Home რუბრიკები სამართალი პატიმარი, რომელიც ერთი კვირით ადრე იტყობინებოდა, რომ მას მოკლავდნენ, მკვდარია

პატიმარი, რომელიც ერთი კვირით ადრე იტყობინებოდა, რომ მას მოკლავდნენ, მკვდარია

2474

26 წლის კახაბერ თედლიაშვილი, რომელმაც ციხეში სამი წელი და სამი თვე გაატარა, 30 აპრილს იქიდან გამოასვენეს. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მარლით ჩამოიხრჩო, თუმცა საწინააღმდეგოს აცხადებენ მისი ოჯახის წევრები და ასევე საწინააღმდეგოს მეტყველებს ციხიდან გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე გამოგზავნილი წერილები სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძის, სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის, პარლამენტის წევრ ლაშა თორდიასა და სხვადასხვა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციისთვის.კახაბერ თედლიაშვილის წერილი, რომლის ადრესატიც სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშია, 2011 წლის 12 აპრილით არის დათარიღებული:

“2010 წელს, ციხის უსაფრთხოების თანამშრომლების მხრიდან დაიწყო ზეწოლა: “ბოზობ და იმიტომაც დაგიკლეს სასჯელიო”, რაზეც ვუთხარი, რომ არ იყო სწორი ინფორმაცია და შეეძლოთ გადაემოწმებინათ. ამის შემდეგ მითხრეს, რომ უნდა მეთანამშრომლა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელს დამიმატებდნენ და პატიმრებს აჩვენებდნენ წერილებს, რომლებსაც გარეთ “ვაგზავნიდი” ტილოთი ე.წ. დაჩკაში და ეტყოდნენ, რომ ხალხს ვაჭერინებდი, რითაც სასჯელს ვიკლებდი. როდესაც ვუთხარი უსაფრთხოებს თანამშრომლებს, რომ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ, არავის ვაჭერინებდი და აღნიშნული წერილები ჩემი დაწერილი არ იყო, კვლავ მითხრეს, რომ უნდა მეთანამშრომლა, წინააღმდეგ შემთხვევაში წერილებს წაუკითხავდნენ ჩემს საკანში მყოფ ბიჭებს და მერე მერკვია, ჩემი დაწერილი იყო თუ სხვისი”.
11 აპრილი, სასჯელაღსრულების მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს:

“ციხის უფროსმა ჩემზე კონკრეტულ პატიმრებს უთხრა: “ყველაზე გამწარებული და გაბოროტებულია, ცალკე თქვენ გიჩივით, ცალკე ჩვენ. ოჯახები გვყავს გარეთ, მაგისი გაშვება აქედან ცოცხლად არ შეიძლება. აქ არ ჩერდება, მარტო კაცი ჩივის და გარეთ რას იზამს, თან შეწყალებას ელოდება. ცოტა ხანს არაფერი აგრძნობინოთ და, თუ დეპარტამენტში შემოვიდა მაგის შეწყალების საბუთები, კახაზე ადრე მე მეცოდინება, ჩვენ შეგახვედრებთ და თქვენ იღლიის ქვეშ გაუკეთეთ 10 (ათი) ხაზი წამალი, მარტო ჩხვლეტას გაიგებს და მკვდარს გავაცილებთ ვახტაზეო. დეპარტამენტში და ყველგან საქმის კურსშია ხალხი. დაბლიდან მაღლამდე ყველას ფეხებზე კიდია, გამწვანებულია, დღეს ჩვენ დავგეგმავთ და მიხედეთ, პასუხი არავის მოეთხოვება მაგის დაბრედვაზეო”. ციხის თანამშრომლებს ვუთხარი: საკნიდან გამიყვანეთ, არ ვარ კარგ ხალხში ცხოვრების ღირსი. ვიცი, ჩემი მოკვლა გინდათ, მაგრამ ხომ ხედავთ, არ მკლავენ, თქვენ მომკალით, ამ ხალხს რას ერჩით და, ვინც არ უნდა მომკლას, თქვენ მაინც არ დარჩებით დაუსჯელები, იმიტომ, რომ ყველაფერი თქვენი ბრალი, თქვენი მოწყობილი იქნება-მეთქი”.

12 აპრილი, პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს:

“უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მიხსენა ჩემი ოჯახის წევრების სახელები, შემეშინდა, ვიფიქრე, პრობლემები არ შეუქმნან ვინმეს-თქო და ვუთხარი, რომ ვითანამშრომლებდი. ამის შემდეგ მითხრეს, დამეწერა, თუ არა და _ “ლაპარაკი ჩავიწერე, ბიჭებს მოვასმენინებ და ისინი მოგხედავენო”. იძულებით, შეშინებულმა დავწერე, რომ ვითანამშრომლებდი და ამიყვანეს საკანში, შემდეგ დავრეკე მამაჩემთან, ვუთხარი, რომ სხვა ციხეში გადაყვანის საკითხი გაერკვია, რადგან რაღაც უბედურება ტრიალებდა ჩემს თავს. ცოტა ხანში საკანში უსაფრთხოების თანამშრომლებმა ხმა გამივრცელეს, რომ ციხის ადმინისტრაციის აგენტი ვიყავი და ისეთი სიტუაცია შემიქმნეს საკუთარი მშობელიც არ დამიჯერებდა, რომ სინამდვილეში განცხადების იქით არავითარი ურთიერთობა არ მქონდა ციხის ადმინისტრაციასთან.Gგამარჯობასაც კი აღარ ვეუბნებოდი არავის და გარეთ ვითხოვდი შველას, რომ იქნებ სხვა ციხეში გადავეყვანე”.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლაშა თორდიას:

“ვიცი, თუ შემიწყალეს შემახვედრებენ იმ ხალხს, ვინც გადამკიდეს და მათ მოაკვლევინებენ ჩემს თავს. აღნიშნული განცხადების შემდეგ ცალი ფეხი სამარეში მაქვს. 25 რიცხვი რომ ახლოვდება, გული მისკდება, შეწყალებულთა სიაში თუ მოვხვდი, ვიცი, მომკლავენ და ვიღაცა უბედურს დააბრალებენ. ზემოაღნიშნული ფაქტების გახმაურებამ შეიძლება გადამარჩინოს და შეცვალონ გეგმა. ადრე რომ გამეხმაურებინა ყველაფერი, საკანშიც აღარ შემექმნებოდა პრობლემები. არც გიჟი ვარ და არც მელანდება რამე, რასაც ვწერ, ესე ხდება და ყველას გთხოვთ, შემინარჩუნოთ სიცოცხლე”.

ამ და მსგავსი შინაარსის მრავალი წერილის მიუხედავად, კახაბერ თედლიაშვილის სიცოცხლე ვერავინ, თუ არავინ, გადაარჩინა. როგორც აღვნიშნეთ, იგი 30 აპრილს გარდაიცვალა. “საქართველო და მსოფლიო” კახაბერ თედლიაშვილის დედას, ინაზი თედლიაშვილს ესაუბრა:

_ ჩემი შვილი შველას ითხოვდა. თუ სადმე ხელი მიგვიწვდებოდა, ყველას მივმართეთ _ კალმახელიძეს, პარლამენტს, ასოციაციებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს; თავადაც ყველგან აგზავიდა განცხადებებს, ითხოვდა შველას და ეხვეწებოდა ყველას, გადაერჩინათ მისი სიცოცხლე და აეცილებინათ სიკვდილი.Eემუქრებოდნენ დიდი დოზით წამლის გაკეთებით, თუმცა შემდეგ უთხრეს: ერთი ჩხვლეტით სიკვდილის ღირსი შენ არ ხარ, უნდა გაწამოთ და მერე მარლაზე დაგკიდოთო. ზუსტად ასე მოხდა, ის აწამეს და შემდეგ მარლით ჩამოკიდეს.

_ წამების კვალი ეტყობოდა სხეულზე? სასჯელაღსრულების სამინისტრო აცხადებს, რომ მან თავი მოიკლა.

_ არანაირი თვითმკვლელობა, მტკიცებულებები არსებობს, რომ ერთი თვის წინათ ითხოვდა პატიმარი შველას. 22 აპრილს “ქრონიკაში” გამოქვეყნდა მასალა სათაურით: “#6 საპყრობილეში მყოფი კახაბერ თედლიაშვილის სიცოცხლეს სიკვდილი ემუქრება”. გვეგონა, ზომებს მიიღებდნენ და კახა გადარჩებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

_ თქვენი ვერსია როგორია, როგორ გარდაიცვალა თქვენი შვილი?

_ საშინლად ნაწამები იყო. თითები დაჩეჩქვილი ჰქონდა, ზურგზე, საკუთარი თვალით ვნახე, სამგან ჰქონდა ამოგლეჯილი ხორცი, მარჯვენა მკლავი _ მოტეხილი (როგორც ჩემთვის ცნობილია), თავზე _ კოპები.

არაერთხელ მივმართეთ საპყრობილის დირექტორს, ციხის ადმინისტრაციას, ვიმუქრებოდი, რომ თავს დავიწვავდი საპყრობილის წინ, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. ვერ გადავარჩინეთ.

_ რატომ დაიწყო მის წინააღმდეგ ეს კამპანია?

_ არ ვიცი, ადმინისტრაცია თავიდანვე ძალიან ცუდად ექცეოდა. ცემაში ფეხიც კი მოტეხეს. ცემის ძალიან ბევრი ფაქტი იყო. ერთხელ ადვოკატი რომ შევიდა, ნახა სასტიკად ნაცემი _ სახეზე თვალი და ცხვირი აღარ ეტყობოდა, შეიყვანა ის საპყრობილის დირექტორ დავით მარგებაძესთან და სთხოვა რეაგირება მოეხდინა, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ამიტომ კახა სიკვდილის წინ გვეხვეწებოდა, ამ საქმეს საქართველოში არავინ მიხედავს და სტრასბურგში გაასაჩივრეთო,Mმაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვასწარით. ბოლოს საკუთარი ყურით მოისმინა, რომ შაბათს ან კვირას უნდა მოეკლათ, მე ადმინისტრაციაში დავრეკე, თავის დაწვით დავიმუქრე, თუ მას მოკლავდნენ. ერთი კვირა აცოცხლეს, მეორე კვირას კი მოკლეს წამებით.P30-ში დილით, როცა შემოწმებაზე შესულან, როგორც ამბობენ, ცოცხალი იყო, დაახლოებით 10:30-ზე მოკლეს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი.Aასევე ვიცით, რომ პარასკევს ღამით, ანუ 29-ში სასტიკად აწამეს. ამბობდა, რომ დასადამბლავებელ წამლებს ასმევდნენ, რომ ძალა გამოცლოდა, რადგან ძალიან ღონიერი იყო და ადვილად უმკლავდებოდა და იგერიებდა თავდამსხმელებს.

_ მის წერილებში დასახელებულია გვარებიც.

_ ერთი, ვის გვარსაც ასახელებდა, ციხის უშიშროების წარმომადგენელი ჯონი რამიშვილია, რომელსაც ზეწოლაში ადანაშულებდა.

_ პატიმრებთანაც ჰქონდა მას დაპირისპირება, როგორც წერილებიდან ირკვევა.

_ იმიტომ, რომ ჩვენთან შესახვედრად როცა გამოდიოდა, პატიმრებს ეუბნებოდნენ, თითქოს “ნასედკა” იყო და ინფორმაციები გამოჰქონდა, მაგრამ ეს იყო სრული აბსურდი. ჩემმა შვილმა სიცოცხლე შესწირა კაცობას, ვერ ათანამშრომლეს და სწორედ ამიტომ გადაეკიდნენ. მისი გარდაცვალების შემდეგ ჩვენი ადვოკატი აგრძელებს მუშაობას, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ მომხდარა, რადგან ეს დაგეგმილი და შეკვეთილი იყო მაღალჩინოსნების მიერ, თორემ ასე ადამიანებს ვერ ხოცავენ ციხეში. მას ხომ პირდაპირ ეუბნებოდნენ ამას. საშინელი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ იყო, ოჯახის წევრებზე, მათ შორის _ 7 წლის ინვალიდ შვილზე ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. ყველაფერს უკეთებდნენ, რომ მოეკლათ, რადგან პირდაპირ უთხრეს: შენ ისე გვყავხარ გამწარებული, ჩვენ ოჯახები გვაქვს და გარეთ შენი ცოცხლად გაშვება არ შეიძლებაო.

ყველა პატიმრის დედას მინდა ვთხოვო, გამოფხიზლდნენ, ნუ დაახოცინებენ შვილებს ამ ხალხს, გაუფრთხილდნენ მათ სიცოცხლეს. ყველა მშობელმა ამოიღოს ხმა, გამოვიდნენ, ნუ შეუშინდებიან ამ მთავრობას. უდანაშაულოდ მომიკლეს 26 წლის შვილი. 22 აპრილს გავაფრთხილეთ ხელისუფლება, რომ #6 საპყრობილეში მჯდომი კახაბერ თედლიაშვილს ემუქრებოდა სიკვდილის საფრთხე. არავინ გამოგვეხმაურა. ბოლო 4 თვის განმავლობაში 10-ჯერ, 15-ჯერ ვართ შესული დავით მარგებაძესთან. თუ შეკვეთა არ მოდის ციხის დირექტორისგან, ადმინისტრაცია მას ვერ მოკლავდა. ჩვენ გაჩუმებას არ ვაპირებთ, ყველას მოვთხოვთ პასუხს კახას მკვლელობისთვისაც და იმისთვისაც, რომ, მიუხედავად გაფრთხილებებისა, ზომები არ მიიღეს მისი მკვლელობის თავიდან ასაცილებლად. ასევე ვაპირებთ სტრასბურგში ამ საქმის გასაჩივრებას.

 

სოფო გელაშვილი

1 COMMENT

  1. აბა ახლა რომ ყველა ჩვენ გვატყუებს არაფერი ვიცოდითო? კაცი იტყობინებოდა მომკლავენო და მაინც რეაგირება არ მოახდინეს, რაღა უნდა ვიწამო? იქნებ ამ მწვალებლების შვილებიც მოხვდნენ ციხეში, ესე იგი ეცოდინებთ რა საშინელებები ელოდებათ??????????????

  2. სახალხო დამცველი დედა მე,,ეს ყველაფერი მაგის ბრალია,ეხლა რო აიმაგლა ხმა,იცის მოეტხოვება პასუხი..მაგის კისერზე იკოს ეს უბედური ბიცჰები,,ჩათლახი

  3. გმერთო ჩემო რა ხდება საქართველოში, არ ვიცი მაგ ადამიანებს სასჯელი არ ეყოფატ ყველა უნდა დააყენო შუა ქუჩაში და ტრაკში ცოცხები უნდა გაუკეთო, შემდეგ კი უნდა აიდზულო რო მასეთ მდგომარეობაში დაჯდნენ!!!!!! მაგათთვის სასჯელი ცოტააა ყველა სასიკვდილოა ყველააააა!!!!!!

  4. მაგათ საკუთარი უბედურების ყურება დიდიხნით უნდა გაუხანგრზლივოთ, სიკვდილი ალბათ შვება ამ ქვეყნის ჯოჯოხეთიც უნდა იწვნიონ და იმქვეყნისაც.

  5. თქვე ურჯულოებო!!! არაკაცებო.. უსისხლოებო და უგულოებო ღმერთმა მაგათი ტკივილი გაგატაროთ უნამუსოებო.. ღმერთო როგორ მტკივა ეს ყველაფერი.. :((

  6. შოკში ვარ….გმერთმა გადაუხადოთ სამაგიერო მაგ ჯალათებსსსსსსსსს. სულ ცოცხიტ არიან გასახვეტები… ვარდებიტ მოსული მთავრობააააააააა

  7. ნეტო >>> 18 მაისი 2011 10:16:42 ამ დროს დადეს ეს წერილი, დღეს არ დადებულა, მაგრამ სამწუხაროდ რეაგირება 0 🙁

  8. რამდენი წელია ხალხში ხმა დადის გლდანის ციხეზე,ჩვენ უბრალო ხალხის ყურამდე ახწევდა და როგორ დავიჯერო არავინ არაფერი იცოდა?

  9. თქვენი დედები ისე გამწარდებიან, როგორც ამ პატიმართა დედები გამწარდნენ, თქვენი დედის პროჭები მოვტყან სულყველასი

  10. გირგვლიანის მშობლებიც არ ჩერდებოდნენ,მაგრამ გავიდა დრო.. დედა შვილის დარდს გადაყვა… საქმე გაუხნელია .. უბედურება ხდება სა_ქართველოს მაჯლაჯუნები ყავს შემოხვეული.. ვილოცოთ,რომ გადავრჩეთ.

  11. ბოგმით ვარ სავსე…აი ზუსტად ეგრე უნდა დაემართოს მიშა შენ შვილებს რო მიხვდე რა მკივნეულია ამ ბიჯის ოჯახისთვის და კველა ჩვენატგანისთვის ეს ყველაფერი….არარაობა ხა სააკაშვილო და მეტი არაფერი…ქარტველ ერს შენნაირი ლაჩარი არ სჯირდება პრეზიდენტად………..ნაგავოოოოო

  12. მტკნარი სიცრუეა ხალხო რატო არ გამოაქვეყნეს ეს მალევე ამატ საარცჰევნო ლოზუნგია ხოდა ტუ მარტალია კიდე არცჰევნებს გაადაყოლეს ამ მეოცნებეებმა ხედავტ

  13. ხალხო ტქვენ ფსიქოლოგიაზე მოქმედებენ ეს მეოცნებეები ყიდიან ყველაფერს და ყიდულობენ

  14. მეოცნებეებს არ დაუნიშნავს ეგ ლაჩრები მაგ თანამდებობებზე.. უბრალოდ ქარტველ ხალხს კიდე გვძინავს…და ვერ ვასხვავებთ ადამიანობას… და მატო გარეგნობას უკურებთ..ვერ შემიცვლის ეხლა უკვე აზრს სააკაშვილზე ვერავინ და ვერაფერი…..მოსახდენი მოხდა უკვე გვიანიააააა

  15. ნეტავ ტუ დარჩა კიდევ ისეტი რეგვენი რომ ოცნებას დააბრალოს რაიმე ნაცებტან მიმარტებასჰი . ამ ნაწამწბი ადამიანების სულები ტავზე დაგვკურებენ ხალხნო და სამარტალს ელოდებიან!

  16. კარგად მახსოვს ეს ამბავი, იწერებოდა მომკლავენ მიშველეტო, ვინ უშველა, ცადეს ეს ანგელოზი ბიჭი მიწაში, მოეკიტხოტ მატ გულიტ საყვარლებს! რისტვის ხალხო რისტვის ვაკვლევინებტ ჩვენს მომავალს ამ გარეწრებს?! ეს ხალხი დრეს გარეტ არ უნდა დადიოდეს, ვუსურვებდი ტავად გამოეროტ ის დრე რაც ამ ბიჭის დედამ გამოაიარა, მაპატიოს უფალმა მარა სხვა გზას ვერ ვხედავ , ამატ არავინ სჯის

  17. ვიზიარებთ მწუხარებას და თუ კი ბატონი ლაშა თორდია საქმის კურსში იყო და არანაირი რეაგირება არ მოახდინა რომელიც დღეს საქართველოს მთავარი აუდიტის თანამდებობაზეა, რამდენად სამართლიანია მისი ამ პოსტზე ყოფნა?
    ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად ,,ჭურში ზის” და რაღაც ,,ევროატლანტიკურ”კურსზე ქადაგებს და ყურებს უბურღავს ჩვენს მოსახლეობას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ქვეყნის და ხალხისათვის, ვინაიდან ფაქტებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს არც ხალხის სიცოცხლე და არც ქვეყნის ბედი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here