Home რუბრიკები პოლიტიკა “ჰოი, უფალო, გვედრებ კივილით”

“ჰოი, უფალო, გვედრებ კივილით”

402

ჯოჯოხეთის კუპრში საბანაო საგზურიჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს”, ჩემი ერის ეროვნული კულტურის, ტრადიციების, ადათწესების, სარწმუნოებისა და რწმენის შემგინებლებს, აბუჩად ამგდებთ, წამბილწველებს, სოდომური ცოდვის პროპაგანდისტებს!

ღმერთო, ეს რა უბედურებაა! ადამიანის რა საშინელი გადაგვარების მხილველი გამხადე!

ვიცოდი მეც და ბევრმა სხვამაც, რასაც გვიქადდა ე.წ. ნეოლიბერალიზმისა და “პიროვნების სრული თავისუფლების” სატანისტური იდეების სულგაყიდული და ტვინდამახინჯებული ადეპტების შემოტევა, რომლებსაც ჩვენი ქვეშაფსია და ფულზე დახარბებული პოლიტიკოსების სრული მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ… ამდენი თუ იყვნენ უკვე, როგორ ვიფიქრებდი ამას!

ღმერთმა აცხონოს ჟანპოლ სარტრი, რა მართალი უთქვამს: ადამიანი თავისუფლებით არის დაწყევლილიო!

5-მა ივლისმა უკლებლივ ყველას ლუსტრაცია მოახდინა! 5 ივლისი იმ ერთგვარ აბანოდ იქცა, რომელშიც ყველასათვის საჩინოდ გამოჩნდა თეთრი და შავი.

ვავა, ჩქიმ ცოდა! რამდენი შავი და მახინჯი ყოფილა ჩვენს გვერდით, რამდენი ცოდვიანი ძაღლიშვილი ყოფილა ჩვენს შორის…

გახსოვთ, ალბათ, კონსტანტინე გამსახურდიამ რომ ათქმევინა მეფე გიორგის “დიდოსტატის მარჯვენაში”: “ქვეყანას, რომელსაც ამდენი მოღალატე ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს”-ო. მეფე გიორგის რა უჭირდა, მოღალატეები მომრავლებია, თურმე. ჩვენ რა ვქნათ, როცა მარტო მოღალატეები კი არა, სისხლსმოწყურებული მტრები გვყავს შინ! ჩვენი ერის ღირსებას ფეხქვეშ რომ თელავს, ეროვნულ ცნობიერებას რომ გვინგრევს, ზნეობას რომ გვირყვნის, წარსულს რომ გვიგინებს, ეროვნულ გმირებს აბუჩად რომ იგდებს, რწმენასა და სარწმუნოებას რომ შეურაცხყოფს, საკუთარი ადათ-წესების, ტრადიციებისა და ხელშეუხებელი ეროვნული ღირებულებების დამცველებს “ბნელებსა” და “მონებს” რომ უწოდებს, მტერია, აბა, რა ჯანდაბა და ოხრობაა!

სიძულვილის ენა არ გამოიყენოთო, _ წამდაუწუმ დაგვჩხავიან თავზე ჩვენი ევროპელი თუ ამერიკელი “სტრატეგიული პარტნიორები” და თავგადაკლული “მეგობრები”. რა ბაბასილი გინდათ, არამკითხე დამრიგებლებო: მტერს მოფერებითა და ენის მოჩლექით ველაპარაკოთ? ეს გინდათ? თქვენ თვითონ თუ მიგიციათ სიყვარულისა და შემწყნარებლობის მაგალითი სხვისთვის? იქნებ შეგახსენოთ თქვენი “შემწყნარებლობისა” და “კეთილგანწყობის” მაგალითები, ჰა? ამერიკელო “შემწყნარებლებო” და ლიბერალებო, აგერ ახლახან და არა ისტორიულ წარსულში, ატომური ბომბი რომ ხეთქეთ მძინარე ჰიროსიმას თავში და მთელი ქალაქი აღგავეთ პირისგან მიწისა, ჰუმანიზმისა და შემწყნარებლობის მაგალითი იყო ეს? ან ჰიროსიმის ტრაგედიიდან მესამე დღეს მეორე ქალაქი რომ ამოუჟუჟეთ ისევ ატომური ბომბით უკვე თითქმის კაპიტულირებულ იაპონიას, იქნებ ეს იყო ჰუმანიზმის ნიმუში? არა? აბა, დემოკრატიის გაკვეთილებს რომ უტარებთ მსოფლიოს, ხომ არ დაგავიწყდათ, საუკუნე-ნახევრის წინათ 20 მილიონიან აშშ-ში 5 მილიონი შავკანიანი მონა რომ იყო? ან იქნებ არ გახსოვთ, აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის რომ მოკალით მარტინ ლუთერ კინგი აგერ, ამ ნახევარი საუკუნის წინათ და არც ახლაა იშვიათი რასობრივი დისკრიმინაციის მაგალითები თქვენში.

ამნეზია თუ არ დაგმართნიათ, “ძვირფასო” დამრიგებლებო, გაიხსენეთ, რას ამბობდით, ამბობდით კი არა, მსოფლიოს გასაგონად გაჰყვიროდით: არიქა, სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების ქიმიურ იარაღს ამზადებს და კაცობრიობის ეს დაუძინებელი მტერი უნდა მოვსპოთო. სიყვარულის ენა იყო ეს? მერე და ვინ იყენებდა ამ სიყვარულისა და მეგობრობის ენას? ვინ და, დემოკრატიისა და თავისუფლების “ფორპოსტი” სახელმწიფოების _ აშშ-ისა და ინგლისის _ ხელისუფალნი! მერე რა მოჰყვა ამას? ის მოჰყვა, რომ ამერიკელი “კეთილისმყოფელები” შეიჭრნენ ერაყში, სასტიკად გაუსწორდნენ ერაყელ ხალხსა და მის ლიდერს _ სადამ ჰუსეინს და … ვერანაირი მასობრივი განადგურების იარაღის წარმოების კვალიც ვერ იპოვეს. ინგლისის პრემიერმინისტრმა ტონი ბლერმა “დარცხვენილმა” განაცხადა, _ დაზვერვამ შეგვიყვანა შეცდომაშიო. ანგლო-ამერიკელ “დემოკრატებს” შეეშალათ, ერაყი, როგორც სახელმწიფო, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, მის ნავთობს კი გამოუჩნდა პატრონი; ძნელი მისახვედრი არ არის, ვინ!

ის, რაც აყვავებულ ლიბიას დამართესსიყვარულის ენითმოსაუბრე დასავლელმადემოკრატებმა”, ამის გონივრული ახსნა, მე მგონია, თვითონ მათაც არ აქვთ. სირიასა და იუგოსლავიაზე აღარაფერს არ ვიტყვი, სერბეთისაგან კოსოვოს ჩამოგლეჯის ცოდვა ეყოფათ ნატოელ ქორებსა და მათ ბაზიერებს ჯოჯოხეთის კუპრში საბანაო საგზურისათვის. ერაყელებმა, ლიბიელებმა, სირიელებმა, სერბებმა სიყვარულითა და მადლიერებით უნდა გაიხსენონ საკუთარი დამაქცეველები? არა, თუ სურვილი აქვთ, ასეც მოიქცნენ, მაგრამ ასეთი სურვილი რატომ უნდა გაუჩნდეთ?!

ჩემი ერის ისტორიული წარსულის გამბიაბრუებლებს, ეროვნული კულტურის, ტრადიციების, ადათ-წესების, სარწმუნოებისა და რწმენის შემგინებლებს, აბუჩად ამგდებთ, წამბილწველებს, სოდომური ცოდვის პროპაგანდისტებს მტრად მივიჩნევ და ასეთი მტრის შეყვარება დანაშაულად და უპატიებელ ცოდვად მიმაჩნია. მათ ვძულვართ ჩვენ, ჩვენი განადგურება-გადაგვარება უნდათ, ისინი მტრები არიან და ამიტომ მათ მიმართ ჩემი სიძულვილი მხოლოდ საპასუხოა. მტრის მიმართ მუდამ საპასუხო სიძულვილით ვილაპარაკებ იმის მიუხედავად, შეშფოთდებიან და გაბრაზდებიან თუ არა შინაური თუ გარეშე მაღალჩინოსანი ბოსები!

ჩვენი გაზეთის მკითხველს ამის შეხსენება არ სჭირდება, მაგრამ ჩვენშიც და სხვაგანაც არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც მტერი და მოწინააღმდეგე ერთი და იგივე ჰგონიათ. ეს ასე არ არის. მტერი ის არის, ვინც შენს განადგურებას ცდილობს ყველა საშუალებითა და ხერხით _ ძალით, ღალატით, ცილისწამებით, სიცრუით, მორალური და ფიზიკური ტერორით, მოსყიდვით, პროვოკაციით და ა. შ., ამიტომ არ არის იგი დასანდობი და მიტევების ღირსი.

მოწინააღმდეგე სხვაა! მას შენგან განსახვავებული პრინციპები, შეხედულებები, მრწამსი და იდეოლოგია აქვს, რაც, თავისთავად, შეიძლება პატივისცემას იმსახურებდეს. ამიტომ არის ისტორიაში ღირსეული მოწინააღმდეგის დაფასებისა და პატივისცემის არაერთი მაგალითი; ბოროდინოს ბრძოლაში ბაგრატიონმა, ფრანგი ქვეითების საოცარი წესრიგით შეტევაზე გადასვლას რომ უცქირა, აღტაცებულმა შესძახა: “ბრავო, ბრავო, ფრანცუზი!” ან ნიკოლოზ გოსტაბაშვილისა და სპარსელი მეომრის შერკინების ეპიზოდი გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის ცნობილი მოთხრობიდან, ღირსეული მოწინააღმდეგეობაა!

უცხოური ფულით მოსყიდული რაღაც ორგანიზაციები ათას სიბინძურესა და ტყუილს რომ გაჰკივიან: ღამის სამ საათზე პარლამენტის შენობაშიმშვიდობიანადშეჭრის მონაწილემშვიდობიან შტურმავიკებს””სადისტმაპოლიციელებმა რეზინის ტყვიები დაუშინეს, თვალები დასთხარეს და, სანამ ყველა თქვენგანისათვის არ დაუთხრიათ თვალები, გამოდით და დავამხოთ ეს ხელისუფლებაო, რა ჰქვია ამ საქციელს? ეს არის არა ვინმე გახარიას ან ბომბორაშვილის საწინააღმდეგო მოწოდება, არამედ ქვეყნის მტრობა! მტერს კი მტრულად უნდა მოექცე!

ვიღაც ნაძირალა ტელევიზიით ყველას გასაგონად რომ ჰკადრებს ქართველებს, ჩაგიფსით მაგ ღვინოშიო, ამის მერე ის თხაწვერა არაკაცი “მთავარი” სატელევიზიო არხის დირექტორად და აქტიურ “პოლიტიკოსად” რომ დარჩება, ვინმეს დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება ჰგონია ეს? სუფთა, წყალგაურეველ ღვინოს საქართველოში ზედაშე ჰქვია და იგი ისეთივე სიწმინდეა, როგორც მირონი, და მის თუნდაც სიტყვიერ წაბილწვას რომ შეარჩენს ვინმეს ქართველი კაცი, ის ტოლერანტი და შემწყნარებელი კი არა, მთხლეა და ისეთ მოპყრობას იმსახურებს, როგორსაც მთხლე.

სწორედ ამიტომ არის, რომ, რასაც ახლა საქართველოს შინაური თუ გარეშე მტრები სჩადიან, არანაირი წესებითა თუ წესების გარეშე ბრძოლის ჩარჩოებში არ მოიაზრება, ეს არის სისხლს მოწყურებული აფთრების შემოსევა. აფთრები მსხვერპლს არ კლავენ, პირდაპირ ცოცხლად გლეჯენ. აი, ასე გვექცევიან ჩვენ!

საქართველოს მტრებს მახვილი აშკარად გაშიშვლებული აქვთ და აღარც ცდილობენ ამის შენიღბვას. “ვინცა აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარსწყდეს”, _ გვასწავლის სახარება. ჭეშმარიტად! უნდა წარსწყდეს, გადარჩენა თუ გვინდა!

უნდა წარსწყდეს, მაგრამ…

5 ივლისს და მის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო! სად ვართ, საქართველოში ქართველებს აღარ დაგვედგომება? არანაირი პატრონი აღარ გვიცავს?

კი, ბატონო! გაუმარჯოს გულნათელ ქართველ პატრიოტებს, რომლებიც 5 ივლისს ქუჩაში გამოვიდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მთელი ნეოლიბერასტული, სოდომის ცოდვით დამძიმებული, სატანისტური “იდეოლოგიის” “ძლიერნი ამ ქვეყნისანი” სრულ მხრდაჭერას უცხადებენ ჩვენებურ ლგბტ-ის მახინჯი ტვინისა და ზნეობის მიმდევრებს, მაინც არ წააბილწვინეს ჩვენი დედაქალაქი! მაგრამ მერე…

არაორგანიზებული ხალხი, თუნდაც მთელი მოსახლეობის 95%, როგორ მოახერხებს ამ კარგად დარაზმული, ცოდვილიანი ფულით ავსებული მტრის შემდგომი შემოტევების აღკვეთას? ტელევიზიები იმათია (ერთიორი გამონაკლისის, თანაც ღარიბი არხის გარდა), უცხო სახელმწიფოთა ელჩები (ალბათ, მათი სახელმწიფოების მთავრობებიც!) მათ აშკარად და აგრესიულად უჭერენ მხარს.

ჩვენ მიერ არჩეული ხელისუფლება… რა ვთქვა, არ ვიცი … არა, როგორ არ ვიცი, მაგრამ თქმა მიჭირს!

ისე იქცევიან ეს ჩვენი “რჩეულები”, რომ არავითარი პრინციპი მათ საქციელში არ ჩანს, ამიტომ ძნელია, ხალხმა არ დაგიჯეროს, თუ იტყვი, რომ ესენი ნამდვილი ვირეშმაკები არიან, რასაც თბილისურად “ჩათლახობა” ჰქვია. არადა, მე მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკის უნარი არ მაქვს, შეფარულ და მოარებით საუბარს ვერ ვახერხებ.

პირდაპირ ვიტყვი: ასეთი ურცხვად მატყუარა, ქვეშაფსია, უთავმოყვარეო და უღირსებო არც ხელისუფლება მინახავს აქამდე და არც ქუჩის მათხოვარი. ამდენი ტყუილით გაბრიყვებული ჩვენი უბედური ხალხის უმრავლესობა ვერც ხელისუფლების ორპირობასა და ჩათლახობას ხვდება და ვერც ოპოზიციის სრულ მარაზმსა და პიტალო სიგიჟეს. ხალხის უმრავლესობამ იმის უნარიც დაკარგვა, მცოდნე, ერთგულ და პატრიოტ თანამემამულეებს მოუსმინოს: ჯერ ამაოდ დაშვრა ალექსანდრე ჭაჭია, უნიჭიერესი პოლიტოლოგი და მეცნიერი; ახლა ამაოდ ირჯება ცნობილი პუბლიცისტი, ფილოსოფოსი და სოციოლოგი ვალერი კვარაცხელია; უნიჭიერესი ქართველი პუბლიცისტები: ბესო ბარბაქაძე, დავით მხეიძე, გია გაბრიჭიძე, ჯაბა ხუბუა, გულბაათ რცხილაძე, დიტო ჩუბინიძე, არმაზ სანებლიძე, გიორგი გიგაური და სხვანი, მაგრამ რად გინდა: “კაცი არა ჩანს შამყრელი და წინ გამძღოლი ჯარისა” ან ჯარი სად არის ნეტავი? ჩვენს ხელისუფლებას თავმოყვარეობის ნიშანწყალი რომ არ ატყვია, ყველა ჭკუათმყოფელი ხვდება, ალბათ, ამას. ასე რომ არ იყოს, უცხო ქვეყნის ელჩს როგორ გააბედვინებდნენ იმის თქმას, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებით ძალიან გაბრაზებული ვარო. რატომ არის გაბრაზებული და იმედგაცრუებული? რა, მის ქვეყანას დაუშავეს რამე? არაფერი! შარლ მიშელის მიერ თავსმოხვეული ხელშეკრულება გააუქმეს, ეს არის და ეს! მისი რჩევა არ გაითვალისწინა თურმე საქართველოს მთავრობამ ახლაც და მაშინაც, როდესაც მამათმავლებისა და ლესბოსელების აღლუმის ჩატარება ვერ უზრუნველყო!

ვინ ჰკითხავს უცხო ქვეყნის ელჩს, ჩემს ქვეყანაში ბოზების აღლუმს ჩავატარებინებ ვინმეს თუ სულაც იმპოტენტების მიტინგს? შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული შეთანხმების ერთგული დავრჩები თუ ანგელა მერკელის დირექტივისა? როგორც იტყვიან ხოლმე, ყველამ თავისმამიდას მიხედოს, მაგრამ ვინ გვაცლის ჩვენი მამიდის მიხედვას. ესეც თურმე, ჩვენისტრატეგიული მოკავშირისელჩზე ყოფილა დამოკიდებულიახლა ვინმემ რომ მისაყვედუროს: ჩვენს ხელისუფლებას რას ერჩი, მან ძალიანაც პრინციპული პოზიცია დაიცვა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებითო, ხომ უნდა განვმარტო ჩემი გვარიანად ეკლიანი შეფასება?

ჰო, და ჩვენი ხელისუფლების საქციელს რომ ვაკვირდები, ის მოსამართლე და მამასახლისი მიდგებიან თვალწინ, მიხეილ ჭიაურელის ფილმის პერსონაჟები რომ არიან. ქალაქიდან ჩასული ყარაჩოხელების შეკითხვაზე _ ბატონმა რომ გოგიას საპატარძლო გაიტაცა, კანონით ჩვენ გვეკუთვნის თუ არაო, ასე პასუხობენ: “ჰოო, გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნით!”-ო. ა, ბატონო, ნახეთ, თუ ასე არ არის ჩვენშიც:

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავიანთ საჯარო გამოსვლებში არაერთხელ აღნიშნეს, რომ “მთავარი არხის”, “ტვ-პირველის”, “ფორმულას”, “რუსთავი 2”-ის ტელეარხებზე მომუშავე სუბიექტები ჟურნალისტები არ არიან, ისინი “ნაცმოძრაობის” პარტიული ზონდერების წარმომადგენლები არიანო. სრული სიმართლეა! სუბიექტს, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებსა და შეფასებებს აკეთებს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისა თუ ჯგუფის მიზნების შესაბამისად, ჟურნალისტის პროფესიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ზემოჩამოთვლილი ტელეარხების კამერებითა და მიკროფონებით შეიარაღებული სუბიექტები ეროვნული ღირსების დასაცავად გამოსულ ხალხს რომ მისდევდნენ და დასჩხაოდნენ: “პუტინის მონებო”-ო, ჟურნალისტები არიან? მიკროფონებითა და კამერებით შეიარაღებულმა ბრბომ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ალყაში რომ მოაქცია, ყველა ერთხმად რომ ეყაყანებოდა (ვითომ კითხვებს რომ უსვამდნენ!) და ერთმა ეგზალტირებულმა “შემკითხველმა” მიკროფონი რომ მიარტყა თავზე და საპასუხოდ გია ვოლსკიმ ხელი რომ აუკრა თავდასხმელს მიკროფონზე, ვინ ვისზე ძალადობდა? ჩვენ ხომ ყველამ ვიხილეთ ეს? იმ მაგრად საცემმა მიკროფონიანმა თავდამსხმელმა რომ იკივლა, როგორ ექცევი მიკროფონიან ჟურნალისტსო, მისი კივილი სამართლიან პროტესტად მიიჩნია ვინმემ? ნამეტანავად მომთმენი კაცი ყოფილა გია ვოლსკი! მე იმ მიკროფონიან ალქაჯის ნაშიერს იმ მიკროფონს გამოვგლეჯდი ხელიდან და, სხვას თუ ვერაფერს მოვახერხებდი, იმ ცარიელ თავში ჩავათხლეშდი მაინც! ეძახათ მერე ჩემთვის მოძალადე და ბნელი ძალის წარმომადგენელი ჭკუაზე და სხვა რამეზეც მწყრალად მყოფ გრიგოლიებს, მელაძეებს, გვარამიებს, სანაიებს, ჯანგირაშვილებსა და მათ მსგავსებსაი დარდი მართალი თქვეს ღარიბაშვილმა და კობახიძემ ზემოჩამოთვლილი ტელეარხების მიკროფონ-კამერიანი ზონდერაქტივისტების შესახებ და “ბრავო” მათ ამის თქმისთვის! ჰო, მაგრამ პოლიციამ ათობით კონტრაქციის მონაწილე პატრიოტი რომ დააკავა ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით, როგორ დავუკავშიროთ ეს იმ მაღალჩინოსნების განცხადებებს? იქნებ პოლიცია, ჩვენს ხელისუფლებას კი არა, უცხო ქვეყნის გაბრაზებულ ელჩს ემორჩილება? სწორედ ასეთ სიტუაციაში იტყვიან ხოლმე, “ვერ გაიგებ, ვისი ვიოლინო ვის როიალშიაო”. ჩვენ, რიგით მოქალაქეებს, არც როიალი გვაქვს და არც შესანახი ვიოლინო, ამიტომ გულდაგულ ვკითხულობ: არ არის ეს ხელისუფლების “დურუშნიკობა” _ სიტყვისა და საქმის ერთმანეთისგან სრული გათიშვა?

ქართველ ხალხზე ძალადობს .. ლგბტთემი”, ლგბტთა თანამოძმე ლიბერასტები, უცხო ქვეყნის ელჩები და გადამთიელი არამკითხე ბიძიადეიდები, ევრორაღაც ორგანიზაციის ლიდერები და აქტივისტები; აი, მათ წინააღმდეგ ამხედრებულ ქართველ პატრიოტებს აპატიმრებს ხელისუფლება, იმ ადამიანებს აპატიმრებს, რომლებიც თავიანთ ეროვნულ კულტურას, ტრადიციებსა და ადათწესებს, ანუ ქართველობასა და სამშობლოს იცავენ.

ჩვენ ჰომოფობები არ ვართ, რადგან ეჭვიც არ გვეპარება, რომ ჰომოსექსუალიზმი და ლესბოსელობა მძიმე ბიოფსიქიკური დაავადებაა, ნორმიდან საბედისწერო გადახრაა და ამ ადამიანებს მკურნალობა და საზოგადოების დახმარება სჭირდებათ, მაგრამ ავადმყოფების აგრესიული შემოტევა ყოველთვის უნდა აღიკვეთოს, რათა ჯანსაღი თაობა გადარჩეს, არა მარტო ვირუსული დაავადებებია გადამდები, არამედ ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობაც (მაგალითად, დიდი თავშეყრის დროს _ მიტინგზე, აღლუმზე და ა.შ.). ეს იცის ყველა ნორმალურმა ფსიქოლოგმა და მედიცინაში ჩახედულმა ნებისმიერმა ადამიანმა და არ იციან ეს ვითომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მესვეურებმა და მათ დაკრულზე მოცეკვავე ეროვნული სახელმწიფოების მეთაურებმა?

რაც შეეხება პედერასტთა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დამკვიდრებულ ტერმინს, არასტანდარტულ სექსუალურ ორიენტაციას, რომელიც, თურმე, მამათმავლებმა და ლესბოსელებმა აირჩიეს, აზრობრივად სრული სისულელეა. სექსუალური ორიენტაციები თუ არსებობს, მაშინ, ცნობილი უფლებადამცველის გელა ნიკოლაიშვილის თქმისა არ იყოს, კულინარიული ორიენტაცია არ არსებობს? კანიბალს ადამიანის ხორცის ჭამა ურჩევნია ყველაფერს, ირმის მწვადსა და ხოხბის ჩახოხბილსაც. ხვალ რომ კანიბალებმა მოინდომონ აღლუმის ჩატარება, რას იტყვიან მაშინ “ჩვენი” დასავლელი ლიბერასტები? თუმცა, არ მგონია, ისინი ძალიან შორს იყვნენ კანიბალების მხარდაჭერისაგან. აგერ, შუაგულ ევროპაში, ნორვეგიაში, ვინმე ბრეივიკმა 77 ადამიანი მოკლა ერთ დღეს, სრულიად უმიზეზოდ, მათ შორის ქართველი გოგონაც. 77 უდანაშაულო ადამიანის მკვლელს 21 წელი პატიმრობა მიუსაჯეს, ახლა ის სატანის ნაშიერი ჩივის: სასჯელის ნახევარი ხომ მოვიხადე და რაღას უყურებთ, გამათავისუფლეთო. გაათავისუფლებენ, ალბათ! აი, ასეა ჭკუაზე გადასული ნახევარი მსოფლიო და სწორედ იქით მიათრევენ საქართველოსაც. საკაცობრიო გამოცდილებამ უდავოდ დაადასტურა, რომ წესრიგი, სამართლიანობა, განვითარება არის იქ, სადაც ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია: შავს _ შავი, თეთრს _ თეთრი, ავს _ ავი, კარგს _ კარგი. ჯერ კიდევ როდის გვითხრა ჩვენმა ბრძენკაცმა დავით გურამიშვილმა: “ავს თუ ავი არ ვუწოდე, კარგს სახელად რა დავარქო?” ახლა კი, რა ხდება ჩვენში? ავსა თუ ავი უწოდე, ეს სიძულვილის ენის გამოყენებაა და ამისთვის უნდა დაისაჯო. ამიტომ, თუ დაინახე, რომ კაცი კაცს მისდგომია და იმას უშვრება, ატეხილი ბუღა რომ უშვრება ხოლმე ატეხილ ძროხას, უნდა მიიჩნიო, რომ იმ ორკაცსასეთი ორიენტაცია აურჩევია და, ბედნიერებას თუ არ უსურვებ, ჩუმად მაინც უნდა აუარო გვერდი. განა უკვე ასე არ არის ჩვენში? აბა, მითხარით, რომელ ნორმალურ ქვეყანაში ერქმეოდათ პოლიტიკოსები ელენე ხოშტარიასა და თინა ბოკუჩავას, ნიკანორ მელიასა და კაკოია ბობოხიძეს, ბადრი ჯაფარიძესა და გირჩი ჯაფარიძეს, გუბაზ სანიკიძესა და ირმა ნადირაშვილს, მათ მსგავსებს საერთოდ… ანდა ჟურნალისტებად ვინ მოიხსენიებდა ბილწი ნაძირალების ტანდემს _ ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას, მათ მსგავსებს ავად ცნობილი ტელეარხებიდან?! ჩვენთან ასეა; ადამიანს იმად კი არ მოიხსენიებენ, ვინც არის, არამედ იმად, რასაც მას “ძლიერნი ამა ქვეყნისანი” დააბრალებენ. ასე დააბრალეს პრეზიდენტობა ვიღაც მარგველაშვილსა და ასევე ვიღაც ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრობა _ ვიღაც ბახტაძესა და ვიღაც კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეობა _ ვიღაც თალაკვაძესა და ვიღაც კუჭავას, საგარეო საქმეთა მინისტრობა _ ვიღაც ფანჯიკიძესა და ვიღაც ზალკანიანს, განათლების მინისტრობა _ ვიღაც ჯეჯელავასა და სხვა ჯეჯელავებს… საშველს ვერ ვხედავ! ჩვენი ხალხი რაღაც ბნელ ძალას ჰყავს ზომბირებული და მანქურთობამდე ბევრი აღარაფერი გვაკლია. აბა, ხალხი იმას რომ დაიჯერებს, საქართველოს პრემიერმინისტრმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავლობა იკისრა, თავისი უკიდეგანო ავტორიტეტით ერთ მხარეს ტყვეები გაათავისუფლებინა, მეორე მხარეს დანაღმული ტერიტორიების სქემები გაასაჯაროებინა… ამასთან დაკავშირებით ქართველების ერთი “თავმოსაწონებელი” ამბავი მახსენდება: ხედავთ, რა ხალხი ვართ ქართველები? ერთმა ჩვენმა თანამემამულემ გერმანია ორად გაყო, მეორე ქართველმა კი გერმანია გააერთიანაო. იმ “მეორეში” ედუარდ შევარდნაძე იგულისხმებოდა, რომელიც თავს ახალი ევროპის არქიტექტორს უწოდებდა და ჩვენგან განმდგარი სეპარატისტული ცხინვალიც კი ვერ შემოუერთა სამშობლოს. ჩვენი საკანონმდებლო ორგანო საცირკო ბალაგანიც კი აღარ არის, რადგან იქ ისეთ სისულელეებს სჩადიან, რომ სასაცილოც აღარაა, სატირალზე რომ არაფერი ვთქვა. ა, აგერ ახლახან ოპოზიციური პარტია “გირჩი” ორ ნაწილად დაიშალა და ახლა პარლამენტში ორი “გირჩია”. იმის ჭკუაც კი აღარავის აღმოაჩნდა, რომ ზოგისთვის “რკო” დაერქმიათ, ზოგისთვის _ “ასკილი” ან “კუნელი”… ამათ იმედზეა ქვეყანა? ახლახან თბილისის მერობის კანდიდატთა რეიტინგი გაასაჯაროვა რომელიღაც კვლევითმა კომპანიამ და თბილისის მერობის კანდიდატის პოსტზე ნიკა მელიას არჩევას თბილისელთა 33% უჭერს მხარსო. ვავა, ნანა, ვავა ბაბა! ასე უსაშველოდ გაბრუებულ ხალხს ოდესმე საღი აზროვნება დაუბრუნდება? სასწაულის იმედად ვარ! ახლა ისეა ჩვენი საქმე, უილიამ შექსპირის ერთ სონეტში რომ არის დახატული. ამ პანდემიასთან დაკავშირებულმა სამთავრობო ღონისძიებებმა ხომ საერთოდ დამიკარგა ქვეყანაში საღი აზრის არსებობის იმედი. “კოჭლი დროება” (ჩვენთვის მთლად “ხეიბარი დროება”) ვერაფერი იმედის მომცემია, მხოლოდ უფლის იმედითა და მის მიერ მოვლენილი სასწაულის იმედით ვარ!

ამ წერილის სათაური რობერტ ბერნსის ერთი ლექსის არასრული სტრიქონია, სრული სტრიქონი ოდნავი პერიფრაზით ასეთია: “ჰოი, უფალო, გვედრებ კივილით, გადუხადე საქართველოს მტერს სამაგიერო კბილის ტკივილით!”.

ზურაბ ცუცქირიძე, პედაგოგიკის დოქტორი,

. გოგებაშვილის პირველი ხარისხის პრემიის ლაურეატი,

ღირსების ორდენის კავალერი

P.S. ამას წინათ, ჩვენმა ხელისუფლებამ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გადადგა ღირსეული ნაბიჯი _ .. შარლ მიშელის დოკუმენტი გააუქმა, რომელიც სახელისუფლო და ოპოზიციური პარტიების შეთანხმებას ითვალისწინებდა. ამ ხელშეკრულებაში იყო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ერთი პუნქტი, რომელსაც არა მარტო საკონსტიტუციო ჩარჩოდან გაჰყავდა ხელისუფლება, არამედ მისთვის გამაოგნებლად დამამცირებელიც იყო. ხელისუფლებამ არა მარტო გააუქმა ეს აუღრესად დამამცირებელი და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავი დოკუმენტი, არამედ ირაკლი კობახიძის პირით დაიფიცა კიდეც, რომ მომავალში, შარლ მიშელის კი არა, შარლ დე გოლის მიერ შემოთავაზებულ მსგავს დოკუმენტსაც კი არასოდეს მოვაწერთ ხელსო. იმედი მომეცა, მაგრამ გულში რაღაც ხმა ჩამძახის: დიდხანს ვერ გაძლებს ამათიუტეხიპრინციპულობაო. ცოტა გვინახავს ამათიპრინციპულიპოზიციის მეტამორფოზები? ამიტომ ამ წერილს მაინც გიგზავნით დანიშნულებისამებრ, თუ გავმტყუნდი (ახ, ნეტავი!), ჩემს ხორკლიან შეფასებას უკან წავიღებ და ამათი მუხლეგადატყავებული მეხოტბე გავხდები.

. .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here