Home რუბრიკები ისტორია გროვერ ფერი 37 წლის გამოცანა

გროვერ ფერი 37 წლის გამოცანა

1279


ანტისტალინური უნამუსობა

55 წლის წინათ,1956 წლის 25 თებერვალსსაბჭოთაკავშირის კომპარტიის XXყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვიწარსდგა ე.წ.დახურული მოხსენებით,რომელიცლონდონის «ტელეგრაფმა»შეაფასა როგორც «XXსაუკუნის ყველაზეგავლენიანი სიტყვა», ხოლო იმავედღეს«ნიუ იორკ ტაიმსში» უილიამტაუბმანმა(პულიტცერის პრემია მიენიჭახრუშჩოვისბიოგრაფიისათვის)გამოაქვეყნა წერილი,რომელშიცკომპარტიის ცეკას პირველიმდივნის გამოსვლამოვლენათაკალენდარში შესატან გმირობად მიიჩნია.

მოსალოდნელი იყო ასეთი რეაქცია.

მაგრამ გროვერ ფერმა, ამერიკელმა მეცნიერმა, ვისი წიგნის ადაპტირებულითარგმანისბეჭდვას დღეს იწყებს «საქართველო და მსოფლიო», აღმოაჩინა, რომ«დახურულიმოხსენების» არც ერთი «მხილება» სინამდვილეს არ შეეფერება.

გაირკვა, რომ XX საუკუნის «ყველაზე გავლენიანი სიტყვა» ყალთაბანდობის ნაყოფია.გროვერ ფერი კატეგორიულად აცხადებს, რომ ხსენებული მოხსენების «მხილებანი» «ყველა, როგორც ერთი, ცრუა… ხრუშჩოვს სიმართლის ნატამალიც არ უთქვამს…» ე.წ.დახურული მოხსენების მთავარ თემად სტალინის დანაშაულობათა «მხილებას»მიიჩნევენ. სინამდვილეში კი, _ აღნიშნავს ავტორი ხრუშჩოვი ლაპარაკობს სტალინის პიროვნების კულტზე, რაც სულაც არ არის მისი «გაბედულების» და «გმირობის» შედეგი.ეს საკითხი განიხილეს უფრო ადრე _ ცეკას პრეზიდიუმის სხდომაზე,რომელიცსტალინის გარდაცვალებისთანავე, 1953 წლის მარტში გაიმართა.

ხრუშჩოვის მოხსენების კონცეფცია ყალბია: «პიროვნების კულტი», რომელსაც თითქოს ამკვიდრებდა სტალინი, ქმნიდა «დანაშაულის ჩადენის პირობებს», რაც«სრულიდაუსჯელობის ატმოსფეროში» რეალიზდებოდა კიდეც. «სინამდვილეში, _ წერსავტორი, სტალინს არათუ არ ჩაუდენია დანაშაულობანი, რომელთაც მას მიაწერენ,არამედსაერთო არაფერი ჰქონია მისი პიროვნების კულტის დანერგვასთან. პირიქით,დღესარსებული უამრავი ფაქტით აშკარავდება, რომ სტალინი მძაფრად გამოდიოდასაკუთარიპიროვნების საზიზღარი განდიდების წინააღმდეგ».

თავი 3. სტალინის თვითნებობა პარტიის მიმართ

«დახურულ მოხსენებაში» ხრუშჩოვი აცხადებდა, რომ 1937-1938 წლებში რეპრესირებული პარტიული, საბჭოთა და სამეურნეო მუშაკებიდან ბევრნი სულაც არ იყვნენ «ხალხის მტრები».

ბევრნი, მაგრამ არა ყველანი (!).

მას მოჰყავს XVII ყრილობის დელეგატების მაგალითი და ამბობს, რომ ყრილობის მიერ არჩეული პარტიის ცეკას წევრების ბედი (რეპრესიები) გაიზიარა ბევრმა, დიახ, ბევრმა, მაგრამ არა ყველა დელეგატმა.

ხრუშჩოვი, მისივე განცხადებით, ეყრდნობოდა ე. წ. პოსპელოვის კომისიის მიერ შესწავლილ და გაანალიზებულ მასალებს. პეტრე ნიკოლოზის ძე პოსპელოვი იყო პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიმის ინსტიტუტის დირექტორი და ცენტრალური კომიტეტის მდივანი. მისი შრომები, რომლებიც სტალინის პერიოდში დაიწერა, «პიროვნების კულტის» თავაწყვეტილი ქებათაქების ნიმუშია. ხოლო 1953 წლის მარტიდან იგი ნიკიტას ერთ-ერთ უახლოეს თანამებრძოლად გარდაიქმნა.

პოსპელოვის კომისიის დასკვნით, სტალინის დროს რეპრესირებულ პარტიის ლიდერთა უმრავლესობა უდანაშაულო იყო. მაგრამ, როგორც გროვერ ფერი შენიშნავს, «მათი უდანაშაულობა არ მტკიცდება მოხსენებაში ციტირებული დამოწმებებით, კომისიამ მხოლოდ განაცხადა, რომ ისინი დამნაშავენი არ არიან და ამით დაკმაყოფილდა».

და შემდეგ: «ხრუშჩოვმა არაფერი თქვა, თუ როდის და რატომ დააპატიმრეს ყრილობის დელეგატები, როდის დაკითხეს და შემდეგ _ დახვრიტეს. ხრუშჩოვის მოხსენება ისეთ შთაბედჭილებას ტოვებს, რომ ეს ყველაფერი ჩაიდინა სტალინმა ყოველგვარი განხილვის გარეშე…

ხრუშჩოვიც და პოსპელოვის კომისიაც ცდილობდნენ, რეპრესიების ბრალი მთლიანად ბერიასა და ეჟოვს დაეკისრებინათ, მაგრამ ორივე მოხსენებაში დასახელებული ფაქტები, რომლებიც ამოკრეფილია ბერიას მიერ ეჟოვის შინსახკომის მიერ დაშვებული გადახრებისა და დანაშაულობათა შესწავლის დროინდელი მასალებიდან, მათ შორის, სტატისტიკური ანგარიშებიდან, აცამტვერებს ამ დებულებას. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ბერიამ ბოლო მოუღო «ეჟოვშჩინას».

ტენდენციურობის მიუხედავად, პოსპელოვის კომისიის მოხსენება ოდნავ, მაგრამ მაინც, საიდუმლოების ფარდას ხდის იმ პროცესებს, რომლებიც მაშინ მიმდინარეობდა, ხრუშჩოვის «დახურულ» გამოსვლაში კი ყველაფერი გაურკვევლობის ბურუსითაა მოცული. საკმარისია, ითქვას, რომ შესაბამისი საარქივო და გამოძიების მასალები მკვლევარებისთვის 1991 წლის შემდეგაც კი ისეთივე მიუწვდომელი დარჩა, როგორც საბჭოთა პერიოდში იყო. შესაბამისად, იმ წლების სიმართლე ჯერ კიდევ ბოლომდე დადგენილი არ არის. გამოწვლილვით შესწავლამ შეიძლება გაამართლოს როგორც სტალინი, ასევე ბერია, მიუხედავად იმისა, რომ ხრუშჩოვმა ძალ-ღონე არ დაიშურა, მათთვის ყველა დამხრჩვალი კატის ასაკიდებლად. თუმცა აქედანვე ცხადია, რომ ნიკიტა ხრუშჩოვი თვითონ იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც ედება მნიშვნელოვანი ბრალი მასობრივი რეპრესიების გამო.

საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცეკას კომისია

ხრუშჩოვმა განაცხადა, რომ ცენტრალური კომიტეტის კომისიამ ცკ-ის პრეზიდიუმს წარუდგინა დიდი რაოდენობის დოკუმენტური მასალა პარტიის XVII ყრილობის დელეგატების და ამ ყრილობის მიერ არჩეული ცეკას წევრების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების შესახებ.

გროვერ ფერი ხაზგასმით შენიშნავს პოსპელოვის მოხსენების ტენდენციურობას და წერს, რომ ხრუშჩოვის მიერ რეპრესიების მსხვერპლ პარტიის ლიდერთა უდანაშაულობა არ მტკიცდება მოხსენებაში ციტირებული დამოწმებებით: «კომისიამ მხოლოდ განაცხადა, რომ ისინი უდანაშაულონი არიან და სხვა არაფერი. მოხსენების მიზანი კარგად ჩანს მისი სტრუქტურიდან: მან უნდა სცნოს სტალინის პასუხისმგებლობა რეპრესიებში, შეგნებულად მიჩქმალოს ყველა ის ჩვენება, რომლებიც არ ეთანხმება ამ, წინასწარ გაკეთებულ დასკვნას… ხრუშჩოვის მოხსენება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ეს ყველაფერი ჩაიდინა სტალინმა ყოველგვარი შესწავლისა და განხილვის გარეშე ვინმეს მხრიდან…» მაგრამ ასეთი კატეგორიული დასკვნა არ ეთანხმება რეალობას, რადგან «კომისიის მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ბევრი ბრალდებულის აღიარებებისა და დაკითხვის სტენოგრამებს უგზავნიდნენ სტალინს, იგი კი პოლიტბიუროს სხვა წევრებს აცნობდა ამ დოკუმენტებს. ეს არის სინამდვილე, რადგან ამ მასალებიდან ზოგიერთი დღეს გამოქვეყნებულია…»

მაგრამ იმის გამო, რომ ბოლო დროს ფრაგმენტულად გასაიდუმლოებული საბჭოთა არქივების დოკუმენტებით, რომლებიც ხრუშჩოვის მოხსენებაში ნახსენები უმაღლესი პარტიული ჩინოვნიკების ბრალეულობას ეხება და მხოლოდ რჩეულ მკვლევართათვისაა ხელმისაწვდომი, გადაჭრით რაიმეს თქმა მათ ბრალეულობასა თუ უდანაშაულობაზე ძნელია.

ენუქიძის მიერ ხელმოწერილი 1934 წლის 1 დეკემბრის დირექტივა

ხრუშჩოვი: «ს.მ. კიროვის ვერაგული მკვლელობის შემდეგ დაიწყო მასობრივი რეპრესიები და სოციალისტური კანონმდებლობის უხეში დარღვევები. 1934 წლის 1 დეკემბერს, საღამოს სტალინის ინიციატივით (პოლიტბიუროს გადაწყვეტილების გარეშე, რაც 2 დღის შემდეგ გაფორმდა), ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის მდივანმა ენუქიძემ ხელი მოაწერა… დადგენილებას».

ეს სიყალბეა. ხრუშჩოვმა პარტიული ყრილობის დელეგატების წინაშე დაიჩივლა, რომ კანონს ხელი მოაწერა მთავრობის ორგანომ _ ცაკის პრეზიდიუმმა _ და არა პარტიის ცკ-ის პოლიტბიურომ. მაგრამ კონსტიტუციაში არაფერია ნათქვამი პოლიტბიუროზე, მაშასადამე, არ არსებობს რაიმე კანონიერი საფუძველი კანონპროექტის პოლიტბიუროსთვის განსახილველად გადაცემის თაობაზე. დადგენილებას ხელს მიხეილ კალინინი და აბელ ენუქიძე აწერენ, შესაბამისად _ სსრკ ცაკის თავმჯდომარე და მდივანი.

ხრუშჩოვი ვერაფრით ადასტურებს თავის სიტყვებს, რომ დადგენილება მიღებული იყო «სტალინის ინიციატივით». დოკუმენტის შავ პირზე სტალინს მიწერილი აქვს «გამოსაქვეყნებლად». ეს ნიშნავს, რომ სტალინს დოკუმენტი გადაეცა, რათა მიეღოთ მისი თანხმობა დადგენილების პრესაში გამოქვეყნების თაობაზე. და რადგან პროექტი სტალინთან მიიტანეს ბოლო ეტაპზე, გამოქვეყნებაზე შესათანხმებლად, ნაკლებ სარწმუნოა, რომ კანონი მისი დაწერილი იქნებოდა.

ხრუშჩოვმა სტალინს წაუყენა პრეტენზია, რომ მას არ მოუთხოვია პოლიტბიუროს სანქცია, ეს ფაქტი ადასტურებს ზოგიერთი მკვლევარის ჰიპოთეზას, რომ ხრუშჩოვის ანტისტალინური გამოხდომის მიზეზი იყო იოსებ ბესარიონის ძის მისწრაფება, გაეთავისუფლებინა პარტია საზოგადოებისა და სახალხო მეურნეობის მართვის ტვირთისგან. (ნიშანდობლივია, რომ სწორედ ეს ბრალდება წაუყენეს ბერიას როგორც პარტიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. _ ა.ს.)

ხრუშჩოვი ნართაულად მიგვანიშნებს, რომ კიროვის მკვლელობის თანამონაწილეა სტალინი. მაგრამ მისი მინიშნებები ობივატელური მითქმა-მოთქმის დონეს არ სცილდება. მისი განცხადება, რომ «კიროვის მკვლელობასთან დაკავშირებული გარემოებანი დღემდე ბევრ გაუგებრობასა და საიდუმლოს მალავს და მოითხოვს უაღრესად გულმოდგინე გამოძიებას», ჰაერში გამოკიდებული რჩება, რადგან არჩი გეტის და ოლეგ ნაუმოვის ფუნდამენტურ გამოკვლევაში «გზა ტერორისკენ» ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ რამდენიმე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კომისია ცდილობდა ეპოვა კიროვის მკვლელობაში სტალინის თანამონაწილეობის დამადასტურებელი რაიმე ფაქტები, მაგრამ უშედეგოდ. შინსახკომის ყოფილი გენერალი და უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამმართველოს ყოფილი უფროსი სუდოპლატოვიც ასკვნის, რომ არავითარი მიზეზი არ არსებობს ამ მკვლელობაში სტალინის დადანაშაულების.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ დასახელებული მკვლევარები (გეტი და ნაუმოვი) სულაც არ შედიან სტალინის აპოლეგეტების რიცხვში, უფრო _ პირიქით. ისინი და მათთან ერთად რუსი ისტორიკოსების მთელი წყება, მიიჩნევენ, რომ სტალინმა შეათითხნინა ბრალდებები ოპოზიციონერების წინააღმდეგ, რომლებიც ამის საფუძველზე დახვრიტეს, ვითომდა კიროვის მკვლელობის მონაწილენი.

სტალინისა და ჟდანოვის დეპეშა პოლიტბიუროს წევრებს

ხრუშჩოვი: «მასობრივი რეპრესიები მკვეთრად გაიზარდა 1936 წლის ბოლოსთვის, მას შემდეგ, რაც სტალინმა და ჟდანოვმა 1936 წლის 25 სექტემბერს სოჭიდან გაუგზავნეს დეპეშა კაგანოვიჩს, მოლოტოვსა და პოლიტბიუროს სხვა წევრებს, რომელშიც ნათქვამი იყო შემდეგი:

«აბსოლუტურად აუცილებელი და სასწრაფო საქმედ მიგვაჩნია ამხ. ეჟოვის შინსახკომის სახალხო კომისრის თანამდებობაზე დანიშვნა. იაგოდა აშკარად არ აღმოჩნდა ტროცკისტულ-ზინოვიევური ბლოკის მხილების საქმეში მის წინაშე მდგარი ამოცანის სიმაღლეზე. ოგეპეუმ ამ საქმეში 4 წლით დაიგვიანა. ამის შესახებ ლაპარაკობს ყველა პარტმუშაკი და შინსახკომის საოლქო წარმომადგენლების უმეტესობა»…

სტალინის მითითება, რომ შინსახკომმა «4 წლით დააგვიანა» მასობრივი რეპრესიების ამოქმედება, რომ საჭიროა სწრაფად აანაზღაურონ ხელიდან გაშვებული, შინსახკომის (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი. _ ა.ს.) თანამშრომლებს პირდაპირ უბიძგებდა მასობრივი დაპატიმრებებისა და დახვრეტებისკენ».

უნდა ითქვას, რომ «სტალინის ამ მითითებას» არავითარი კავშირი არ აქვს რეპრესიებთან, მით უფრო, მასობრივთან, არამედ დაკავშირებულია ტროცკისტულ-ზინოვიევური ბლოკის საქმიანობის გამოძიების არადამაკმაყოფილებელ მიმდინარეობასთან. გეტიმ მიგვანიშნა, რომ წინადადება «დააგვიანა… 4 წლით»… აღნიშნავს დროს, რომელიც უნდა ავითვალოთ 1932 წლიდან, ანუ ტროცკისტულ-ზინოვიევური ბლოკის შექმნის დროიდან, რაც გამჟღავნდა არა უადრეს 1936 წლის შუა ხანიდან. სწორედ ამ მონაცემების გამჟღავნებამ ჩრდილი მიაყენა იაგოდას და მოითხოვა მისი სასწრაფო შეცვლა შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის პოსტზე. ამ თვალსაზრისს იზიარებენ მკვლევარები: რობერტ ტერტსონი, მარკ იანსენი და ნიკიტა პეტროვი საბჭოთა ისტორიის ამ პერიოდის გამოკვლევისადმი მიძღვნილ თავიანთ წიგნებში.

ეს ყველაფერი ხრუშჩოვისთვისაც იყო ცნობილი, მაგრამ დამალა თავის «დახურულ მოხსენებაში». ხრუშჩოვის სიტყვის პროექტში, რომელიც პოსპელოვმა და არისტოვმა (ავერკი არისტოვი _ საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცკ მდივანი. _ ა.ს.) მოამზადეს, პირდაპირაა ნათქვამი, რომ «4 წელიწადი» უნდა ავითვალოთ 1932 წელს ბლოკის ფორმირებიდან. იქვე პოსპელოვმა და არისტოვმა იხმარეს შესიტყვება «ხელიდან გაშვებულის ანაზღაურება». მაგრამ ეს მათი საკუთარი გამოგონებაა: სტალინს ეს სიტყვები არ უხმარია. სამაგიეროდ ხრუშჩოვი შეიარაღდა, თუმცა კრინტი არ დაუძრავს, რომ «4 წელიწადი» ბლოკის შექმნის დროზე მიგვითითებს. პოსპელოვის კომისიის მოხსენებაში ბლოკზე მითითება ასევე გამოტოვებულია, ხოლო «4 წლით» დაგვიანება ინტერპრეტირებულია როგორც რეპრესიების განხორციელებისკენ მოწოდება.

ნათელია, რომ «დაკარგულ დროზე» საუბრისას სტალინსა და ჟდანოვს მხედველობაში ჰქონდათ საგამოძიებო ღონისძიებების დაჩქარება, რომლებიც მიმართული უნდა ყოფილიყო მემარჯვენე-ტროცკისტული ბლოკის საქმიანობის, მისი წევრების უცხოეთის მთავრობათა წარმომადგენლებთან კავშირის და «სასხლის გადატრიალებისა» და ტერორისტული აქტების (მკვლელობების) მომზადებაში მათი თანამონაწილეობის გასარკვევად. 1980 წელს გახსნილი, ჰარვარდის უნივერსიტეტში დაცული ტროცკის არქივის მასალების შესწავლისას გეტომაც და ცნობილმა მეცნიერმა-ტროცკისტმა პიერ ბრუემ მიაკვლიეს დოკუმენტურ მტკიცებულებას ასეთი ბლოკის არსებობის შესახებ.

სტალინის გამოსვლა საკ.კპ(ბ) ცკ 1937 წლის თებერვალ-მარტის პლენუმზე

ხრუშჩოვი: «სტალინის მოხსენებაში ცკ 1937 წლის თებერვალ-მარტის პლენუმზე «პარტიული მუშაობის ნაკლოვანებათა და ტროცკისტი და სხვა ორპირების ლიკვიდაციის შესახებ» იყო მცდელობა თეორიულად დასაბუთებულიყო მასობრივი რეპრესიების პოლიტიკა იმ მოსაზრების მოშველიებით, რომ სოციალიზმისკენ ჩვენი წინსვლის კვალზე კლასობრივი ბრძოლა თითქოს სულ უფრო და უფრო უნდა გამწვავდეს. ამასთან სტალინი ამტკიცებდა, რომ ასე გვასწავლის ისტორია, ასე გვასწავლის ლენინი».

იმ პლენუმზე სტალინის გამოსვლებში მინიშნებაც კი არ არის მასობრივი რეპრესიების თეორიულ დასაბუთებაზე. ხრუშჩოვმა სტალინის სიტყვა ისე შეცვალა, რომ ძნელად საცნობი გახადა. სტალინს არასოდეს უთქვამს, რომ «სოციალიზმისკენ ჩვენი წინსვლის კვალზე კლასობრივი ბრძოლა უნდა გამწვავდესო». აი, რა განაცხადა მან 1937 წლის 3 მარტს პლენუმზე პირველად წარმოთქმულ სიტყვაში: «რაც უფრო მეტად წინ წავიწევთ, რაც უფრო მეტი წარმატება გვექნება, მით უფრო გაბოროტდებიან დამარცხებული ექსპლუატატორული კლასების ნარჩენები, მით უფრო სწრაფად გამოიყენებენ ისინი ბრძოლის უფრო მწვავე ფორმებს, მით უფრო მეტ სისაძაგლეს ჩაიდენენ საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ, მით უფრო მეტად მიმართავენ ბრძოლის ყველაზე უფრო შეუპოვარ საშუალებებს, როგორც განწირულთა უკანასკნელ საშუალებებს.

მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ საბჭოთა კავშირში დამარცხებული კლასების ნარჩენები მარტონი არ არიან. მათ სსრკ საზღვრებს მიღმა მყოფი ჩვენი მტრების უშუალო მხარდაჭერა აქვთ».

განაგრძო იმით, რომ სტალინმა მოუწოდა, ინდივიდუალურად მიუდგნენ პერსონალური საქმეების განხილვას და ჩამოაყალიბონ პოლიტიკური განათლების კურსები და არა გააძლიერონ რეპრესიები, «ტერორი». სტალინი მართალი აღმოჩნდა, როცა ლაპარაკობდა «სსრკ საზღვრებს მიღმა მყოფი ჩვენი მტრების უშუალო მხარდაჭერაზე». იმ დროისთვის საკმაოდ ბევრი ფაქტი დაგროვდა უცხოელი აგენტების მიერ საბჭოთა მოქალაქეების საბოტაჟისა და ჯაშუშობის მიზნით გადაბირების, კიდევ უფრო მეტი გამოვლინდა პლენუმის შემდგომ უახლოეს თვეებში.

უნდა აღინიშნოს, რომ თეზისი კლასობრივი ბრძოლის გაძლიერების შესახებ სოციალიზმის მშენებლობის კვალზე სტალინმა ჩამოაყალიბა არა 1937 წელს, არამედ 1928 წელს, 1928 წლის ივლისის პლენუმზე, როცა სტალინმა კლასობრივი ბრძოლის გამწვავებასა და კაპიტალისტების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევაზე საუბრისას განმარტა: «აქ რაზეა საუბარი? იმაზე არა, რომ რაც უფრო წინ წავიწევთ, რაც უფრო ძლიერად განვითარდება სოციალისტური მშენებლობის საქმე, თითქოს მით უფრო გაძლიერდება კაპიტალისტების წინააღმდეგობა. ლაპარაკი ამაზე არ არის. საუბარია იმაზე, თუ რატომ ძლიერდება კაპიტალისტების წინააღმდეგობა»…

1937 წლის 5 მარტს სტალინი პლენუმზე დასკვნითი მოხსენებით გამოვიდა. ამ სიტყვასაც არ შეიძლება ვუწოდოთ «მასობრივი რეპრესიების პოლიტიკის თეორიული დასაბუთება». მოხსენებაში სტალინმა კვლავ არაორაზროვნად განაცხადა, რომ აუცილებელია «ინდივიდუალური, დიფერენცირებული მიდგომა». შემდეგ სტალინი კვლავ დაუბრუნდა აღნიშნულ საკითხს და კვლავ დაუფარავად დაგმო ერთნაირი, განუსხვავებელი მიდგომის მეთოდი. იგი დაბეჯითებით ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ პარტიაში შეიძლება იყოს დიდი-დიდი რამდენიმე ათასი წევრი, რომლებზეც შეიძლება ითქვას, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ტროცკისტებს, ან _ «პარტიის 12 ათასი წევრი, რომლებიც ასე თუ ისე უთანაგრძნობდა ტროცკიზმს. აი სულ ესაა ბატონ ტროცკისტების მთელი ძალა».

მასობრივი ტერორიზმისკენ მოწოდების ნაცვლად სტალინმა წამოაყენა საფუძვლიანი არგუმენტები ასეთი პოლიტიკის წინააღმდეგ. სტალინის მოხსენების საფუძველზე ერთხმად მიიღეს პლენუმის რეზოლუცია.

მოწოდება პოლიტიკური განათლების დაუფლებისკენ და არა მასობრივი რეპრესიების დაწყებისკენ ჭეშმარიტად არის სტალინის გამოსვლების კულმინაცია. ხრუშჩოვის ცრუ და ყალბი განცხადებების საწინააღმდეგოდ, სტალინი მოითხოვდა შიდაპარტიული პოლიტგანათლების ქსელის გაფართოებას, რაც უაღრესად აუცილებელი იყო პარტიული ბელადებისთვის _ ვინც პლენუმზე იყო მიწვეული და ვინც ადგილებზე აგრძელებდა მუშაობას. სტალინი დაჟინებით მოითხოვდა, რომ თითოეულ პარტიულ მდივანს შეერჩია ორი მოადგილე, რომელიც შეძლებდა ხელმძღვანელობას მანამ, სანამ მდივანი არ დაასრულებდა სწავლას ოთხთვიან, უფრო მეტი პარტიული ხელმძღვანელი კი _ ექვსთვიან კურსებზე.

პლენუმის მონაწილეთაგან ბევრი, თუ უმრავლესობა არა, საოლქო, სამხარეო ან რესპუბლიკური ორგანიზაციების პირველი მდივნები იყვნენ. მათ, როგორც ჩანს, ასეთი გეგმა აღიქვეს საფრთხედ, რომელიც უეჭველად დაემუქრებოდა ნომენკლატურის ხელმძღვანელ მდგომარეობას. ჰქონდათ კიდეც ამის საფუძველი, რადგან ახალი კადრების მოძებნა მათი ჩამნაცველების მოსვლას ნიშნავდა: თუ პარტიული მდივნები კურსებზე სასწავლებლად გაემგზავრებოდნენ, ვინ იქნებოდა იმის გარანტი, რომ სწავლის მიღების შემდეგ უკან დაბრუნებულები, კვლავ თავიანთ თანამდებობებს დაიკავებდნენ?

ეს (საკუთარი მომავლისთვის ზრუნვა) გახდა საფუძველი იმისა, რომ პირველი მდივნები, მათ შორის, ხრუშჩოვიც, «მასობრივი რეპრესიების» გენერატორები გახდნენ. პოლიტიკური განათლების კურსების დაარსება კი მხოლოდ იდეად დარჩა _ ისინი არასოდეს ამოქმედებულა. სამაგიეროდ მომდევნო პლენუმზევე პირველი მდივნები (კონკრეტული გვარები პარტიულ დოკუმენტებშია ფიქსირებული) სტალინს მოახსენებენ, სისხლის გამყინავი საშიშროების შესახებ, რომელიც აშკარად ემუქრება პარტიას და სახელმწიფოს რეაქციული ელემენტებისა და გადასახლებიდან დაბრუნებული კულაკების მხრიდან (ეს მიმართვებიც დოკუმენტების სახით შენახულია). მდივნებმა მოითხოვეს, მიეცათ მათთვის საგანგებო უფლებები ათობით ათასი ადამიანისთვის სასიკვდილო განაჩენების გამოსატანად. ამ თემაზე ცალკე გვექნება საუბარი.

თებერვალ-მარტის პლენუმის პარალელურად გაიმართა ბუხარინისა და რიკოვის საქმის გამოძიების კომისიის სხდომა, რომელზეც 1937 წლის 27 თებერვალს სიტყვა წარმოთქვა სტალინმა. მან წამოაყენა წინადადება, რომ შემოფარგლულიყვნენ ფრიად თავშეკავებული გადაწყვეტილებით. გეტი და ნაუმოვი, რომელთაც შეისწავლეს კომისიაში ხმის მიცემის შედეგები, მიგვითითებენ, რომ სტალინის წინადადება _ ადმინისტრაციული გადასახლება _ ყველაზე რბილი აღმოჩნდა (Getty, Naumov, “The Road to rerrot”…» გვ. 411-416).

(ჩვენი მკითხველი, ვინც სტალინის ამ წინადადებას პირველად გაეცნობა, პირველად ამოიკითხავს, კარგი იქნება, თუ თავად შეაფასებს, რამდენად «პირსისხლიანი» ბელადი ჰყავდა საბჭოთა კავშირს. _ ა.ს.).

ეჟოვი, რომელმაც განსახილველ საკითხზე ძირითადი მოხსენება გააკეთა, აგრეთვე მიხაილ ბუდიონი, საბჭოთა კავშირის მარშალი, დმიტრი მანუილსკი, კომინტერნის აღმასკომის მდივანი, ნიკოლაი შვერნიკი, საკავშირო პროფკავშირების პირველი მდივანი, ალექსანდრ კოსარევი, საკავშირო კომკავშირის გენერალური მდივანი და იონა იაკირი, ლენინგრადის სამხედრო ოლქის სარდალი გამოვიდნენ მოთხოვნით, «გადაეცათ ბრალდებულები სასამართლოსთვის და დაეხვრიტათ».

დაბოლოს, აღნიშნულ პლენუმზე სტალინი სამჯერ გამოვიდა. ასე ხშირად არცერთ სხვა პლენუმზე არ წარმოუთქვამს სიტყვა, და არცერთ მის გამოსვლაში არცერთხელ მინიშნებაც არ ყოფილა, მით უფრო, _ მოწოდება, დაწყებულიყო მასობრივი რეპრესიები. ხრუშჩოვი ამჯერადაც ტყუოდა.

* * *

თავისთავად იბადება შეკითხვა: ნუთუ პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრებმა _ ყველამ სრულად ირწმუნა ნიკიტას გაყალბებული დებულებები?

რა თქმა უნდა, არა, მაგრამ, ეტყობა, ნომენკლატურის ტრადიციული მორჩილებამ, ანუ შიშმა კეთილდღეობის დაკარგვის, რაც პარტიული დისციპლინის პრიორიტეტით იყო შენიღბული, გადამწყვეტი როლი ითამაშა «ერთსულოვნების» მიღწევის საქმეში.

ამ პრობლემატიკას მომდევნო პუბლიკაციებში განვიხილავთ.

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

გაგრძელება იქნება

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here