Home რუბრიკები პოლიტიკა ნატოს ბაირაღები

ნატოს ბაირაღები

953

ამ წიგნში _ «ნატო მაკიაჟის გარეშე» _ თავმოყრილი მასალები სულაც არ არის პროპაგანდისტული იარაღის მჭიდში ჩაწყობილი ფუჭი ვაზნები, რომლებსაც ხმაურიანი ეფექტის მოსახდენად იყენებენ ხოლმე. სსიპ «ისტორიულმა მემკვიდრეობამ» ფართო მკითხველს სერიოზული ანალიტიკური ნაშრომი წარუდგინა, რომელიც ჩრდილოატლანტიკური პაქტის რეალურ სახეს წარმოაჩენს. დაახლოებით ისეა, როგორც სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ფასადური ფერუმარილის ძალით ჩამორეცხვა.


მსუბუქ პარალელად ჩათვალეთ ზემოთ ნათქვამი.

ხოლო სერიოზულად კრებულის წინასიტყვაობაშია: «ნატო იქცა იმ ცრუ მიზნად, რომლის მისაღწევადაც ხელისუფლება ყველაფრის მოთმენისა და დათმობისკენ მოგვიწოდებდა».

აი, ეს იყო პროპაგანდა, რომლის «მანტრა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ქართული საზოგადოების ნაწილი დღემდე ავტომატურად იმეორებს იმას, რაც ჩააგონეს _ თითქოს ერთადერთი სწორი გზა ნატოში შესვლაა».

«მანტრა» _ ეს ბუდისტური მცნება, შეიძლება ზედმეტადაცაა მოხმობილი, რადგან, სპეციალისტების აზრით, იგი «სხვა არაფერია, თუ არა შინაგანი გრძნობა». ხოლო ხალხში ნატოსკენ მისწრაფების «შინაგანი გრძნობა», საეჭვოა, მასობრივ ხასიათს ატარებდეს. ამ ბოლო დროს პირიქითაა, რაც პრაქტიკით შეძენილი გამოცდილების შედეგია უთუოდ.

სარეცენზიო წიგნი სწორედ პრაქტიკული ცოდნის არეალის გაფართოებას შეუწყობს ხელს.

ეს წერილი 2013 წლის 24 მარტს იწერება. იკითხავთ, რა არის ამაში განსაკუთრებული? გიპასუხებთ ამონარიდით კრებულიდან:

«მთელი მსოფლიოსთვის საყოველთაოდ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, 1998 წლის კოსოვოში «სერბეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს ეთნიკური წმენდის სერია, რის გამოც კოსოვოს ალბანელთა ნახევარი დევნილობაში აღმოჩნდახანგრძლივმა სისხლისღვრამ აშშის ხელისუფლება და მისი მოკავშირეები აიძულა, დაეწყოთ მასირებული დაბომბვარის შედეგადაც ალბანელმა ლტოლვილებმა შინ დაბრუნება შეძლეს».

ერთი სიტყვით, 24 მარტს ნატოს ეს ქმედება წარმოჩენილ იქნა, როგორც «მოწყალების აქტი».

ჯერ ამათი ლოგიკა ნახეთ: დაბომბვის შედეგად ლტოლვილებმა შინ დაბრუნება შეძლეს(!). ახლა კი ამ «კეთილშობილური» ქმედების ქვეტექსტის გაშიფრულ მიზანს გაეცანით:

ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორ ენდრიუ ბაჩევის აზრით, ეს დაბომბვები «უნდა ქცეულიყო გაკვეთილად ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელთაც ილუზიები აქვთ, რომ მათზე არ ვრცელდება «ცივი ომის» შემდგომი საერთაშორისო ურთიერთობების ახალი სისტემის ნორმები და წესები».

ახალი მსოფლიო წესრიგი მყარდება: დაბომბვით ლტოლვილების გადასარჩენად(!), ანუ ასე მყარდება მშვიდობა კონფლიქტურ რეგიონებში.

ასეთია ერთი დროშა, რომელიც ნატოს თავზე ფრიალებს.

მეორე დროშა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტულ მიმართულებას მიუძღვება.

როგორ ნადგურდება საერთაშორისო ტერორიზმი ნატოს ძალების გამოყენებით, ყველაზე უკეთ ერაყის მაგალითზე გამოჩნდა. ნაომი კლაინი თავის წიგნში «ერაყის განადგურება» წერს: «ეროვნული მუზეუმი გაიძარცვა. 170 ათასი ფასდაუდებელი ექსპონატიდან 80 პროცენტი გაიტაცეს… რელიგიის საქმეთა სამინისტროდან ათასწლოვანი ყურანები გაქრა».

«განადგურებულია მთელი კულტურის სიღრმისეული მეხსიერება, რომელიც ათასობით წელიწადს არსებობდა», _ აღნიშნავს ჩიკაგოს უნივერსიტეტის არქეოლოგი მაკ-გაირ გიბსონი.

შემდეგ: «2006 წლისთვის ბავშვების ორი მესამედი სკოლაში არ დადიოდა… დაიხვრიტა 300 მეცნიერი, ფაკულტეტების რამდენიმე დეკანი. 2007 წლის თებერვლისთვის დაღუპული იყო 2000 ექიმი, 12 ათასი ქვეყნიდან გაიქცა. გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის მონაცემებით, ერაყიდან ყოველდღიურად 3000 ადამიანი გარბოდა. 2007 წლის აპრილისთვის 4 მილიონმა ადამიანმა საკუთარი სახლი დატოვა» («ერაყის განადგურება»).

ახლა კი უარეს სტატისტიკას გაეცანით: «კოალიციური ძალების მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა რეჟიმმა ძველი ქვეყანა _ შუამდინარეთისა და მესოპოტამიის ბრილიანტი დააჩოქა.

ოფიციალური სტატისტიკით:

_ ერთ მილიონზე მეტი ადამიანი დაიხოცა;

_ 4,5 მილიონი უსახლკაროდ დარჩა;

_ 1-2 მილიონი ქალი დაქვრივდა;

_ უპატრონო ბავშვების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა».

ნუ ეძებთ «ვარსკვლავიან და ზოლებიან» დროშებს; ის დროშა, რომელიც ავღანეთში შეუძღვა ნატოს შეიარაღებულ ძალებს, შავი ფერისა იყო, რადგან, როგორც წერილში «ავღანეთ-ნატოს ნარკოტიკების ფაბრიკა და 100 ათასი მსხვერპლი წელიწადში» აღნიშნულია: «ავღანეთის ტერიტორიაზე 2001 წელს დაწყებულმა «მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლამ» ეს ქვეყანა მსოფლიო მნიშვნელობის ნარკოტიკების მწარმოებელ ფაბრიკად აქცია, და ჯერ კიდევ საკითხავია, რა უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის _ თალიბანის რელიგიური ფანატიკოსების რეჟიმი თუ ავღანეთის ამჟამინდელი, ნატოს ხიშტებზე დაფუძნებული ხელისუფლება, რომლის მართველობისასაც ნარკობარონების საქმიანობას ხელს არაფერი უშლის. თუ შეწირული სიცოცხლეების რაოდენობით ვიმსჯელებთ, ტერორისტები ბევრად უფრო საშიშნი არიან, ვიდრე ნარკომოვაჭრეები»  (იქვე).

თუმცა ორივე შავი ჭირია.

შავი, როგორც ერაყში აფრიალებული დროშა.

სააკაშვილის მიერ დაწესებული საქართველოს თეთრ-წითელი დროშა ვითომ ნაკლებ უბედურებას ფარავდა ჩვენს ქვეყანაში?!

ბოლო დრომდე ციხეებში დამკვიდრებული წამების ფაქტების პირველწყაროც დასავლეთში ხომ არ უნდა ვეძებოთ?

აბუგრეიბის წამების გამჟღავნებული ფაქტების სიმრავლეში და კიდევ იმ პრაქტიკაში, რომელზეც ლაპარაკია პუბლიკაციაში «სანქცირებული ძალადობა და წამების ნებართული მეთოდები» (გვ. 156).

«ნატოს ომი ძვირი უჯდება» (გვ. 225) _ ეს კიდევ ერთი თემაა, კიდევ ერთი მწვავე პრობლემა, გნებავთ, მიმართულება, რომლის დროშას დოლარი ახატია.

დაბოლოს, სულიერების წინააღმდეგ მიმართული ლაშქრობა, რომელმაც ჯვარს აცვა, მაგალითად, მართლმადიდებლური კოსოვო.

«სერბი ხალხის «მშვიდობისმყოფელური» განადგურება დაბომბვებით დასრულდა, _ ნათქვამია წერილში «ჯვარცმული კოსოვო», _ დაიწყო მართლმადიდებლური რწმენის, კულტურის და თავად ქრისტიანების «მშვიდობისმყოფელური» განადგურება» (გვ. 59).

ეს უკვე მძიმე ბრალდება და დიდი ცოდვაა, რადგან ასეთ დასკვნამდე მივყავართ ქრისტიანული სიწმინდეების მიმართ განხორციელებული ვანდალური ფაქტების ნუსხას, რომელიც კოსოვოსა და მეხოტიის რასშკო-პრეზრენსკის ეპარქიაში განახორციელეს «ცივილიზებულმა» ბარბაროსებმა. კოსოვოსა და მეხოტიაში განადგურებული და წაბილწულია ოთხმოცზე მეტი მართლმადიდებლური სამლოცველო (გვ. გვ. 55-66).

აქ უკვე მაკიაჟზე ლაპარაკი ყოვლად წარმოუდგენელია.

დაბოლოს: არც ამ წიგნის, არც ამ წერილის პათოსი არ არის და არც შეიძლება იყოს ცივი ომისდროინდელი დაპირისპირება _ ხელთათმანის გადაგდებით დუელში ნატოს გამოწვევის პროვინციული გაფაფხურება.

ის დრო წავიდა.

თქვენ წინაშეა ფაქტების ანალიტიკა, რაც ამ კრებულის უმთავრესი ღირებულებაა.

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. ნატო-სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაციაა და ის უნდა აიკრძალოს,ის არსებობს ერთი მიზნით-დაუმორჩილოს სიონისტურ თალმუდისტურ კლანს ურჩი ქვეყნები რათა ისინი მოექცნენ ანტიქრისტეს ბატონობაში ერთიან მსოFლიოსთან ერთად.კარგია თუ ქართველები დროზე გაეცნობიან ამ ლიტერატურას,რომ დროზე გამოვიდეთ ილუზიებიდან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here