Home რუბრიკები ისტორია ამერიკის შეერთებული შტატების ყველა სამხედრო დანაშაულის სრული სია

ამერიკის შეერთებული შტატების ყველა სამხედრო დანაშაულის სრული სია

1857

სხვა ხალხების ექსპლუატაციის უფლების შესანარჩუნებლად ამერიკა რეგულარულად მიმართავს ძალადობის უკიდურეს ფორმებს, უწინარეს ყოვლისა კი _ ომებს. დღეს გთავაზობთ ცნობილი შეიარაღებული ინტერვენცისა და სხვა დანაშაულობათა სიას. ამ ჩამონათვალს აბსოლუტური სისრულის პრეტენზია არ აქვს, მაგრამ უფრო სრული არ არსებობს. მხოლოდ 1661-1774 წლებში აშშ-მა აფრიკიდან მილიონამდე ცოცხალი მონა ჩამოიყვანა, ცხრა მილიონზე მეტი კი გზაში დაიღუპა. მონებით მოვაჭრეთა შემოსავალი, XVIII საუკუნის შუა წლების ფასების მიხედვით, 2 მილიარდ დოლარზე _ იმ დროისთვის ასტრონომიულ ოდენობაზე, ნაკლები არ იყო.
1622 წელი. ამერიკის ომები სწორედ ამ წელს ჯეიმსთაუნში ინდიელებზე თავდასხმით დაიწყო, რასაც ჯერ 1635-1636 წლებში ახალ ინგლისში ალგოკინელ ინდიელებთან ომი მოჰყვა, შემდეგ _ 1675-1676 წლების ომი, რომელიც მასაჩუსეტში ქალაქების თითქმის ნახევრის განადგურებით დამთავრდა. სხვა ომები და დანაშაულობანი ინდიელების წინააღმდეგ 1900 წლამდე გრძელდებოდა. სულ ამერიკელებმა დახოცეს 100 მილიონამდე ინდიელი, რაც უფლებას გვაძლევს, ვილაპარაკოთ ნამდვილ გენოციდზე, რაც გაცილებით სჭარბობს მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის მიერ ებრაელთა მასობრივ ამოწყვეტას (4-6 მილიონი მსხვერპლი).
1689-დან 1763 წლამდე გაიმართა ოთხი მთავარი იმპერიული ომი ინგლისისა და მისი ჩრდილოეთ ამერიკული კოლონიების ჩართვით, აგრეთვე, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და ესპანეთის იმპერიების მონაწილეობით. 1641-დან 1759 წლამდე მოხდა 40 ამბოხი და 18 შიდა კონფლიქტი ჩასახლებულთა შორის, მათგან ხუთი აჯანყების დონემდე ამაღლდა. 1776 წელს დაიწყო ომი დამოუკიდებლობისთვის, რომელიც 1783 წელს დამთავრდა. მეორე ომმა 1812-1815 წლებში განამტკიცა დამოუკიდებლობა, 40 ომი ინდიელებთან 1622-დან 1900 წლამდე მილიონობით აკრი მიწების შემატებით.
1792 წელს ამერიკელებმა ინდიელებს წაართვეს კენტუკი, 1796 წელს _ ტენესი.
მას შემდეგ, რაც 1797 წელს აშშ-ის სამხედრო ხომალდი Dელაწარ -ი თავს დაესხა სამოქალაქო გემ ჩროყაბლე-ს, გაცივდა ურთიერთობა აშშ-სა და საფრანგეთს შორის; სამხედრო შეტაკებანი 1800 წლამდე გრძელდებოდა.
1800 წელს ვირჯინიაში აჯანყდნენ მონები გაბრიელ პროსერის მეთაურობით. ათას კაცამდე ჩამოახრჩვეს, მათ შორის _ პროსერიც. მონებს კი არც ერთი ადამიანი არ მოუკლავთ.
1803 წელს ამერიკელებმა ინდიელებს წაართვეს ოჰაიო, ლუიზიანა. 1800 წელს ესპანეთმა საიდუმლო ხელშეკრულებით საფრანგეთს გადასცა 1763 წლამდე საფრანგეთის კოლონიადყოფილი ლუიზიანა. სამაგიეროდ, ესპანეთის მეფემ კარლოს IV-მ ნაპოლეონს ვალდებულება აკისრებინა, რომლის ძალით მისი სიძისთვის იტალიაში სამეფო უნდა გადაეცა. საფრანგეთის ჯარებმა ვერ მოასწრეს ლუიზიანის დაკავება, სადაც მათ მისვლამდე დაფუძნდნენ ამერიკელები.
1805-1815 წლებში ამერიკელებმა პირველი ომი გამართეს აფრიკაში, მის ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე. ამ დროისთვის ამერიკელმა ვაჭრებმა მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობა დაამყარეს ოსმანთა იმპერიასთან _ 3 დოლარად ყიდულობდნენ ერთ ფუნტ ოპიუმს და ჩინეთში, ნავსადგურ კანტონში (გუანჯოუში) 7-10 დოლარად ჰყიდდნენ. დიდი ოდენობით ოპიუმს ასაღებდნენ ინდონეზიასა და ინდოეთში.
მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში აშშ-მა თურქეთისგან ოსმანთა იმპერიაში ვაჭრობის ისეთივე უფლებები და პრივილეგიები მოიპოვეს, როგორც ევროპის ქვეყნებისგან _ დიდი ბრიტანეთისგან, რუსეთისგან და საფრანგეთისგან. შემდგომში ამერიკა შეებრძოლა ბრიტანეთს ოპიუმის ბაზრებზე კონტროლის მოსაპოვებლად ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.
მთელი რიგი ომების შედეგად, 1815 წლისთვის შეერთებულმა შტატებმა კაბალური ხელშეკრულებები თავს მოახვიეს ჩრდილოაფრიკულ ქვეყნებს და თავიანთი ვაჭრებისთვის დიდი ფულადი შემოსავლების შემოდინება უზრუნველყვეს. მოგვიანებით აშშ შეეცადა, ნეაპოლიტანური სახელმწიფოსგან მიეღო სირაკუზი, როგორც საყრდენი ბაზა, მაგრამ უშედეგოდ.
1806 წელს ამერიკელები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ რიო-გრანდეში. მაგრამ ამერიკელთა მეთაური, კაპიტანი ზ. პაიკი ესპანელებმა დაიჭირეს და ინტერვენცია ჩაიფუშა.
1810 წელს აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებით, ლუიზიანის გუბერნატორი კლეირბონი შეიჭრა ესპანეთის კუთვნილ დასავლეთ ფლორიდაში. ესპანელებმა უბრძოლველად დათმეს ტერიტორია, რომელიც ამერიკის გამგებლობაში გადავიდა.
1811 წელს ჩარლზის (გვარები მონებს არ ჰქონდათ) წინამძღოლობით აჯანყდნენ მონები. 500 მონა ახალი ორლეანისკენ გაემართა, გზადაგზა მონებს ათავისუფლებდნენ. ამერიკელების ჯარებმა ადგილზე გაანადგურეს ან ჩამოახრჩვეს აჯანყების თითქმის ყველა მონაწილე.
1812-1814 წლებში _ ომი ინგლისთან. კანადაში შეჭრა. “მოუთმენლად ველოდები არა მარტო ფლორიდის მიერთებას სამხრეთისთვის, არამედ კანადისაც (ზემო და ქვემო) ჩვენი სახელმწიფოს ჩრდილოეთისთვის”, _ განაცხადა წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთმა წევრმა ფელიქს გრანდიმ. “ქვეყნიერების შემქმნელმა ჩვენს სამხრეთ საზღვრად დააწესა მექსიკის ყურე, ჩრდილოეთით კი _ მუდმივი სიცივის მხარე”, _ ბანს აძლევდა სენატორი გარპერი. მაგრამ მალე ინგლისის უდიდესი ფლოტის გამოჩენამ კანადის სანაპიროსთან აიძულა იანკები, აეკრათ გუდა-ნაბადი. 1814 წელს ინგლისმა შეძლო ბევრი სამთავრობო შენობის განადგურება აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში.
1812 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა მედისონმა უბრძანა გენერალ ჯორჯ მეტიუსს, ხელთ ეგდო ესპანეთის ფლორიდის ნაწილი _ კუნძული ამელია და ზოგიერთი სხვა ტერიტორია. მეტიუსმა დავალების შესრულებისას ისეთი არნახული დაუნდობლობა გამოავლინა, რომ შემდგომ პრეზიდენტი შეეცადა, ხელები დაებანა.
1813 წელს ამერიკის ჯარებმა უბრძოლველად ხელთ იგდეს ესპანეთის ყურე მობაილი, ესპანელი ჯარისკაცები ტყვედ ჩაბარდნენ. ამას გარდა, ამერიკელებმა მოახდინეს მარკიზის კუნძულების ოკუპირება. ოკუპაცია 1814 წლამდე გრძელდებოდა.
1814 წელს _ ამერიკელი გენერლის, ენდრიუ ჯეკსონის რეიდი ესპანეთის ფლორიდაში და პანსაკოლას ოკუპირება.
1816 წელს ამერიკელები თავს ესხმიან ფორტ ნიკოლს ესპანეთის ფლორიდაში. ფორტი ესპანელებს კი არ ეკუთვნოდა, არამედ გაქცეულ მონებსა და ინდიელ სემინოლებს, რომლებიც მთლიანად ამოწყვიტეს. ლაპარაკია 270 ადამიანზე.
1817-1819 წელს დაიწყეს მოლაპარაკება ესპანეთთან, რომელიც რიგი კოლონიების დაკარგვის შედეგად დასუსტებული იყო, აღმოსავლეთ ფლორიდის შეძენის საკითხზე. 1818 წლის 6 იანვარს გენერალმა ენდრიუ ჯეკსონმა, რომელსაც უზარმაზარი პლანტაციები გააჩნდა, პრეზიდენტ ჯ. მონროს გაუგზავნა პროექტი ფლორიდის ხელში ჩაგდების თაობაზე და დაჰპირდა, რომ ამ ოპერაციას 60 დღეში განახორციელებდა. ამის შემდეგ დიდი ხანი არ გასულა, რომ ამერიკელთა ჯარებმა გენერალ ჯეკსონის სარდლობით გადაკვეთეს აშშ-ის სამხრეთი საზღვარი და დაიკავეს ფლორიდა ისე, რომ არც მოლაპარაკების დამთავრებას დალოდებიან და არც მისგან თანხმობა არ მიუღიათ. ამერიკის ჯარების ფლორიდაში შეჭრა ახსნეს იმით, რომ იძულებული იყვნენ ინდიელ სემინოლთა ტომის წინააღმდეგ განეხორციელებინათ სადამსჯელო ღონისძიება, რადგან ისინი თავშესაფარს აძლევდნენ პლანტაციებიდან გაქცეულ ზანგ მონებს. ჭეშმარიტი მიზეზი კი სამხრეთ ამერიკელი პლანტატორების მიერ ფლორიდის ნოყიერი მიწების ხელში ჩაგდება იყო. ეს გამჟღავნდა 1819 წლის იანვარში, როცა კონგრესში ჯონსონის სამხედრო კომისიის მოხსენების გარშემო, რომელმაც ფლორიდაში საომარი მოქმედებები შეისწავლა, კამათი გაიმართა.
1814 წელს ორასი ამერიკელი, რომლებსაც დევიდ პოტრეტი მეთაურობდა, შეიჭრა პუეტრორიკის ქალაქ ფაჯარდოში. საბაბი: ცოტა ხნის წინათ ვიღაცამ იქ შეურაცხყო ამერიკელი ოფიცრები. ქალაქის ხელისუფლება იძულებული გახდა, ოფიციალურად ბოდიში მოეხადა თავისი მოქალაქეების უზრდელური ქცევის გამო.
1824 წელს ამერიკელებმა დესანტი გადასხეს კუბაში, რომელიც მაშინ ესპანეთის კოლონია იყო.
1831 წელი _ მონების აჯანყება ვირჯინიაში, მღვდელ ნეტ ტერნერის წინამძღოლობით. 80 მონამ დახოცა მონათმფლობელები და მათი ოჯახის წევრები (სულ 60 ადამიანი). აჯანყება ჩაახშეს. ამას გარდა, მონათმფლობელებმა გადაწყვიტეს “პრევენტული დარტყმის” განხორციელება უფრო დიდი აჯანყების აცილების მიზნით _ ახლო რაიონებში დახოცეს ასობით უდანაშაულო მონა.
1833 წელს _ შეჭრა არგენტინაში, სადაც ამ დროს აჯანყება მიმდინარეობდა.
1835 წელი _ მექსიკა. აშშ-მა, რომელიც ისწრაფოდა მექსიკის ტერიტორიის დაპყრობას, რომელიც შიდააშლილობის გამო დასუსტებული იყო, 20-იანი წლების დასაწყისიდან შეუდგა ტეხასის კოლონიზაციას, ინსპირირება მოახდინა ტეხასის კოლონისტების ამბოხის. შედეგად ამბოხებულებმა განაცხადეს ტეხასის მექსიკისგან გამოყოფის შესახებ და მისი დამოუკიდებლობა” გამოაცხადეს.
1835 წელი _ შეჭრა პერუში, სადაც ამ დროს ხალხის დიდი მღელვარება იყო.
1836 წელი _ კიდევ ერთი შეჭრა პერუში.
1840 წელი _ ამერიკელების შეჭრა ფიჯიში, გაანადგურეს რამდენიმე სოფელი.
1841 წელი _ ერთი ამერიკელის კუნძულ დრამონდზე (მაშინ უპოლუ ერქვა) მკვლელობის შემდეგ ამერიკელებმა იქ უამრავი სოფელი მიწასთან გაასწორეს.
1842 წელი _ უნიკალური შემთხვევა: ვინმე თ. ჯონსმა რატომღაც აიჩემა, რომ ამერიკა მექსიკასთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება და თავისი ჯარებით თავს დაესხა მონტერეის კალიფორნიაში. როცა გაარკვია, რომ ომი არ მიმდინარეობს, უკან დაიხია.
1843 წელი _ ამერიკელები შეიჭრნენ ჩინეთში.
1844 წელი _ კიდევ ერთი შეჭრა ჩინეთში, ანტიიმპერიალისტური აჯანყების ჩახშობა.
1846 წელი _ მექსიკელები განაწყენებული იყვნენ ტეხასის დაკარგვით, რომლის რეზიდენტებმა გადაწყვიტეს, შეერთებოდნენ აშშ-ს 1845 წელს. კამათმა საზღვრების შესახებ და ფინანსურმა შეუთავსებლობამ გააძლიერა დაძაბულობა. ბევრ ამერიკელს სჯეროდა, რომ მათ ქვეყანას განგების მიერ დაწერილი აქვს, ერთი ოკეანიდან მეორე ოკეანემდე იყოს გადაჭიმული _ ანტლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე. მაგრამ მექსიკელებს არ სურდათ შტატებისთვის ამ ტერიტორიის მიყიდვა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯეიმს პოლკმა 1846 წლის გაზაფხულზე ჯარები გააგზავნა ტეხასში. მომდევნო ორი წლის განმავლობაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა მეხიკოში, ტეხასში, კალიფორნიასა და ახალ მექსიკაში. ამერიკის ჯარები უკეთ იყო აღჭურვილი, შეიარაღებული უახლესი იარაღით, სარდლები ეფექტიანად უძღვებოდნენ საარმიო შენაერთებს. მექსიკა დამარცხდა. 1847 წლის დასაწყისში კალიფორნიას აშშ მართავდა. სექტემბერში მეხიკო დაეცა. 1848 წლის 2 თებერვალს აშშ-მა და მექსიკამ ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას. ამ დოკუმენტის ძალით, მექსიკა დათანხმდა, 15 მილიონ დოლარად მიეყიდა ამერიკისთვის 500.000 კვადრატული მილი ტერიტორია.
1846 წელი _ აგრესია ახალი გრანადის (კოლუმბია) წინააღმდეგ.
1849 წელი _ ამერიკის ფლოტი უახლოვდება სმირნას, რათა აიძულოს ავსტრიის ხელისუფლება, გაათავისუფლოს დაკავებული ამერიკელი.
1849 წელი _ ინდოჩინეთის საარტილერიო დაბომბვა.
1851 წელი _ ამერიკის ჯარები გადასხდნენ კუნძულ იოჰანაზე, რათა დაესაჯათ ადგილობრივი ხელისუფლება ამერიკული გემის კაპიტნის დაპატიმრების გამო.
1852 წელი _ ამერიკელების შეჭრა არგენტინაში სახალხო მღელვარების ჟამს.
1852 წელი _ იაპონია. ანსეის ხელშეკრულებები _ 1854-1858 წლებში აშშ-სა და სხვა სახელმწიფოების მიერ ანსეის წლებში დადებული უთანასწორო ხელშეკრულებები (ანსეი ოფიციალური სახელწოდებაა იმ წლების (1854-1860), როცა იაპონიაში იმპერატორი კომეი მეფობდა). ამ ხელშეკრულებების ძალით დასრულდა გარე სამყაროსგან იაპონიის იზოლაციის ორსაუკუნოვანი პერიოდი. 1852 წელს აშშ-ის მთავრობამ იაპონიაში გააგზავნა მ. პერის ესკადრა, რომელმაც იარაღის მუქარით 1854 წლის 31 მარტს მოახერხა დადებულიყო ამერიკა-იაპონიის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ამერიკის გემებს ნება დაერთო, შესულიყვნენ ჰაკოდატესა და სიმოდას ნავსადგურებში, ვაჭრობის უფლების გარეშე. 1854 წლის 14 ოქტომბერს ანალოგიური ხელშეკრულება გაფორმდა ინგლისთან, 1855 წლის 7 თებერვალს _ რუსეთთან. 1856 წელს იაპონიაში ჩავიდა ამერიკის გენერალური კონსული ტ. ჰარისი, რომელმაც 1857 წლის ივნისში მუქარითა და შანტაჟით შეძლო ახალი, აშშ-სთვის უფრო მომგებიანი ხელშეკრულების დადება, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1858 წლის ივლისში, _ იაპონიისთვის კაბალური ხელშეკრულების გაფორმება. ამერიკა-იაპონიის სავაჭრო ხელშეკრულების მსგავსი ხელშეკრულებები დაიდო რუსეთთან (1858 წლის 19 აგვისტოს), ინგლისთან (1858 წლის 26 აგვისტოს) და საფრანგეთთან (1858 წლის 9 ოქტომბერს). უცხოელებს მიეცათ ექსტერიტორიული და საკონსულო იურისდიქციის უფლება, იაპონიას წაერთვა საბაჟო ავტონომია და თავს მოახვიეს დაბალი გადასახადები შემოსატან საქონელზე.
1853-1856 წლები _ ინგლის-ამერიკის შეჭრა ჩინეთში, სადაც საომარი შეტაკებებით შეძლეს ვაჭრობის მომგებიანი პირობების მოპოვება.
1853 წელი _ შეჭრა არგენტინასა და ნიკარაგუაში სახალხო მღელვარების დროს.
1853 წელი _ ამერიკის სამხედრო ხომალდი უახლოვდება იაპონიას, რათა აიძულოს იგი, გახსნას თავისი პორტები საერთაშორისო ვაჭრობისთვის.
1854 წელი _ ამერიკელებმა გაანადგურეს ნიკარაგუის ქალაქი San Juan Norte (Greytowis), რითაც იძიეს შური ამერიკელების შეურაცხყოფისთვის.
1854 წელი _ აშშ შეეცადა, ხელთ ეგდო ჰავაის კუნძულები. პანამის ყელთან ვეფხვის კუნძულის ოკუპირება.
1855 წელი _ ნიკარაგუაში შეიჭრა ამერიკელების რაზმი უ. უოკერის მეთაურობით. აშშ-ის მთავრობის იმედზე მყოფმა უოკერმა 1856 წელს თავი ნიკარაგუას პრეზიდენტად გამოაცხადა. ამერიკელი ავანტიურისტი ცდილობდა, მიეერთებინა ცენტრალური ამერიკა აშშ-ისთვის და მისი მონათმფლობელობის ბაზად გადაქცევა სურდა ამერიკელი პლანტატორებისთვის. მაგრამ გვატემალის, სალვადორისა და ჰონდურასის გაერთიანებულმა ჯარებმა  უოკერი ნიკარაგუადან გააძევეს. მოგვიანებით იგი დაიჭირეს და ჰონდურასში დახვრიტეს.
1855 წელი _ ამერიკელების შეჭრა ფიჯისა და ურუგვაიში.
1856 წელი _ შეჭრა პანამაში. პანამის ყელის უდიდესი მშენებლობის გამო ამერიკა და ინგლისი მის ხელში ჩაგდებას ცდილობდა, უარეს შემთხვევაში  _ საკუთარი კონტროლის დაწესებას. დიდი ბრიტანეთი, რომელიც კარიბის ზღვაში რამდენიმე კუნძულსა და სანაპირო ზოლის ნაწილს ფლობდა, ცდილობდა, შეენარჩუნებინა გავლენა ცენტრალურ ამერიკაში. 1846 წელს აშშ-მა გრანადას თავს მოახვია მეგობრობის, ვაჭრობისა და საზღვაო მიმოსვლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ივალდებულა, შეენარჩუნებინა ახალი გრანადისთვის გარანტირებული სუვერენიტეტი პანამის ყელზე და, ამასთანავე, მიიღო მისნაირი უფლება ყელზე გამავალი ნებისმიერი გზის ექსპლუატაცისა, აგრეთვე, ტრანსპანამის ყელის რკინიგზის მშენებლობის კოცესია. ეს მშენებლობა დამთავრდა 1855 წელს, რამაც ხელი შეუწყო ამერიკელების გავლენის გაძლიერებას პანამის ყელზე. 1846 წლის ხელშეკრულების გამოყენებით, აშშ სისტემატურად ერეოდა ახალი გრანადის საშინაო საქმეებში, რაც ხშირად შეიარაღებული ინტერვენციის სახით ხორციელდებოდა (1856, 1860 და სხვა წლებში). 1850 და 1901 წლებში დადებული აშშ-ინგლისის ხელშეკრულებებმა კიდევ უფრო გააძლიერა აშშ პოზიციები ახალ გრანადაში.
1857 წელი _ ორი შეჭრა ნიკარაგუაში.
1858 წელი _ ინტერვენცია ფიჯის წინააღმდეგ _ ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია ორი ამერიკელის მკვლელობის გამო.
1858 წელი _ შეჭრა ურუგვაიში.
1859 წელი _ იაპონურ ნავსადგურ ტაკუზე თავდასხმა.
1859 წელი _ შეჭრა ანგოლაში სახალხო მღელვარების დროს.
1860 წელი _ შეჭრა პანამაში.
1861-1865 წლები _ სამოქალაქო ომი. მისისიპი, ფლორიდა, ალაბამა, ჯორჯია, ლუიზიანა, ტეხასი, ვირჯინია, ტენესი და ჩრდილოეთ კაროლინა გამოეყო სხვა შტატებს და გამოაცხადეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა. ჩრდილოეთს შეყავს ჯარები ვითომდა მონების გასათავისუფლებლად. ნამდვილი მიზეზი იყო ინგლისთან ვაჭრობის პირობების გამო წარმოქმნილი დაპირისპირება.
1862 წელი _ ყველა ებრაელის განდევნა ტენესიდან მათი ქონების კონფისკაციით.
1863 წელი _ სადამსჯელო ექსპედიცია სიმონოსეკიში (იაპონია), სადაც შეურაცხყვეს ამერიკული დროშა”.
1864 წელი _ სამხედრო ექსპედიცია იაპონიაში, ვაჭრობის მომგებიანი პირობების მოსაპოვებლად.
1865 წელი _ პარაგვაი. აშშ-ის, ინგლისის, საფრანგეთისა და სხვათა შეუზღუდავი დახმარებით ურუგვაი შეიჭრა პარაგვაიში და ამოწყვიტა ამ მდიდარი ქვეყნის მოსახლეობის 85 პროცენტი. მას შემდეგ პარაგვაი წელში ვეღარ გაიმართა. საშინელ სასაკლაოს აფინანსებდა როტშილდების საერთაშორისო საბანკო სახლი, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბრიტანეთის ბანკ ბერინგ ბრაზერსთან” და სხვა ფინანსურ სტრუქტურებთან, სადაც ტრადიციულად წამყვან როლს თამაშობდნენ როტშილდების თანატომელები. განსაკუთრებულ ცინიზმს ანიჭებდა ამ გენოციდს ის, რომ მას პარაგვაელი ხალხის დიქტატურის უღლისგან გათავისუფლებისა და ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენის ლოზუნგებით განახორციელებდნენ. ქვეყანამ ტერიტორიის ნახევარი დაკარგა, სისხლისგან დაიცალა და ინგლისისა და ამერიკის საცოდავ ნახევრადკოლონიად იქცა. დღეს იგი ცნობილია მსოფლიოში უმდაბლესი ცხოვრების დონით, ნარკომაფიის პარპაშით, უზარმაზარი საგარეო ვალებით, პოლიციური ტერორით, ჩინოვნიკების კორუმპირებულობით. გლეხებს წაართვეს მიწები და ერთ მუჭა მემამულეებს მიართვეს, რომლებიც ოკუპანტებს ფეხდაფეხ მოჰყვნენ. მოგვიანებით მათ შექმნეს პარტია კოლორადო”, რომელიც დღემდე მართავს ქვეყანას დოლარის და ძია სემის ინტერესების შესაბამისად. ზეიმობს დემოკრატია…
1865 წელი _ ჯარების შეყვანა პანამაში სახელმწიფო გადატრიალების დროს.
1866 წელი _ არაპროვოცირებული თავდასხმა მექსიკაზე.
1866 წელი _ სადამსჯელო ექსპედიცია ჩინეთში ამერიკის კონსულზე თავდასხმის გამო.
1867 წელი _ სადამსჯელო ექსპედიცია ჩინეთში რამდენიმე ამერიკელი მეზღვაურის მოკვლის საპასუხოდ.
1867 წელი _ მიდვეის კუნძულებზე თავდასხმა.
1868 წელი _ სამოქალაქო ომის დროს მრავალგზისი შეჭრა იაპონიაში.
1868 წელი _ ურუგვაისა და კოლუმბიაში შეჭრა.
1874 წელი _ ჯარების შეყვანა ჩინეთსა და ჰავაის კუნძულებზე.
1874 წელი _ მექსიკაში შეჭრა.
1878 წელი _ თავდასხმა სამოას კუნძულებზე.
1882 წელი _ ჯარების შეყვანა ეგვიპტეში.
1888 წელი _ თავდასხმა კორეაზე.
1889 წელი _ სადამსჯელო ექსპედიცია ჰავაის კუნძულებზე.
1890 წელი _ ამერიკის ჯარების შეყვანა ჰაიტიში.
1890 წელი _ არგენტინა. ჯარები შეჰყავთ ბუენოს აირესის ინტერესების დასაცავად.
1891 წელი _ ჩილე. ამერიკის ჯარების შეტაკება აჯანყებულებთან.
1891 წელი _ ჰაიტი. შავკანიანი მუშების აჯანყების ჩახშობა კუნძულ ნავასაზე, რომელიც, ამერიკელთა განცხადებით, აშშ-ის საკუთრება იყო.
1893 წელი _ ჰავაიში ჯარების შეყვანა, შეჭრა ჩინეთში.
1894 წელი _ ნიკარაგუა. ერთ კვირაში ჯარები ხელთ იგდებენ ბლიუფილდზს.
1894-1896 წლები _ შეჭრა კორეაში.
1894-1895 წლები _ ჩინეთი. ამერიკის ჯარები მონაწილეობენ სინო-იაპონიის ომში.
1895 წელი _ პანამა. ამერიკის ჯარები შეიჭრნენ კოლუმბიის პროვინციაში.
1896 წელი _ ნიკარაგუა. აშშ ჯარები შეიჭრებიან კორინტოში.
1898 წელი _ ამერიკა-ესპანეთის ომი. ამერიკელები ხელთ იგდებენ ესპანეთის კუთვნილ ფილიპინებს, დაიხოცა 600 ათასი ფილიპინელი. ამერიკის პრეზიდენტმა ვილიამ მაკ-კინლიმ განაცხადა, რომ ღმერთმა უბრძანა, ხელთ ეგდო ფილიპინის კუნძულები, რათა გაექრისტიანებინა ისინი და შეეტანა იქ ცივილიზაცია. მაკ-კინლიმ თქვა, რომ ელაპარაკა ღმერთს, როცა შუაღამით თეთრი სახლის ერთ-ერთ დერეფანში მიდიოდა.
ამავე პერიოდში ამერიკელებმა ესპანეთს წაართვეს კუბა. კუბაში მყარდება აშშ-ის პროტექტორატი. ამავე წელს ესპანეთს ართმევენ პუეტრო-რიკოსა და გუამს.
1898 წელი _ ამერიკის ჯარები შეიჭრნენ ნიკარაგუის ნავსადგურ სან ხუან დელ სურში.
1898 წელი _ ჰავაის კუნძულებს იპყრობს ამერიკის ჯარები.
1899 წელი _ აშშ-ფილიპინის ომი.
1899 წელი _ ნიკარაგუა. ამერიკის ჯარები შეიჭრა ბლიუფილზის ნავსადგურში.
 
გაგრძელება შემდეგ ნომერში
საინფორმაციო-ანალიტიკური
პორტალის OKO-PLANET.SU-ს მიხედვით
  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here