Home რუბრიკები ისტორია ამერიკის შეერთებული შტატების ყველა სამხედრო დანაშაულის სრული სია

ამერიკის შეერთებული შტატების ყველა სამხედრო დანაშაულის სრული სია

955

სხვა ხალხების ექსპლუატაციის უფლებისშესანარჩუნებლად ამერიკა რეგულარულადმიმართავს ძალადობის უკიდურესფორმებს, უწინარეს ყოვლისა კი _ ომებს.დღეს გთავაზობთ ცნობილი შეიარაღებულიინტერვენცისა და სხვა დანაშაულობათასიას. ამ ჩამონათვალს აბსოლუტურისისრულის პრეტენზია არ აქვს, მაგრამუფრო სრული არ არსებობს.
1945 წელი _ ორი ატომური ბომბი, რომლებიც ჩამოყარეს უკვე დამარცხებულ იაპონიაში, რის შედეგადაც დაიღუპა 200 ათასამდე (სხვა მონაცემებით, ნახევარი მილიონი) ადამიანი, ძირითადად, _ ქალები და ბავშვები.
ბომბები ჩამოაგდეს იმიტომ, რომ დაეშინებინათ ახალი მტერი _ სტალინი. წამყვანმა ამერიკელმა სარდლებმა დუაიტ ეიზენჰაუერმა, ჩესტერ ნიმიცმა და კერტის ლიმეიმ _ არც ერთმა არ მოიწონა ეს ბარბაროსული აქცია. ბომბები ააფეთქეს 1807 წლის ჰააგის კონვენციის მოთხოვნის დარღვევით, რომლის მიხედვით “არავითარი გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს ზღვარდაუდებელ ნგრევას ან თავდასხმას სამოქალაქო პირებსა და სამოქალაქო ობიექტებზე, როგორც ასეთებზე”. თუმცა ნაგასაკი სამხედრო-საზღვაო ბაზა მაინც იყო…
ამერიკის ჯარების მიერ იაპონიის ოკუპაციის შემდეგ შიმშილისგან 10 მილიონი ადამიანი დაიღუპა.
1945-1991 წლები _ წარმოუდგენელია ყველა ანტისაბჭოთა პროვოკაციის ჩამოთვლა. მაგრამ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ინგლის-ამერიკის ერთობლივი გეგმა “წარმოუდგენელი”, რომელიც რამდენიმე წლის წინათ განსაიდუმლოვდა და რომელიც ითვალისწინებდა ფაშისტური, ინგლისისა და ამერიკის ჯარების თავდასხმას სსრ კავშირზე ჯერ კიდევ 1945 წლის ზაფხულში. ტყვედ ჩავარდნილ ფაშისტებს ჩვენი მოკავშირეები არ განაიარაღებდნენ, მათი ჯარების ნაწილებს ხელს არავინ ახლებდა. ფაშისტებისგან ჩამოაყალიბეს 100-ათასიანი არმია, რომელიც მზად იყო თავიანთი ბლიცკრიგის გასამეორებლად. საბედნიეროდ, სტალინმა შეძლო ჩვენი ჯარების ისე დისლოცირება, რომ ამერიკელთა და ფაშისტთა ნეიტრალიზება მოახდინა და მათ ვერ გარისკეს ჩანაფიქრის განხორციელება. ბევრმა სამხედრო დამნაშავემ განაგრძო მოღვაწეობა ნატოში, გერმანიის მთავრობაში.
იმავე პერიოდში აშშ-მა, რომელიც ატომური იარაღის მონოპოლისტი მფლობელი იყო, დაიწყო მზადება პრევენციული ომისთვის, რომლის დაწყება 1948 წლამდე იყო ნავარაუდევი. პირველი 30 დღის განმავლობაში განზრახული ჰქონდათ 133 ატომური ბომბის ჩამოგდება 70 საბჭოთა ქალაქზე, მათგან 8 _ მოსკოვზე და 7 _ ლენინგრადზე, შემდეგ კიდევ 200 ატომური ბომბის აფეთქებას გეგმავდნენ, თუმცა საკონტროლო გაანგარიშებამ გვაჩვენა, რომ 1949-1950 წლებშიც კი ამერიკელების სტრატეგიულ ავიაციას არ შეეძლო საბჭოთა კავშირისთვის მიეყენებინა ისეთი გამოუსწორებელი დარტყმა, რომ იგი ვერ შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას. ამ გეგმის კოდური სახელწოდება იყო “დროპშოტი”. აშშ ყველა ხერხით ცდილობდა ეროვნული შუღლის გაღვივებას სსკრ-ში, მოეყიდა ჩვენთვის წუნდებული მოწყობილობა (რასაც 1982 წელს მოჰყვა საბჭოთა კავშირში უდიდესი აფეთქება ციმბირის გაზსადენზე). შეძლებისდაგვარად იყენებდნენ ბიოლოგიურ იარაღსაც, მაგალითად, კოლორადოს ხოჭოების თვითმფრინავიდან გადმოყრის სახით, რაც უზომოდ აზიანებდა კარტოფილის ნარგავებს.
დაპირისპირების 50 წლის განმავლობაში სსრკ ტერიტორიაზე ოცდაათზე მეტი საბრძოლო და მზვერავი თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული. ჩვენი ტერიტორიის თავზე საჰაერო ბრძოლებში დავკარგეთ 5 თვითმფრინავი, ამერიკელებმა ჩამოაგდეს ჩვენი რამდენიმე სატრანსპორტო-სამგზავრო ბორტი. სულ დაფიქსირდა ამერიკის თვითმფრინავების მიერ საბჭოთა კავშირის საზღვრების ხუთ ათასზე მეტი დარღვევის ფაქტი.
ამავე პერიოდში სსრკ ტერიტორიაზე გამოავლინეს და დააკავეს ასორმოცზე მეტი პარაშუტისტი-დივერსანტი, რომელთაც კონკრეტული დივერსიული აქტები უნდა განეხორციელებინათ.
აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო აქტიურად ბეჭდავდა საბჭოთა ფულს და სხვადასხვა საშუალებით ახერხებდა ჩვენს ქვეყანაში შემოტანას, რათა ამით გამოეწვია ინფლაცია.
დღეს გამჟღავნებულია სსრ კავშირისა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნების წინააღმდეგ ბირთვული ომის დაწყების გეგმები: “ჩარიოტირი”, “ტროიანი”, “ბრაეო”, “ოფტეკლი”. ამერიკელები მზად იყვნენ თავიანთ ევროპელ მოკავშირე ქვეყნებზეც ჩამოეგდოთ ატომური ბომბები, რათა უკანასკნელ რუსებს ბირთვული იარაღით განადგურებული საბჭოთა კავშირიდან გასაქცევი არსად ჰქონოდათ.
1970-იან წლებში გამჟღავნდა ჯერ კიდევ 1945 წლის 3 ნოემბერს აშშ გაერთიანებული შტაბებთან არსებული გაერთიანებული სადაზვერვო სამმართველოს მიერ შექმნილი გეგმა, რომლის მიხედვით 20 საბჭოთა ქალაქზე ატომური თავდასხმა იგეგმებოდა არა მხოლოდ მოსალოდნელი საბჭოთა თავდასხმის შემთხვევაში, არამედ მაშინაც, “როცა მოწინააღმდეგე ქვეყნის სამრეწველო და სამეცნიერო განვითარების დონე შესაძლებელს გახდიდა აშშ-ზე თავდასხმას და ჩვენი თავდასხმისგან თავდაცვას”.
მაგრამ ამ დროისთვის საბჭოთა კავშირს უკვე ჰქონდა ბირთვული იარაღი, თანაც ამერიკელებისთვის სრულიად მოულოდნელად, და აშშ-მა ვერ გაბედა თავდასხმის გეგმის განხორციელება. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, ამერიკამ სსრკ-ს დასაშლელად საერთო ჯამში 13 ტრილიონი დოლარი დახარჯა.
1946 წელი _ იუგოსლავია. ამერიკის ჯარები შურს იძიებენ ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო.
1946-1949 წლები _ აშშ ბომბავს ჩინეთს და ყოველგვარ წინააღმდეგობას უწევს კომუნისტებს.
1947 წელი _ იტალია. კომუნიზმთან საბრძოლველად აფინანსებს პროამერიკულ ძალებს არჩევნების დროს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მასობრივად კლავს კომუნისტებს, წარმართავს ანტისაბჭოთა კამპანიებს მასმედიაში. დოლარით ნაყიდ და გაყალბებულ არჩევნებში კომუნისტები დამარცხდნენ.
1947-1949 წლები _ საფრანგეთი. კომუნიზმთან ბრძოლის მიზნით და ვიეტნამის რეკოლონიზაციისთვის ამერიკელები აფინანსებენ პროამერიკულ ძალებს არჩევნებზე, უზრუნველყოფენ სამხედრო მხარდაჭერას, იღუპება ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.
1947-1949 წლები _ საბერძნეთი. ამერიკის ჯარები მონაწილეობენ სამოქალაქო ომში და მხარს უჭერენ ფაშისტებს.
ამავე წლებში აშშ პირდაპირ ერევა იტალიაში პირველ საერთო საპარლამენტო არჩევნებში და შემდეგი წლების განმავლობაში აკონტროლებს ამ პროცესს.
1948-1953 წლები _ საომარი მოქმედება ფილიპინებზე. იღუპება ათობით ათასი ფილიპინელი. ამერიკელების ხელდასმით ქვეყნის სათავეში დგება პრეზიდენტი-დიქტატორი მარკოსი.
1948 წელი _ პერუ. ამერიკის მოწყობილი სამხედრო გადატრიალება, ხელისუფლების სათავეში მოდის მანუელ ოდრია. მომდევნო არჩევნები მხოლოდ 1980 წელს გაიმართა.
1948 წელი _ ნიკარაგუა. ამერიკა მხარს უჭერს დიქტატორ ანასტასიო სომოსას, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტმა რუზველტმა თქვა: “შეიძლება იგი ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია”. დიქტატორი მოკლეს 1956 წელს, მაგრამ მისი დინასტია ხელისუფლების სათავეში დარჩა.
1948 წელი _ კოსტა-რიკა. ამერიკა მხარს უჭერს სამხედრო გადატრიალებას ჟოზე ფიგუერეს ფერერის მეთაურობით.
1949-1953 წლები _ ალბანეთი. აშშ და დიდი ბრიტანეთი რამდენიმეჯერ შეეცადნენ, დაემხოთ “კომუნისტური რეჟიმი” და შეეცვალათ იგი პროდასავლური მთავრობით მონარქისტებისა და ფაშისტური კოლაბორაციონისტებისგან.
1950 წელი _ აჯანყება პუეტრო-რიკოში ჩაახშეს ამერიკის ჯარებმა. ამ დროს იქ მიმდინარეობდა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.
1950-1953 წლები _ მილიონამდე ამერიკელი ჯარისკაცის შეიარაღებული ინტერვენცია კორეაში. ასობით ათასი კორეელის დაღუპვა. მხოლოდ 2000 წელს გახდა ცნობილი სეულის რეჟიმის არმიისა და პოლიციის მიერ ათობით ათასი პოლიტპატიმრის მკვლელობის ფაქტი, რასაც კორეის ომის დროს ჰქონდა ადგილი. ამერიკელები აქტიურად იყენებდნენ ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს.
1950 წელი _ ვიეტნამის ომში ამერიკის სამხედრო დახმარების დაწყება საფრანგეთისთვის, რომლის დროსაც საფრანგეთის სამხედრო ხარჯების ნახევარს აშშ იხდიდა.
1951 წელი _ ამერიკის სამხედრო დახმარება ჩინელი აჯანყებულებისთვის.
1953-1964 წლები _  ბრიტანული გაიანა. 11 წლის განმავლობაში აშშ და დიდი ბრიტანეთი სამჯერ შეეცადა, ხელისუფლების სათავეში დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ჯეგენი არ მოსულიყო. 1964 წელს ამერიკამ საწადელს მიაღწია. შედეგად რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ქვეყანა 1980 წლის დასაწყისისთვის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად იქცა.
1953 წელი _ ირანი. პოპულარული პოლიტიკოსის მოსადიკის მიერ ქვეყანაში განხორციელებულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა რეფორმებმა დააფრთხო ამერიკელები და ინგლისელები, რომელთა სპეცსამსახურებმა განახორციელეს ოპერაცია მოსადიკის დასამხობად. ქვეყანაში დაიწყო მღელვარება, რასაც სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვა. შაჰი ფეხლევი დაბრუნდა ირანში და ოფიციალურ მიღებაზე ასე მიმართა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახლოაღმოსავლეთის განყოფილების უფროსს: “ამ ტახტს ვფლობ ალაჰის, ხალხის, არმიისა და შენი წყალობით”. მოსადიკი დიდი ხნით ციხეში გაამწესეს.
1953 წელი _ ინუიტების ძალადობრივი დეპორტაცია გრენდოანდიიდან, რომელიც ამ ხალხის დეგრადაციით დამთავრდა.
1954 წელი _ გვატემალა. პრეზიდენტ ჯაკომო გუსმანის რეფორმას, რომლის ძალით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობა სახელმწიფო კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა, ამერიკული ფირმა “იუნაიტედ ფრუტის” ინტერესებს უარყოფითად შეეხებოდა. კომპანიის თხოვნას გამოეხმაურა აშშ-ის ადმინისტრაცია. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მცდელობით, გუსმანი, რომელსაც არმიამ უარი განუცხადა მხარდაჭერაზე, მექსიკაში გაიქცა. ქვეყანაში სათავე დაედო სამოქალაქო ომს, რომელიც მხოლოდ 1996 წელს დამთავრდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა აღიარა, რომ ვაშინგტონი კონფლიქტის დროს არაერთხელ ერეოდა გვატემალის შიდა საქვეყნო საქმეებში. სამოქალაქო ომში 200 ათასზე მეტი კაცი დაიღუპა.
საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის
OKO-PLANET.SU-ს
მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here