეზინსკისა და ვულფოვიცის დოქტრინებთან. პოლ კრეიგ რობერტსი ბჟეზინსკის დოქტრინას ასე ახასიათებს: სსრკ-ის დაშლის შემდეგ აშშ-ს თავიდან უნდა აეცილებინა რუსეთის ჩამოყალიბება ისეთივე ძლიერ სახელმწიფოდ, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი. ამისათვის კი, ბჟეზინსკის აზრით, აშშ-ს თავისი კონტროლისთვის უნდა დაექვემდებარებინა ევრაზია. სწორედ ეს დოქტრინა გამოიყენა ვაშინგტონმა ყველა იმ შეთანხმების დასარღვევად, რომლებიც გორბაჩოვმა და რეიგანმა დადეს.

ეს კი ვაშინგტონს ალიანსის შემადგენლობაში აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების შეყვანის გზით ნატოს გასაფართოებლად სჭირდებოდა რუსეთის საზღვრებამდე, აგრეთვე, გავლენის გასაძლიერებლად სსრკ-ის ყოფილ ნაწილებზე _ უკრაინასა და საქართველოზე. ამრიგად, ამბობს რობერტსი, _ ბჟეზინსკის დოქტრინა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი უნდა დაიშალოს პატარა ნაწილებად, რათა მან ვეღარასოდეს შეძლოს ამერიკის ინიციატივების ბლოკირება.

ვულფოვიცი კი, ამერიკელი მიმომხილველის აზრით, კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ აშშმა უნდა შეაფერხოს განვითარება ნებისმიერი ქვეყნისა (მათ შორის, ჩინეთის), რომლებიც კი ხელს შეუშლიან ამერიკის ჰეგემონიას.

ვულფოვიცი ამტკიცებს, რომ არც ერთი საზოგადოებრივპოლიტიკური წყობილება არ არის სიცოცხლისუნარიანი, გარდა ამერიკული კაპიტალიზმისა. და ახლა, სახელდობრ, ეს დოქტრინა განსაკუთრებულობისა, ამერიკელების რჩეულობისა განსაზღვრავს აშშის საგარეო პოლიტიკას.

სწორედ ამ დოქტრინის მიხედვით, რუსეთი და ჩინეთი გზაზე ვერ უნდა გადაეღობონ აშშ. პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების ამერიკული მიმომხილველის აზრით, სწორედ ამ მიზეზით დაიწყო უკრაინის კრიზისი. საერთოდ კი, უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში იყო რუსეთის შემადგენლობაში და მას სსრკ-ის დაშლის შემდეგ გამოეყო, რაშიც დიდი წვლილი აშშ-ს მიუძღვის.

უკრაინის დიდი ნაწილი _ ყოფილი საბჭოთა ტერიტორიები _ კომუნისტური პარტიის ლიდერებმა მიუერთეს უკრაინას, მაგალითად, ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში 1954 წელს შეიყვანა ნიკიტა ხრუშჩოვმა. «აზრი გადატრიალებისა, რომელიც ვაშინგტონმა მოაწყო უკრაინაში, არის ის, რომ თავისი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფინანსების (ბოლო ათი წლის განმავლობაში 5 მილიარდი დოლარი) გამოყენებით გამოეზარდა პოლიტიკოსები, რომლებიც ვაშინგტონს მოემსახურებოდნენ და მათ ინტერესებს გაატარებდნენ. ამასთანავე, ეს ორგანიზაციები ყოველთვის მუშაობდნენ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ნიღბით, სინამდვილეში კი ისინი ვაშინგტონის «მეხუთე კოლონებია». ასე მოქმედებს აშშ საქართველოშივარდების რევოლუცია» _ 2003 .), უკრაინაშინარინჯისფერი რევოლუცია» _ 2004 .) და სხვა ქვეყნებშიც. ამასთანავე, ბევრს გულწრფელად სჯერა, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ნამდვილად იბრძვიან ადამიანის უფლებების დასაცავად», _ ამბობს პოლ კრეიგ რობერტსი.

ასე რომ, როდესაც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უარი განაცხადა, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, ვაშინგტონმა ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ქუჩაში გამოიყვანა და პროტესტმა ნაციონალისტების მონაწილეობით ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

ვაშინგტონმა შექმნა პრეცენდენტი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობისა სახელმწიფო გადატრიალების გზით და ეს ძალიან ძლიერი დარტყმა აღმოჩნდა უკრაინული დემოკრატიისთვის.

ვაშინგტონმა იმიტომ მოაწყო კრიზისი უკრაინაში, რომ სურდა მოსკოვის ყურადღების გადატანა იმისგან, რასაც თეთრი სახლი გეგმავს სირიასა და ირანში, _ მიიჩნევს ამერიკელი მიმომხილველი.

რუსეთის დემონიზაციით, ყველაზე საშინელ საფრთხედ მისი წარმოჩენით, ვაშინგტონი ცდილობს, დაანგრიოს ევროპისა და რუსეთის საკმაოდ მტკიცე ურთიერთობა. ამ საფრთხის გამო აშშმა ახალი სამხედრო ბაზები უნდა ააშენოს აღმოსავლეთ ევროპაში, გაგზავნოს თვითმფრინავები პოლონეთში, ჯარები _ ბალტიისპირეთში, ჩაატაროს სამხედრო წვრთნები რუსეთის საზღვრებთან. ამის გამო ევროპული ქვეყნების ლიდერებს უჭირთ, განაცხადონ, რომ სურთ, კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ რუსეთთან.

რუსეთის დემონიზაციას იყენებენ იმისთვის, რომ ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ის თვალსაზრისი გაიაზრონ მთავარ სტრატეგიულ საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს.

პოლ კრეიგ რობერტსის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ძალიან რთულ სიტუაციაშია. უკრაინის რამდენიმე რეგიონმა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რუსეთთან მიერთების თაობაზე განაცხადა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ეს რეგიონები რუსეთის შემადგენლობაში არ მიიღო, რის გამოც რუსი ნაციონალისტების მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

ვაშინგტონი კი განაგრძობს ტყუილების თქმას, რომ რუსეთი თავის სამხედრო შენაერთებს უკრაინის საზღვრებთან უყრის თავს და სახალხო ლაშქარს იარაღით ამარაგებს. ასე რომ, _ ამბობს რობერტსი, _ პუტინი ორივე შემთხვევაში წაგებულია და ვაშინგტონის პროპაგანდა თავის საქმეს აკეთებს. სხვათა შორის, არც გერმანიას და არც საფრანგეთს არ სურთ რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება, რადგან ასეთ შემთხვევაში ამ ქვეყნებში ბიზნესი დაზარალდება. თუკი გერმანია (ან საფრანგეთი) თავს დააღწევს «ამერიკის მარწუხებს» და უარს იტყვის ვაშინგტონის სქემაში მონაწილეობაზე, კრიზისიდან გამარჯვებული რუსეთი გამოვა.

პოლ კრეიგ რობერტსი Opednews-ს იმის შესახებაც ესაუბრა, რა ემუქრება ვაშინგტონს, თუკი რუსეთი და სხვა ქვეყნები უარს იტყვიან დოლარზე და გადავლენ ევროსა და იუანზე.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დოლარი მსოფლიოს სარეზერვო ვალუტად ითვლება, ის ასრულებს ფუნქციას, რომელსაც ადრე ოქრო ასრულებდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონი, რობერტსის თქმით, უბრალოდ, ფულს ბეჭდავდა და ასე აწარმოებდა ანგარიშსწორებას. სწორედ ეს არის აშშის ძირითადი უპირატესობა და, საერთოდ, ამერიკის ძლიერების საფუძველი. ეს არის ფინანსური ჰეგემონია, რომელსაც აშშ აღწევს დოლარის მეშვეობით. მსოფლიო წლების განმავლობაში უყურებდა, როგორ ბეჭდავდა აშშ დოლარებს, მაგრამ მათ არ უზრუნველყოფდა საქონლითა და მომსახურებით. ახლა დოლარი უფასურდება და ვინც თავის დანაზოგს დოლარებში ინახავს, შეშფოთებულია. აი, ამ მომენტში გაჩნდნენ BRICSის ქვეყნები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა), რომლებსაც სურთ, ერთმანეთში თავიანთი ვალუტით ივაჭრონ და არა _ დოლარებით. ანალოგიური შეთანხმება დადეს ავსტრალიამ და ჩინეთმაც, აგრეთვე, _ ჩინეთმა და იაპონიამ. პროცესი დაიწყო. და, როცა ვაშინგტონი რეალური სანქციებით დაემუქრა, რუსეთმა მსოფლიოს სარეზერვო სისტემა კარის გაჯახუნებით დატოვა და ჩინეთთან უდიდესი ენერგეტიკული გარიგება დადო.

რუსეთს, ალბათ, სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან. დოლარზე მოთხოვნა შემცირდება და ვაშინგტონი დიდი ინფლაციის წინაშე აღმოჩნდება, ამერიკელები კი _ იმპორტულ საქონელზე ფასების მომატებას ვერ ასცდებიან _ ამერიკა ხომ იმპორტზე ძალიან არის დამოკიდებული.

ყველაფერი ეს იმაზე მიუთითებს, რომ თავისი «ქედმაღლობისა და სიამაყის გამო ვაშინგტონი, რომელსაც განზრახული ჰქონდა, რუსეთისთვის ევნო, ვერც კი აცნობიერებს, რომ ამით თვითონ იზარალებს _ თუკი დოლარის სისტემიდან გამოვა BRICSის ხუთი ქვეყანა, რომელთა მოსახლეობაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარია, პირველ რიგში, აშშ დაზარალდება.

«ეს არის გამანადგურებელი დარტყმა, რომელიც ქვეყანას რუსეთისადმი დამუქრებით მიაყენა იდიოტმა თეთრი სახლიდან. ეს მეტყველებს იმაზე, როგორი ჭკვიანები არიან იქ, ვაშინგტონში. ეს აჩვენებს, როგორ ანგრევს აზროვნებას სიამაყე და ქედმაღლობა. ამით ვაშინგტონი ვერაფერს მოიგებს, ხოლო მოიგებს დანარჩენი მსოფლიო, რადგან ქვეყნები თავს დააღწევენ ამერიკის ფინანსურ კონტროლს, და, რა თქმა უნდა, დოლარი სარეზერვო ვალუტა აღარ იქნება. მასთან ერთად, წარსულს ჩაბარდება საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. არადა, ეს ფონდი მთავარი ინსტრუმენტია, რომლის დახმარებითაც ბანკირები სხვა ქვეყნებს ძარცვავენ. სწორედ ამ ინსტრუმენტით აპირებენ ისინი უკრაინის გაძარცვას, ამ ქვეყანასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ხელშეკრულება ხომ უკვე გაფორმებულია და უკრაინას კუდის რიკამდე გაატყავებენ. და, თუკი დოლარი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი წარსულს ჩაბარდება, ანალოგიური რამ დაემართება მსოფლიო ბანკსაც _ ესენი ხომ ძარცვის ინსტრუმენტებია, რომლებსაც დასავლეთი დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა სხვა ქვეყნების გასაღატაკებლად», _ ასკვნის პოლ კრეიგ რობერტსი.

მოამზადა

ნიკა მაისურაძემ,

Opednewsის მიხედვით

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here