Home ახალი ამბები ჯანდაცვის მონისტრმა, მეტროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა

ჯანდაცვის მონისტრმა, მეტროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა

632

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანია დაშავებული,  ნაწილი მათგანი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი სადაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმყოფებოდა.

„ვინახულე 4 პაციენტი, საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა მძიმე არაა და ოთხივე კონტაქტურია. დაზიანებების უმეტესობა უკვე მართულია, დაფიქსირებულია. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩებიან. საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა სეერგეენკომ.

დაშავებულები სულ 4 კლინიკაში  კერძოდ: „ოფთიმალ მედიქალში“, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, „ამტელ ჰოსპიტალში“ და „ინგოროყვას კლინიკაში“ არიან მოთავსებულები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here