Home რუბრიკები საზოგადოება ლევან კუდუხაშვილი: თბილისის წყალი არ დაიქლორება და სასმელი წყლის ნაცვლად ...

ლევან კუდუხაშვილი: თბილისის წყალი არ დაიქლორება და სასმელი წყლის ნაცვლად ონკანში ტექნიკური წყალი წამოვა

1249

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2013 წლიდან დედაქალაქს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება და ონკანში მხოლოდ საყოფაცხოვრებო, დასალევად უვარგისი წყალი წამოვა. პროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია. ხელისუფლებამ თბილისი იმდენად მოიძულა, რომ ქუთაისში გადაბარგებისას მას მხოლოდ საყოფაცხოვრებო წყლის იმედად ტოვებს. თუ რას გულისხმობს 2013 წელს ასამოქმედებელი პროექტი, ვინ დგას ამ პროექტის უკან, რა სარგებელს ელოდება ხელისუფლება, ამ და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან კუდუხაშვილი ექსკლუზიურად გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველს გაანდობს.
 
 

სანდო და კომპეტენტური წყაროს (ვინაობას ვერ დავასახელებ, რადგან თანამდებობიდან მოხსნიან) მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხელისუფლებას ხელთ აქვს პროექტი, რომლის  თანახმად თბილისის მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩება. პროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია, თუმცა ხელისუფლება მას 2013 წლის აპრილამდე არ აამოქმედებს, რადგან პოზიციების გამყარებას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ელოდება. პროექტის თანახმად, თბილისის წყალი არ დაიქლორება და სასმელი წყლის ნაცვლად ონკანში ტექნიკური წყალი წამოვა, რომელიც იმ დონემდე იქნება დამუშავებული, რომ მხოლოდ საყოფაცხოვრებოდ (გასარეცხად და დასაბანად) გამოდგეს. ხელისუფლება ამ გზით ისედაც უმუშევარ და გაჭირვებულ მოსახლეობას იძულებულს გახდის, სასმელი წყალი მაღაზიებში შეიძინოს, სხვათა შორის – არც თუ ხელმისაწვდომ ფასად. ხელისუფლებას აღნიშნული პროექტის განხორციელება საკუთარ ბიზნესზე აქვს გათვლილი, იგი ორმაგად მოგებული დარჩება: ერთის მხრივ, ტექნიკური წყლის გადასახადებით; მეორეს მხრივ, მაღაზიებში გასაყიდი სასმელი წყლის ბიზნესით.სხვათა შორის საყოფაცხოვრებო წყლის ტარიფი უცვლელი (3,2 ლარი) დარჩება. ყოველივე ეს ხდება ქვეყანაში, სადაც წყლის ექსპორტი ზენიტშია.ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე არსებული წყლის მასშტაბური “დაზიანებებიც” სწორედ ამ პროექტთან იყო დაკავშირებული. თბილისს არასოდეს ჰქონდა წყლის მიწოდების პრობლება, თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო დაზიანებებს. შესაბამისად, ეს მასშტაბური შეფერხებებიც ხელოვნური იყო.თუ ამ პროექტმა დედაქალაქში გაამართლა, გამორიცხული არ არის, ხელისუფლებამ იგი მთლიანად საქართველოს მასშტაბით აამოქმედოს.ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჩემს ხელთ არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისის წყლის (GWP) აქციების ერთ-ერთი მფლობელი რურუების კლანთან დაახლოებული პირი “ზარალა”, იგივე გიორგი რამიშვილი გახლავთ.ჩვენი პარტია აღნიშნულ თემაზე ბრიფინგს გამართავს და ალტერნატიულ გზებს შეიმუშავებს, რომ ხელისუფლებას აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ხელი შეუშალოს. იმედია, საზოგადოებაც მხარში დაგვიდგება და ამ უსამართლობის წინააღმდეგ ჩვენთან ერთად აიმაღლებს ხმას, – აღნიშნა ლევან კუდუხაშვილმა.ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” (GWP) წარმომადგენლობას დავუკავშირდით. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა ასეთი კომენტარი გააკეთა:- თბილისის მოსახლეობისთვის ტექნიკური წყლის მიწოდების შესახებ ინფორმაცია ნამდვილად აბსურდულია და არ შეესაბამება სინამდვილეს. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ხარისხიან სასმელ წყალს აწვდის თბილისელებს და 2013 წლის შემდეგაც ასევე ხარისხიან სასმელ პროდუქტს მიაწვდის. მეტიც, ტექნიკურადაც შეუძლებელი და გაუმართლებელია, რომ იმ ონკანით, რომელშიც მრავალჯერადად გაფილტრული, დამუშავებული და გაწმენდილი ხარისხიანი სასმელი წყალი მოედინება, მომხმარებელს ტექნიკური წყალი მიაწოდო. ტექნიკური წყლის მისაწოდებლად სხვა დამოუკიდებელი ქსელი და ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს და ასეთი წყალი არამც და არამც არ უნდა მოხვდეს წყალსადენის იმ ქსელში და, შესაბამისად, იმ ონკანებში, სადაც სასმელი წყალი გადის. თბილისში ტექნიკური წყლის მისაწოდებლად შესაბამისი ქსელები არც არსებობს და არც არის ამის საჭიროება.რაც შეეხება ბატონ გიორგი რამიშვილს, ჩვენი მხრიდან შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს ისევე არ შეესაბამება რეალობას, როგორც ინფორმაცია თბილისში ტექნიკური წყლის სამომავლოდ მიწოდებაზე, – აღნიშნა იორგ მათისმა.მიუხედავად კომპანიის უარყოფისა, ლევან კუდუხაშვილი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ჯიუტად იცავს თავის პოზიციას და განმარტავს, რომ კომპანია  შესაბამისი დანადგარებით უკვე აღჭურვილია.სპეციალისტების თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მოსახლეობისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნება, მაგრამ ამით სარგებელს ნახავს თავად კომპანია, მითუმეტეს თუ საყოფაცხოვრებო წყლის ტარიფი უცვლელი დარჩება. კომპანია, ერთის მხრივ, წყლის დამუშავების, დაქლორვისა და გაუვნებელყოფის გარეშე საკმაოდ სოლიდურ თანხებს დაზოგავს; მეორეს მხრივ კი, საშუალება მიეცემა, უკვე არასასურველი ხარჯიანი შტატები გააუქმოს.“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დედაქალაქის მასშტაბით 400 ათასამდე აბონენტს ემსახურება. აქედან 2000-მდე საბიუჯეტო ორგანიზაციაა, 15 ათასამდე კომერციული ობიექტი, დანარჩენი კი – მოსახლეობა. ზემოაღნიშნული პროექტის პირობებში, როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდ რაოდენობას ემუქრება სასმელი წყლის გარეშე დარჩენა. შესაძლოა, სწორედ ამ რაოდენობამ აცდუნა ხელისუფლება და გადააწყვეტინა წყლის ბიზნესის ამგვარი წარმოება.
 
 
 
ეკა რობაქიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here