Home რუბრიკები საზოგადოება „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ივანიშვილის პრესკონფერენციის ტრანსლირების დროს არ აკონკრეტებს

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ივანიშვილის პრესკონფერენციის ტრანსლირების დროს არ აკონკრეტებს

585

„24 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის პრესმდივან ირაკლი ტრიპოლსკისა და „საზოგადოებრივი მაუწყებლი“ ხელმძღვანელობას შორის შედგა შეთანხმება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის პირველი სატელევიზიო ეთერი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში 2011 წლის 1-ელ ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება. გადაწყდა, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი 30-40 წუთის განმავლობაში განახორციელებდა. დღეს მედიაში ვრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ხათუნა ბერძენიშვილის განცხადება. ბერძენიშვილი ამბობს, რომ პირდაპირ ეთერში ტრანსლირება შეწყდება მაშინ, როცა ის საინტერესო აღარ იქნება.

ხათუნა ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში გადაიცემა იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენი ხანიც საინტერესო იქნება. „ეს შესაძლოა, უფრო მეტი იყო, ვიდრე 30-40 წუთია, შესაძლოა, იყოს უფრო ნაკლებიც, ამას პრესკონფერენცია გვაჩვენებს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა და სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადების შინაარსს მუდმივად სააგენტოების მეშვეობით იგებენ, როცა ბიზნესმენის წარმომადგენლებს შეუძლიათ პირდაპირ კონტაქტზე იყვნენ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here