Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 2021 წლის 9 ყველაზე გასაოცარი გამოგონება

2021 წლის 9 ყველაზე გასაოცარი გამოგონება

415

მსოფლიოში შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, მეცნიერებსა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს მოღვაწეობა არ შეუწყვეტიათ და ბევრი საინტერესო ინოვაცია შემოგვთავაზეს. აი რამდენიმე მათგანი:

აეროტაქსები

2021 წლის დასაწყისში რუსი სპეციალისტების მიერ შექმნილმა უპილოტო საფრენმა აპარატმა წარმატებით გაიარა ყველა სატესტო გამოცდა. ამ საფრენი აპარატის მასობრივი წარმოება 5 წლის შემდეგ დაიწყება. აეროტაქსები ჯერ მოსკოვის ტერიტორიაზე იმუშავებენ და 1 კმ-ზე მგზავრობის სავარაუდო ფასი 20 რუბლი (0,27 დოლარი) იქნება.

აეროტაქსის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ეს საჰაერო აპარატი ავტომობილზე გაცილებით ეფექტიანი და უსაფრთხოა.

ვერტიკალური ფერმები

ვერტიკალური ფერმები სოფლის მეურნეობას ახალ დონეზე აიყვანს. სანქტ-პეტერბურგში სპეციალისტებმა დაასრულეს პირველი ვერტიკალური ფერმა I Farm-ის დაპროექტება, რომელშიც გამოიყვანენ პოპულარულ მწვანე კულტურებს.

ამ ფერმის საწარმოო სიმძლავრე სტანდარტულ ფერმებზე გაცილებით მეტია, ასე რომ, ამ ტექნოლოგიას მომავალში აქტიურად გამოიყენებენ.

OrCam Read_ მოწყობილობა, რომელიც დაწერილ ტექსტს ახმოვანებს

ისრაელელმა მეცნიერებმა გამოიგონეს გადასატანი მოწყობილობა, რომელიც დაწერილ ტექსტს ახმოვანებს. საკმარისია, ინფორმაციის ლაზერული მთვლელი მიიტანოთ ტექსტსთან და მოწყობილობა ამოიცნობს მას და წაიკითხავს. ამასთანავე, გაჯეტს შეუძლია აღიქვას ზოგიერთი ხმოვანი ბრძანება. ეს მოწყობილობა განსაკუთრებით სასარგებლო იქნება სუსტი მხედველობის მქონე ადამიანებისთვის.

დასაკეცი სმარტფონი

კომპანია Samsung-მა მომხმარებლები მორიგი უცნაური გადაწყვეტილებით გააოცა – წარმოადგინა დასაკეც-გასაშლელი ტელეფონი Samsung Galaxy Z Flip3-ი. სმარტფონი სენსორულია და უამრავი შესაძლებლობა აქვს. მოსახერხებელია მისი კომპაქტურობით, ფართო ეკრანითა და მრავალი ფუნქციით.

უსადენო ყურსასმენები

კომპანია JLab Audio-მ შექმნა JLab JBuds Frames-ი _ ბლუთუს-ყურსასმენები, რომლებიც სათვალის ე.წ. ყურებზე მაგრდება. გაჯეტი საშუალებას იძლევა, ერთდროულად მოუსმინოთ მუსიკასაც, მოსაუბრის ლაპარაკსაც და სხვა ბგერებსაც. კიდევ ერთი პლუსი _ გაჯეტს დამუხტვის შემდეგ 8 საათის განმავლობაში შეუძლია მუშაობა.

ხელოვნური გული

2021 წელს კაცობრიობის ისტორიაში პირველად განხორციელდა სრულიად ხელოვნური გულის ტრანსპლანტაცია. Tah-ი _ — Total artificial heart-ი (“სრულიად ხელოვნური გული”) შექმნა ფრანგულმა კომპანია Charmat-მა. ეს უნიკალური მოწყობილობა დიუკის (აშშ) უნივერსიტეტის ქირურგებმა 39 წლის პაციენტს გადაუნერგეს. ხელოვნურ გულს, სამწუხაროდ, აქვს ნაკლიც _ მისმა მფლობელმა ყოველთვის უნდა ატაროს 4-კილოგრამიანი ჩანთა, რომელშიც იქნება გულისცემისთვის რიტმის შესანარჩუნებლად საჭირო სითხე. ეს არ არის კარგი ნიუანსი, მაგრამ, მეცნიერები დროთა განმავლობაში ამ პრობლემასაც მოაგვარებენ.

დაავადების უკონტაქტო ამომცნობი

ვირუსებთან საბრძოლველი სასარგებლო გამოგონებებიდან აღსანიშნავია ვირუსების უკონტაქტო ამომცნობი სისტემა, რომელიც პირველად გაერთიანებული არაბული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამოსცადეს. მექანიზმი დიდი მგრძნობიარობით გამოირჩევა და ელექტრომაგნიტური ტალღების მეშვეობით შეუძლია ვირუსის არსებობის განსაზღვრა _ თუ ადამიანი დაავადებულია, იცვლება ელექტრომაგნიტური ტალღების სიხშირე, სკანერი კი ასახავს ამ ცვლილებას.

აბუ-დაბიში ასეთ მოწყობილობებს ხალხმრავალ ადგილებში აყენებენ, რათა დაიცვან ჯანმრთელი ადამიანების უსაფრთხოება.

რობოტიზებული ხელი

პოლონურმა კომპანია Automation Robotics-მა წარმატებით დაასრულა მექანიზებული ხელის შექმნის პროექტი. ბიომეტრული მოწყობილობის წონა 7 კგ-ია და შესანიშნავად ასრულებს ადამიანის სხეულისთვის დამახასიათებელ მოძრაობებს: ამოძრავებს თითებს, შეუძლია, ჩაავლოს საგანს და დაიჭიროს. კომპანია მიღწეული შედეგით არ კმაყოფილდება, მისი მიზანი სრულმასშტაბიანი რობოტის შექმნაა.

ყბის ბოქლომი

ახალზელანდიელმა მეცნიერებმა შექმნეს გასახდომი მოწყობილობა, რომელსაც DentalSlim Dict Control–ი უწოდეს. ეს ბოქლომი მაგრდება ყბაზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს საკვების მიღებას, მაგრამ ხელის შემშლელი არ არის ლაპარაკსა და სუნთქვაში. ადამიანებმა, რომლებიც მოწყობილობის ტესტირებაში მონაწილეობდნენ, ორ კვირაში 6კგ დაიკლეს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here