Home რუბრიკები საზოგადოება ხრესილის მემორიალურ დაფაზე სიტყვები “თურქი დამპყრობელი” წაშალეს

ხრესილის მემორიალურ დაფაზე სიტყვები “თურქი დამპყრობელი” წაშალეს

10579
დიმიტრი ლორთქიფანიძე

ადვოკატმა და უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სოციალურ ქსელფეისბუქშიპირად გვერდზე დაწერა, რომ ტყიბულის რაიონის სოფელ ხრესილში აღმართულ მემორიალზე, რომელიც 1757 წლის ხრესილის ბრძოლას ეძღვნება, წარწერათურქი დამპყრობელიწაშლილია და მის ნაცვლად გამოყენებულია სიტყვამტერი”.

ეს, სავარაუდოდ, 2009 წელს მოხდა, თუმცა კონკრეტულად ვინ ან რატომ გააკეთა, უცნობია. “საქმე იქით მიდის, რომ ისტორიის სახელმძღვანელოებშიც მალე გაქრება ქართულ მხარესთან დაპირისპირებულ ისტორიულ მტერთა ვინაობა. გუშინ _ ხრესილი, დღეს უკვე _ დიდგორი”, _ წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე. რატომ ჩაანაცვლეს მემორიალზეთურქი დამპყრობელისიტყვითმტერიდა რა შეიძლება ამ საქციელს დაერქვას _ ჩვეულებრივი ვანდალიზმი თუ სახელმწიფო პოლიტიკა, რომელსაც წინა და მოქმედი ხელისუფლებები მიზანმიმართულად ატარებენ? _ “საქართველო და მსოფლიოკომენტარისთვის დიმიტრი ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა.

დიმიტრი ლორთქიფანიძე:

_ დიდი მადლობა თქვენს გაზეთს, რომ დაინტერესდა ამ საკითხით, ვინაიდან დიდგორის ბრძოლის დღის უქმედ გამოცხადების გამო ატეხილი ხმაურის ფონზე ეს თემა მართლაც აქტუალურია.

ხრესილის მემორიალური დაფა
ხრესილის მემორიალური დაფა

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ხრესილის საკითხი, რომელიც მე სოციალურ ქსელში პოსტად დავწერე, იმის მტკიცებულებაა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ერთი სისტემის ორი პირობითი წარმომადგენელია, აქვთ ერთი იდეოლოგიური ხაზი, რომელიც მათთვის დამახასიათებელი პოლიტიკური მანქურთიზმის დამკვიდრებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, პოლიტიკური მანქურთიზმი სწორედ ისტორიული მეხსიერების შეზღუდვაში მდგომარეობს და მსგავს მცდელობას ჩვენ უკვე რეგულარულად ვხედავთ.

2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ხრესილში ელისო ჩაფიძესთან ერთად გახლდით, რომელიც იმხანად ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო და პატივი მივაგეთ ხრესილის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. მაშინ მემორიალზე “ეპოქსიდით” იყო წაშლილი “ოსმალო დამპყრობელი” და მის ნაცვლად ეწერა “მტერი”, თუმცა ძველი წარწერის კვალიც ჩანდა. ბუნებრივია, ამან ძალიან გამაკვირვა და ელისოსაც ვუთხარი, რომ არ შეიძლება, ისტორიული რეალობა ასე წაიშალოს-მეთქი. მასაც ისეთივე რეაქცია ჰქონდა, როგორიც მე. ბევრი ვილაპარაკეთ. ვსაუბრობდით იმაზე, რომ დამპყრობელს დამპყრობელი უნდა ერქვას, მტერს _ მტერი, ხოლო კონკრეტულ დამპყრობელზე როცაა საუბარი, კონკრეტულად უნდა ითქვას… საერთოდ, ისტორიის გაყალბება დიდი დანაშაულია ერისა და სახელმწიფოს წინაშე, იმიტომ, რომ გაყალბებული ისტორია ამახინჯებს ისტორიულ მეხსიერებას…

_ პარლამენტში შესვლის შემდეგ თუ დაინტერესდა ჩაფიძე ამ ფაქტით?

_ სიმართლე გითხრათ, მერე რა მოხდა, მოჰყვა თუ არა ამას რაიმე რეაგირება ხელისუფლების მხრიდან, თვალყური არ მიდევნებია. უბრალოდ, დიდგორობის უქმედ გამოცხადების ამბავმა გამახსენა ეს შემთხვევა.

_ რა შეიძლება ეწოდოს ამ ფაქტს _ ჩვეულებრივი ვანდალიზმი თუ მიზანმიმართული პოლიტიკა?

_ ერთადერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მსგავსი მემორიალის წარწერებში ჩარევა შესაბამისი სახელმწიფო უწყების საქმის კურსში ჩაყენების გარეშე არ ხდება. იქ საკმაოდ ოსტატურად უმუშავნიათ, თუმცა, ყოვლად წარმოუდგენელია, ეს ვინმე კერძო პირს თვითნებურად, შესაბამის სამსახურთან შეთანხმების გარეშე გაეკეთებინა. ბუნებრივია, გამიჭირდება თქმა, კონკრეტულად ვინ და რა სამსახურები შეიძლება იდგნენ ამის უკან, მაგრამ ფაქტია, მტრის იდენტიფიცირებასა და მის მოხსენიებას კონკრეტული სახელით ამ ქვეყანაში გარკვეული ძალები ეწინააღმდეგებიან. ამას ემსახურება გამუდმებით იმის მცდელობა, რომ ისტორიული მეხსიერება წაიშალოს და მემორიალებსა თუ სხვა ძეგლებზე კონკრეტული დეფინიცია კი არ იყოს, არამედ ერთი კრებითი სახელი _ მტერი, რომელიც კონკრეტულად არავის იდენტიფიცირებას არ მოახდენს.

_ როგორ ფიქრობთ, რა პოლიტიკური ვალდებულებები აქვს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, ვთქვათ, იმავე თურქეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან _ მისთვის თურქეთის საელჩოს ნოტა უფრო მნიშვნელოვანია ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას თუ საკუთარი ხალხის ნება და დაკვეთაა უმთავრესი?

_ საქართველოს ხელისუფლებას ვალდებულებები არ აქვს, საქართველოს ხელისუფლება არის მარიონეტი; და ეს მარიონეტები, ნებსით თუ უნებლიეთ, სახელმწიფოს ანგრევენ. დღეს დიდგორობას აგიკრძალავენ, ხვალ მემორიალებზე გმირების სახელებს წაგიშლიან, ზეგ მტერს მოყვარედ გამოგიცხადებენ… მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მათთვის ისტორია ჩვეულებრივი ამბავია, რომელსაც ხან ასე მოყვები, ჭორივით; ხან ისე _ სად როგორ დაგჭირდება, იმის მიხედვით. ამიტომ არ უნდა მართავდნენ ქვეყანას ასეთი ადამიანები, ასეთი ხალხის ყოფნა სათავეში სახელმწიფოსთვის საშიშია…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. საქართველოს ისტორიისა და ერის განადგურების პროგრამა აქვთ დასახული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here